მოდერებო, მსგავსი თემა აქ უკვე იყო, მაგრამ ეს მოვლენა იმსახურებს თავიდან აღნიშვნას...
მაშ, ასე, მეგობრებო! დანო და ძმანო!
დადგა დრო, ილუსტრირება გავუკეთოთ უტუფურსის ხელმოწერას:
"მასობრივი ფსიქოზი გრძელდება და უმძიმეს ფორმებს იღებს".
სიგიჟეში ერთმანეთის დადანაშაულების საყოველთაო პოლიტიკური მოდის ფონზე, გადავწყვიტე თქვენთვის მეჩვენებინა რეალური ფსიქიური მოშლილობის ერთი თვალსაჩინო მაგალითი.
მაშ ასე, გია გაჩეჩილაძის ლექსი:
ამას ვერ წაშლი, არა, ეს უკვე დაწერილია,
ამას ვერ წაშლი, ...
მე ჩამჩურჩულებს თავად ილიაამას ვერ წაშლი, ეს დიდი საქმე ჩვენი შვილია,
ეს გზა სიწმინდის, სიმართლის ძარღვით გათელილია!
შენ ხარ ის კაცი, ამდენი ხანი მე რომ ვარჩიე,
მამულის, რწმენის სადღეგრძელოდ რომ ავარჩიე,
არ დაუტოვო საჯიჯგნად ერი ვიღაც კაც-ჩიებს,
ტყუილ-მართალი ეხლა, ამ წუთას, აქ გაარჩიე!არ დავიჩოქებ, თუგინდ დამშანთონ მე სატანებმა,
ვერ დამამონონ, ძვრაც რომ დაიწყონ მიწის ქანებმა,
ვერ დამაძინონ, რომ შემილოცონ მე შამანებმა,
მამულზე ფიქრში სიკვდილმაც კი თავი მანება!
(გამოტოვებულია 3 კუპლეტი)
ჯერ არ გამქრალა არწივების ძალა ღვთიური,
მე გეუბნებით -საქართველოა მარადიული!!!
განდიდების მანია - ქცევის აღმნიშვნელი ტერმინი, რომელსაც ახასიათებს ბოდვითი ფანტაზიები, რაც დაკავშირებულია საკუთარ სიმდიდრესთან, ძალაუფლებასთან, გენიალურობასთან და ყოვლისშემძლეობასთან. გამოვლინდება პოპულარობის, მატერიალური სიმდიდრის, გავლენის და პოლიტიკური ძალაუფლებისადმი საკუთარი მოთხოვნილებების ირაციონალურ აღქმაში ან ამ "სიკეთეთა" მოპოვებისათვის გადაჭარბებულ ზრუნვაში. ფსიქიური დაავადებების სფეროში პარანოიას არ მიიჩნევენ ფსიქიკის განსაკუთრებულ მოშლილობად.
აქვე იხილეთ თანდართული კადრები: უცნობის გოლგოთა, უცნობი - მარტვილი, უცნობის მსვლელობა, უცნობი ხატებთან, უცნობი ბავშვებთან, უცნობი ლოცულობს, უცნობი გასცქერის სივრცეს და ფიქრობს მამულის მწარე ხვედრზე, უცნობი ხვდება ხალხს, უცნობი მიმდევრებთან ერთად შედის ქალაქში.
შენიშვნა: სპეციალისტებმა დამატებითი მასალა იხილეთ მისამართზე
http://maestro.ge/sakani.phpGia I am with you, kiss me, kiss me Gia!
Gia I am on your side, touch me, touch me Gia!
This post has been edited by Riablo on 25 May 2009, 23:46
Stupidity is infinite.
Stupidity is eternal.