მოკლე შესავალი -ექსკურსით
სხვისი რა მოგახსენოთ, არ ვიცი მაგრამ მე მაჩაიძე ჰამლეტი (მამუკა ნათლობის სახელია) დიდად ვამაყობ, ჩემი გვარითა და წინაპრებით, რომლებიც ტოლს არ უდებდნენ სხვა გვარებს.
არც გვარიშვილობაში, არც კაცობაში არც ქალობაში, არც ვაჟკაცობაში, პატიოსნებაში, არც სინდისნამუსში, მამულიშვილობაში, ღვთის სიყვარულში, მოშიშობაში, პატრიოტიზმში, ღირსებასა და სხვა. ბედის უკუღმართობამ და უსამართლობამ, ჭიბრეველი რაჭველების მშვიდობის მოყვარე მშრომელი ოჯახი, მაჩაიძეების დიდი ოჯახი ლტოლვილებად აქცია ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ახალი ცხოვრების მოსაწყობად XVIII.ს. მიწურულს, კონკრეტული წლები უცნობია - ოჯახის ზოგიერთი წევრი: ერთი ძმა თუში გახდა, მეორე კახელი,იმერელი, ზოგიც ქართლელი. ერთ ოჯახს თიანეთში მიაგნეს ერისთავებმა, სისხლის აღების მიზნით მთელი ოჯახი ამოსწყვიტეს მხოლოდ ერთი პატარა მაჩაიძე გადარჩა შემთხვევით ისიც მამიდასთან ყოფილა წასული. ზოგმა გვარი დაამახინჯა შეგნებულად. თუშეთში - გახდა მანჩაური და ასე შემდეგ. ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებულია ტაო-კლარჟეთში ხუროთმოძღვარი საყდრის მშენებელი მაჩაიძე. ერთერთი საყდრის კედელზეა ამოკვეთილი: ღმერთო მოიხსენიე საყდრის აღმშენებელი ხუროთმოძღვარი მაჩაიძე. ვინ იცის იქნებ ,,,, ჰა ეს მითხრა აკადემიკოსმა არქეოლოგმა ლ. ჯავახიშვილმა შენი წინაპარი ხომ არ არისო? იგივე მითხრა პროფესორმა ო. ლორთქიფანიძემ რეჟისორმა მ. კოკოჩაშვილმა რომლებიც ტაო-კლარჯეთის ისტორიულ ძეგლებს იღებდნენ. თუ რატომ და როგორ მოხდა ეს ამბავი ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. ამ შემთხვევაში დავესესხები სულმნათ შ. რუსთაველს:
ვაი, სოფელო, რა შიგან ხარ, რას გვაბრუებ რა ზნე გჭირსა!
ყოველი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩვენებ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სულ სულით ძირსა?!
მაგრამ ღმერთი არ გამწირავს კაცსა შენგან გასაწირსა.
სწორედ ჩვენზეა დაწერილი ეს სტრიქონები.
ეს ისტორიული მონათხრობი რომელიც ერთმა მეწისქვილემ მიამბო აბუციძე თუ ლაცაბიძე იყო გვარად მგონი. ამ ადგილს ჩალხევი ჰქვია, ზოგნი კორბულასაც უწოდებენ რომელია სწორი არ ვიცი ანდა რა მნიშვნელობა აქვს ჩჲლხევია თუ კორბაულა.
ამ წისქვილში მოკლეს ბაბუაჩემი ალექსი ყაჩაღებმა, ადრე ამის დაწერა და შედგენა ვერ მოვახერხე უდროობის გამო, კინოს გადამკიდე პრაქტიკულად დრო არ მქონდა, დღეს რომ ხევსურეთში ვიყავი ხვალ კახეთში გახლდით, შემდეგ თუშეთში, ან რუსეთში ან სულაც საზღვარგარეთ ამოვყოფდი თავს. ადრინდელი ჩანაწერებიც დაკარგული მქონდა დღეს კი შემთხვევით ვიპოვე გარდა ამისა ინფორმაცია მწირი მქონდა არადა დედაჩემი ცოცხალი მემატიანე იყო, ზუსტად იცოდა ვინ ვისზე იყო დაქორწინებული ვინ ვისზე იყო გათხოვილი რამდენი შვილი ჰყავდათ და რომელ სოფლებში ცხოვრობდნენ. ყველასთან იყო ნამყოფი ცხონებული, მე ეს შანსი ხელიდან გავუშვი და თავსატეხი გავიჩინე, დავიწყე ინფორმაციის დაგროვება, ჩვენმა თაობამ ხომ არაფერი იცის ან სულაც არ აინტერესებთ და თუ იციან ისიც 2-3 თაობას თუ გასწვდება, იმის იქით არაფერი ახსოვთ და არც იციან, ისინიც ხომ ჩვენი სისხლი და ხორცია.
