#14456074 · 27 Jun 2009, 03:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი "კითხვა" მაწუხებს. თემის გახსნის სურვილიც გამიჩნდა, თავისი გამოკითხვებითა და აზრთა გაცვლა გამოცვლით. სურვილით რომ რეალური და საღ აზრთან ალხლოს მდგომი პასუხი დაფიქსირდეს (რომელიც ყველაფერთან ერთად გამყარებული იქნებოდა მრავალმხრივი დისკუსიებით, გამოკითხვებით და არგუმენტირებული მტკიცებულებებით).
ფაქტია რომ "თემის" გახსნა ან უფრო მეტიც "საკითხის" სერიოზული საჯაროდ განხილვა და მრავალი სამეცნიერო თუ სხვა სახის კვლევების ჩატარება/შეკრება, და ბოლოს და ბოლოს ჭეშმარითების აღმოჩენა, მარტო მე კი არ მიმახვედრებს და უბრალოდ გამახარებს რომ ეხლა უფრო მეტი ვიცი ვიდრე აქამდე და უკვე ვფლობ ამ ნანატრ ჭეშმარიტებას, არამედ იქნება უკვე ხელმისაწვდომი ფართო მასებისთვის, შინაურისთვის და გარეულისთვის, მტრისთვის თუ მოყვარისთვის. ამის გათვალისწინებით კითხვის დასმას რომ ვაპირებდი, ჩემ და უნებურად აღმოვაჩინე რომ მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების ჩაწვდომის მიზნით, გამეცა პასუხი ამ კონკრეტულ "საკითხზე", იმასაც მივხვდი რომ მაგალითად გამოკითხვის შედეგების (აღარ ვსაუბრობ ზემოთ აღნიშნულ კვლევებზე) ერთერთი ვარიანტის (მაგალითად: ან 1. 99%, ან 2. სავარაუდოა, ან 3 ნაკლებად სავარაუდოა, ან 4. არ არსებობს) "დამტკიცების" შემთხვევაში, ეს შეიძლება გამოყენებული იქნას ჩემი სამშობლოს წინააღმდეგ მისი მტრის მიერ, არგუმენტით ვითომ აი ნახეთ თქვენივე ყველაზე ჭკვიანი და მოაზროვნე შვილები და საერთოდ მათი უმრავლესობა, უნისონში რა დასკვნამდე მიდიან და რას ამტკიცებენო. და აი ეხლა მათ მიერ კომპეტენტურ დასკვნის საფუძველზე თქვენი დედაბუდიანათ მაპუტუოოო!!! იმიტომ რომ თუ ეს ჭეშმარიტებაა (ვთქვათ გამოკითხვის პასუხი : "99%") და თქვენ ესე ფიქრობთ (გინდ სამართლიანადაც), ჩვენ ხომ ამ შემთხვევაში ლოგიკაში გვეთანხმებით რომ თქვენი მაპუტუს მეტი ჩვენ აღარაფერი დაგვრჩენია და კაცურად ნუ "გაგიტყდებათო". თან გულშიც გაიღიმებენ: "ვაი თქვენს პატრონს უბედურს, რა გაჭიკჭიკებდათ, რას იკვლევდით, რა გახტუნავებდათ, რატო ერთი ადგილი არ დააყენეთ, ეგ თქვენთვითონ რომ არ გამოგეკვლიათ, ჩვენ ეჭვის დონეზეც რომ გვცოდნობდა და რომც რამე გვექნა მაგას ვის დავაჯერებდით ან ჩვენ თვითონ ვინ აგვიხელდა ამ დასირებულ თვალებს და ამ უტყუარი მტკიცებულების გარეშე ხომ ... ბლაბლა ბლაბლა ბლაბლა ბლაოოო"! იმის გათვალისწინებით რომ სწორედ ასეთ შემთხვევებზე ერთერთ ყველაზე დიდი ქართველის - რუსთაველის პასუხი უკვე ვიცით: "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების"-ო
ეხლა რა მინდა ვიკითხო: 1. ვინ არის ის - ვინც ამ ყველაფერს რომ მიხვდება და მაინც დასვავს "შეკითხვას" 2. ვინ არის ის - ვინც ამ ყველაფერს რომ მიხვდება და არ დასვავს "შეკითხვას" 3. ვინ არის ის - ვინც ამ ყველაფერს ვერ ხვდება და მაინც სვავს "შეკითხვას"
|