არ შეიძლება, რომ ქვეყანაში იყოს საერთო აზრი რაღაცაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის?
მე ძალიან არ მომწონს და კიდევ დარწმუნებული ვარ ბევრს, როდესაც ოპოზიცია იძახის და შემდეგ უკვე ამას ხალხი იმეორებს, რომ მიშამ ომი დაიწყო.
ახლა გეტყვით რატომაც, მიშაც წავა და ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, თუმცა მათ ნათქვამი ექნებათ უკვე, რომ ომი საქართველომ დაიწყო. სულ არ აინტერესებთ მიშამ დაიწყო თუ პეტრემ, როდესაც ამბობენ, რომ ომი მიშამ დაიწყო ნიშნავს იგივეს რაც ომი საქართველომ დაიწყო.
ამიტომაც ჩემი თხოვნაა, რომ მოდი ამ საკითხზე შეთანხმდეს ოპოზიცია, არ არის აუცილებელი რუსული ტელევიზიების ნათქვამი გაახმოვანო ხალხში, რუსული ტელევიზიის იმიტომ ვამბობ, რომ პირველებმა მაგათ დაიწყეს იმის აგიტაცია, რომ საქართველო შეიჭრა სამაჩაბლოში. შემდეგ უკვე ოპოზიციაც იმას იძახდა რასაც რუსული ტელევიზიები.
ყველა წავა და წამოვა, თუმცა საქართველო დარჩება იარლიყ-მიკერებული როგორც ომის დამწყები.
ოპოზიციას შეუძლია გააკრიტიკოს მიშა ძალიან ბევრ რამეში, აი უამრავ რაღაცაში, სასამართლო სისტემა, შსსს მიერ აქციებზე მოწყობილი პროვოკაციები, ხალხის დაპატიმრება, თუმცა ეს ოხერი ნუ იტყვი მაინც და მაინც რომ ომი მიშამ დაიწყო რა აუცილებელია ეს?! გააკრიტიკონ იმაზე, რომ ვერ მოემზადა ამდენხანს რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მითუმეტეს, რომ ამის ბევრი ნიშნები იყო.
რადგან კიდევ ვიმეორებ, არავინ იტყვის მომავალში, რომ ომი მიშამ დაიწყო არამედ ომი დაიწყო საქართველომ.
თქვენ რას ფიქრობთ?