ზოგიერთნი მეუბნებიან ნეტავი შენ მეტი საქმე არ გაქვს რას წვალობ ჩვენცა რა ბაგრატიონების შთამომავლები ვართ თუ რა?! ნურას უკაცრავად მათთან მაგრამ მიიხედ-მოიხედონ და თავად დარწმუნდებით, არც იმათზე ნაკლებები ვართ ჩემო ბატონებო.
1956 წელია ახალი ჩამოსული ვარ სამხედრო სამსახურიდან, ოთხი წელი არ ვყოფილვარ სახლში, მომენატრნენ: მამიდა ბიძები ბიძაშვილები მამიდაშვილები უწლეველები იქაური გოგო-ბიჭები და ა,შ, ზაფხულია დავადე თავი და წავედი. სახლში ყველას უხაროდა ჩემი ჩასვლა, საღამოობით ჩამოვსხდებოდით მარია მამიდას სახლის უკან წისქვილთან კაკლის ხის ქვეშ სიგრილეში და მომდევნო კვირის გეგმას ვსახავდით საიდან დაგვეწყო და რითი დაგვემთავრებინა, დამთავრება კი როგორც წესი ქეიბით მთავრდებოდა. ლაპარაკ ლაპარაკში მთელი კვირის გეგმა დავადგინეთ, მარია მამიდა თონეშჳ ლობიანებს დააცხობს, ლენია კეცებში გემრიელ და ლამაზ მჭადებს გამოაცხობს, ბორია ტყიდან ნიყვის სოკოს მოიტანს და მოამზადებს, ღვინო გიორგი გემიაშვილისა ან ბელედიასი სჯობია, სუფთა წვენია სთქვა უშანგიმ. ჩვენ არ მოგვცემენ შენ უნდა ივარგო შენ ხომ იმათი ბატკანი ხარ. დილით ჯერ კიდევ ქეთოს შაქრიანი ღვინით ნამთვრალევუ ლოგინში ვგორაობდი, ბიცოლაჩემი ქეთოს ჭახჭახმა და წყევლა-კრულვამ გამომაღვიძა, აბა მაგან იცოდა ცხრა სართულიანი წყევლა, აი ტოლი არ ჰყავდა ყოში. ნამდვილი სახალხო არტისტი იყო ცხონებული.
ბიჭებს ეჩხუბებოდა დაიკარგეთ აქედან დააძინეთ ეგ ბიჭი, წუხელის ისე დაათვერით ლოგინამდე ძლივს მივიყვანე. ერთი სიტყვით ბიჭები შემოცვივდნენ ოთახში და წამომაგდეს ნიფხავ-პერანგის ამარა, ჩქარა წავიდეთ სანამ თევზი საძოვარზეა, მეტი რა ჯანი იყო, მეც ავდექი და ტრუსიკში ფეხშიშველი გავყევი ბიჭებს, მივუყვებით ფრონეს ხეობით, მივადექით ჩოხევის წისქვილს ამ ადგილს ზოგი კორბაულასაც უწოდებს რომელია სწორი არ ვიცი. წისქვილის კარებში იდგა მაღალი ხმელ-ხმელი თეთრწვერა მეტად სიმპატიური ბერიკაცი, მოგვესალმა ყველას, მერე მე დამაცქერდა დაჟინებით ჰა კიდევ დაგრჩათ თევზი ფრონეში სამერმისოდ.?!
თქვენ ყველას გიცნობთ რა ვაჟბატონებიც ბრძანდებით აი ამას კი იერითა და გუმანით ვხვდები, იერი მთლად ჩვენიანი უნდა იყვეს რაღაც ნაღვლიანი კილოთი ჩაილაპარაკა ბერიკაცმა ვიღაც მომაგონა ამ ბიჭმა ჩვენიანებიდან. წისქვილში შეგვიპატიჟა თვითონ კი გავიდა ფრონეში ჩასაცივებლად ჩადგმული დოქი შემოიტანა ჩამოასხა ჯამში ღვინო, ღმერთი ახსენა და დალია. ბიჭებმა აუხსნეს ვინც ვიყავი აკი ვიღაც მომაგონა მეთქი, თუ ცოტას მოიცდით ჩემი შვილიშვილებიც მოგვისწრებენ რამეს მოგვიტანენ. დამთავრებული არ ჰქონდა სიტყვა კარებში გამოჩნდა გოგო და ბიჭი, გოგოს პატარა კალათი ეჭირა ბიჭს კი დიდი დოქი, ბიჭი და გოგო მოგვესალმა მოიკითხეს თბილად ბიჭები. ამათ ყვეკას იცნობთ ეს კი ჩვენი ნათესავია თბილისიდან მაჩაიძე. მამაჩემის მეგობრის და ნათესავის შვილიშვილია ლექსო მაჩაიძის, დააკონკრეტა ბერიკაცმა. გოგო ვაჭრის თვალით დამცქეროდა მე შემრცხვა და კალათა ავიფარე მუხლებზე, გოგოს გაუღიმა და გვერდზე გაიხედა ბერიკაცმა.
თამროს შეხედა ვნახოთ რა მოგვიტანეს შვილიშვილებმა, თამრომ კალათიდან სანოვაგე ამოალაგა და ცდილობდა ტაბლა მაგიდაზე ლამაზად დაელაგებინა. ერთი სიტყვით გაიჭალა პურმარილი. ბერიკაცს უხაროდა, მხიარულობდა, ხშირად თვალი თამრიკოსკენ გამექცეოდა ხოლმე ეს კი ბერიკაცს შეუმჩნეველი არ დარჩა, დამაცქერდა, მერე თამროსკენ გაიხედა და ნახევრად ხუმრობით თითქოს თავისთვის წარმოთქვა ნაღვლიანად, ვაი რომ ნათლიმირონობა თორემ, იორდანე მაჩაიძისა და მაია ამილახორის შვილისშვილი სასიძოდ არ დაიწუნება. თამრომ ბაბუას მრისხანე თვალები შეაგება ძმა ცოტა აგრესიული ღიმილით დამაცქერდა, მუქარა ვიგრძენი ღიმილში.
ბიჭმა აიღო ჯამი, ღვინო ჩამოასხა, გაცნობის სადღეგრძელო შესვა, ამათ ყველას ხშირად ვხვდები შენ კი სტუმარო ვნახოთ როგორი სასიძო ხარ, ვითომდა იხუმრა ბიჭმა, ბერიკაცმა ბიჭებს სთხოვა ეს ბიჭი დღეს აქ დამიტოვეთ ხვალ კი შვილიშვილები ჩამოიყვანენ ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი და გამოსაკითხავი, რა ჰქონდა განზრახული ბერიკაცს ვერ მივხვდი და ფარულმა შიშმა შემიპყრო...
მე კატეგორიულად ვიუარე, აუცილებლად უნდა წავიდე ბიჭებთან ერთად, საქმე გვაქვს ერთად მოსაგვარებელი ხვალ კი ამოვალთ აუცილებლად დამშვიდობებისას შევახსენე: ხვალ აქა ვარ, კარგიო მითხრა გულდაწყვეტილმა. ადრე ამოდი არ მომატყუო ქალაქელებმა ბევრი ტყუილი იციან. მე კი ბევრი ამბავი მაქვს მოსაყოლი შენს წინაპრებზე. დილით ძილში გიორგი გემიაშვილის ხმა ჩამესმა მძინარეს, სძინავს ბიჭსა? სძინავს უთხრა ქეთომ, მხარზე მძიმე ხელი ვიგრძენი, გაიღვიძე ძილისგუდავ გაივსო ხალხი ღვთის წყალობით და მადლით. მეც ავდექი ჩავიცვი, გადამხვია ხელი და შინისაკენ გამიძღვა, ეზოში მამიდაჩემი მარია ფუსფუსებდა, შენ გენაცვალოს მამიდა მოდი შვილო ლენია აივანზე სუფრას შლიდა სადა ხარ ბიჭო, გიორგიმ მომკიდა ხელი და მარანში შემიყვანა, მოხადა ქვევრს თავი ჩაყო ორშიმი, ამოიღო ღვინო, პირჯვარი გადაიწერა,, ღმერთი ახსენა და სულმოუთქმელად დალია. მეორედ ამოიღო და მე მომაწოდა, მეც გადავიწერე პირჯვარი და დავლიე, გიორგი, ამ დილით ადრიანად არ დამითრო ბიჭი, გამოდით, წავიდეთ, ერთი სული აქვს მამიდაჩემს გულში როდის ჩამიკრავს. ავედით აივანზე შემოვუსხედით სუფრას გიორგი, მამიდა, ლენია და ბორია.
ცოტა რომ წავიხემსეთ ავდექი წავედი. ჩულხევის წისქვილში ვარ წასასვლელი პირობა მივეცი მეწისქვილეს დილით ამოვალ მეთქი. გიორგიმ გამომაცილა, გზაში მითხრა წელს შენს სახელზე ერთი ქვევრი ღვინო უნდა დავწურო, ამოდი და სვი რამდენიც გინდა, ნუ სვამ იმათ შაქრიან ღვინოს საწამლავია, ეს კი წამალია,. გზიდან ქეთოპს გავძახე ბიცოლა მე ჩალხევში მივდივარ თუ დამაგვიანდეს შენებურად სოფელი არ შესძრა ბიჭი დაიკარგა ჩქარა მოძებნეთო. წისქვილში რომ მივედი ბერიკაცი კარებში იდგა და გზას გზას გამოსცქეროდა, გადავედი ბოგირზე, მოხვედი? შემობრძანდი.
წისქვილში შვილიშვილები დამხვდნენ, თამრო სუფრას აწყობდა, ბიჭი შამფურზე წამოცმულ კალმახს კაკლის ფოთლებში ახვევდა და ბუხარში სწვავდა, მივესალმეთ ერთმანეთს. სუფრა გაწყობილია გთხოვთ დაბრძანდით მაგიდასთან, გადამეტებული ზრდილობით წარმოსთქვა თამრომ და მე მომაშტერდა, შემოვუსხედით სუფრას, სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ დოლაბებისა და სარეკელას ხმაური ისმოდა. ჩემთვის ვფიქრობდი აბა არ დათვრე ცოტა დალიე ღვინო რამე სისულელე არ ჩაიდინო. მგონი მართლა სიძეობას მიპირებენ ესენი. თამროს შევხედე და ტანში ელექტრონმა გამიარა, ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა თუმცა ამის რეალური საბაბი ჯერ არ არსებობდა. ბერიკაცმა წვრილად გამომკითხა ყველაფერი, რას აკეთებს მამაჩემი რას საქმიანობს დედაჩემი, რამდენი დედმამისშვილები ვართ, მამაშენი კიდევ დიდი კაცია? აქ ფერსატჳსა და ბარდათის საბჭოს თავჯდომარე იფო, ყველას უყვარდა სოფლელებს, ყოველ ავლაზე და ჩამოვლაზე აუცილებლად შემოირბენდა ხოლმე ჩვენთან სანახავად ალალი და სამართლიანი კაცია, მხოლოდ ოსებსა და სომხებს არ უყვარდათ, ჩალიან მკაცრი კაციაო ამბობდნენ, ერთ გოჯ მიწავს არავის დაუთმობდა უკანონოდ. ისინი კი იტაცებდნენ მიწებს - დასახლდებოდნენ აგებდნენ მიწურებს, ლენინმა თქვა მიწა გლეხისააო თქვენი წირიმე, ჰოდა ჩვენია მიწა ლენინმა გვაცუქა ჩვენიაო.
შენ თვითონ ალბათ სწავლობ სტუდენტი იქნები, მეც ყველაფერი ვუამბე წვრილად, კინოსტუდიაშჳ ვმუშაობ რეჟისორის ასისტენტი და იქვე ვსწავლობ კურსებზე სტუდიაში.. ბერიკაცი ვერ მიხვდა რეჟისორის ასისტენტი ვინ იყო და თამრიკოს მიაცქერდა, თამრო შეეცადა აეხსნა თუმცა მივხვდი თვითონაც ვერ ერკვეოდა კარგად, მე შემომხედა, რეჟისორის ასისტენტი თანამდეობაა ასეთი, ნიშნავს რეჟჳსორის მოადგილეს? კითხვის ნიშნით შემომხედა, ხომ სწორად ავუხსენი? ჰო კარგია, ბიჭმა ჯამი შეავსო, დაგვლოცე ბაბუ თორე გაგვიშრა ხახა, იხუმრა ბიჭმა. ბერიკაცმა იუარა, მე არა დღეს ქალაქელი სტუმარი იყვეს ტოლომბაში ვნახოთ როგორი ტოლომბაშები არიან ქალაქელები?! ბერიკაცი ხან მე შემომხედავდა ხან თამროს ხან ბიჭს, თამრომ ბოდიში მოიხადა მწირი პურმარილისათვის. აქ ასე იქვეს, შემდეგში სახლში რომ გვეწვევი იქ სულ სხვა იქნება, თუ გვიკადრებთ რა თქმა უნდა. ბერიკაცმა შენიშნა - რომ ეპოატიჟები სწორია და მომწონს უცხო კი არ არის ჩვენიანია, ეგ ჯინჯილები რომ გიკეთია, ყელზე მიუთითა, ვერცლის სამშვენისებზე და არ იშორებ ყელიდან ამის ბაბუის მამის ნახელავია, ნათლი მირონობა თორემ მერამდენედ ამბობს ბერიკაცი.
შენ რას იტყვი თორნიკე - ჰო მობრძანდეს და თავს არ შევირცხვენთ მობრძანდით ბატონო. ბერიკაცმა ღრმად ჩაისუნთქა - ამოიყვანე მამაშენი და ბიძაშენი გიორგი და მობრძანდით მარიამობას სტუმრად, გამეხარდება მამაშენის ნახვა ეხლა კი ჰო მახე იგება გავიფიქრე, რად ეპატიჟებიან მამაჩემს და გიორგის?
ფრთხილად იყავი ბიჭო ფრთხილად, ბიჭმა ჯამი შეავსო და ბაბუას მიაწოდა, დაგვლოცე ბაბუ. გამოართვა სასმისი ბერიკაცმა, ღრმად ამოისუნთქა პირვჯავი გადაიწერა - გაანათლოს! ბაბუაშენი ლექსოს სული ღმერთმა, ამ წისქვილში მოჰკლეს ყაჩაღებმა, ტყეშჳ იყო წასული შეშაზე, აქეთ ტყეში შეშას ტვირთავდა ურემზე, უცებ ღრიალით მისკენ მორბოდა დათვი ბელთან ერთად, იერიში მიიტანა ლექსოზე, გამოშვებული კამეჩები დაფეთდნენ და იერიში მიიტანეს დათვზე, ამით ისარგებლა ლექსომ მივარდა დათვს და მამმისის გამოჭედილი ნაქონი სატევარი აძგერა დათვს, შეშას თავი მიანება დადო დათვი ურემზე და მოგავდგა წისქვილში, ერთი ბარკალი ამოაჭრა გაატყავა თხილის შამფურებზე წამოაცვა და შესწვა მწვადები, სხვა გლეხებიც იყვნენ წისქვილში.
უჭველებელიდ დათვი იყო, მასეთი დიდი დათვი ჩვენს მხარეში არავის უნახავს, ან კი როგორ დადო ურემზე იმხელა დათვი, თუმცა რა იშვიათი ძალის პატრონი იყო ცხონებული, არავის მასთან ჭიდაობა არ უნდოდა, ყველა გაურბოდა, ამბობდნენ ხეიბრად დარჩენა არ გვინდაო! ამ წისქვლში მოკლეს ყაჩაღებმა ცხონებული, გასისხლიანებული რომ დავინახე დავფეთდი, რა იყო ლექსო, დაჭრილი ხარ, თუ რა მოხდა ვინ იყვნენ სად მოხდა? სოფელს შევატყობინებ. ვჭამეთ მწვადები, დავლიეთ ღვინო, გლეხები სოფელშჳ წავიდნენ, ჩვენ მივაწექით და დავიძინეთ, ჯერ მამალს არ ეყივლა რომ ფრონეში ცხენების ფეხის თქაფათქუფმა გამოგვაღვიძა. ლექსო მივიდა კარებთან და შეჩერდა, დაინახა ათიოდე ცხენოსანი დროგით. მოადგნენ კარებს ერთი მივიდა ლექსოსთან, აბა ფქვილის ტომრები გამოიტანე და დროგზე დაგვილაგე, ჩქარა, გვეჩქარება. ლექსომ დაყვავებით სცადა, ქრისტიანებოი ნუ იზამთ მაგ საქმეს ღმერთი აუცილებლად დაგსჯით, აგერ ურემზე დათვია წაიღეთ ღმერთმა შეგარგოთ, ფქვილს კი თავი დაანებეთ - ჩქარა ფქვილის ტომრები! გვეჩქარება. და გაიწია წისქვილში შესასვლელად, ლექსო არ გაიწია კარიდან, მაშინ ყაჩაღმა ხმალი იშიშვლა და მოუქნია ლექსოს, ლექსომ აიცდინა მოქნეული, ხმალი დაუხვერდამ მამამისის სატევარი და ყაჩაღი შუაზე გასჩეხა, მაშჳნ სხვები მისცვივდნენ ლექსოს, ლექსომ სამი ყაჩაღი კიდევ გასჩეხა, დარჩენილებმა თოფები დაახალეს და ლექსო გულაღმა დაცხრილული ზურგზე დაეცა და სული განუტევა. დარჩენილები სწრაფად შესხდნენ ცხენებზე და სასწრაფოდ გაეცალნენ აქაურობას. დავდე ურემზე ლექსო და ჩავიყვანე ალში, შვილები სასწრაფოდ შეიარაღდნენ და წავიდნენ იმათ საძებრად მაგრამ კვალს ვერ მიაგნეს.
ეხლა კი დროა მოგიყვე როდის როგორ და რანაირად ჩამოვიდნენ რაჭიდან მაჩაიძეების დიდი ოჯახი, ეს კი ამგვარად მომხდარა, ყველაფერი კარგიც და ცუდიც ამ დაწყევლილ წისქვილში ხდებოდა. XVIII საუკუნის მიწურულს ენკენისთვეს ანუ სექტემბერის თვეს წისქვილს ათიოდე ჩარდახიანი ურემი მოადგა, მამაკაცები ცხენებზე დედაკაცები და ბავშვები ურმებზე თივაზე იწვნენ, ბაბუაჩმეი მღვდელი იყო და მამაჩემიც მღვდელი. წისქვილშჳ ბაბუაჩემის ძმაკაცი იყო, ბაბუაჩემი გელათიდან დაბრუნებული დაღლილი ისვენებდა წისქვილში. ბაბუაჩემის ძმას გაუღვიძებია ბაბუაჩემი, ვიღაც მგზავრბეი არიან, გავხედოთ რაღაც უჭირთ ალბათ, ბაბუაჩემი მიეგება მგზავრებს, შვილნო ჩემნო ვინ ხართ საიდან მოდიხართ და საით მიემგზავრებით რამე ხომ არ გიჭირთ? რითი შეგვიძლია დაგეხმაროთ ასე დედაბუდიანად რომ აყრილხართ გეტყობათ შორიდან მოდიხართ, მიმართა ყველაზე ხნიერ კაცს იორდანეს მამას ამბერკოს.
დიახ მამაო, შორიდან გახლავართ, რაჭველები ვართ წისქვილი რომ დავინახეთ შევჩერდით ვიფიქრეთ ვინმე ქრისიანები იქნებიან და დაგვეხმარებიან. გვარი არ გაუმხილეს იორდანეს, მამამ ამბრეკომ მოკლედ მოუთხრო, ჩვენ ლტოლვილები ვართ, გამოქცეულები რაჭიდან, ბაბუამ შეიპატიჟა ამბრეკო წისქვილში და დაუწყო დაკითხვა, შვილო ჩემო ამბრეკო აღსარება ჩამაბარე, არაფერი დამიფარო. ამბრეკომ ჩააბარა აღსარება, არაფერია თქვენ ხომ არ გინდოდათ, ღმერთი შეგინდობთ მაგ მძიმე ცოდვას, თქვენ განზრახული ხომ არ გქონდათ? თავის დასაცავად მოქმედებდით, ეხლა მითხარით რითი დაგეხმაროთ? მესამე დღეა გზაში ვართ, საგზალი შემოგველია, იქნებ ორი სამი ტომარა ფქვილი მოგვყიდოთ სანამ სხვას ვიშოვით. ან ფულად ან აგერ თავისუფალი ჯორას საფასურში ბაბუამ ძმას უთხრა სამი ტომარა ფქვილი მიეცი- ეგ ფული და ჯორა თქვენთვის შეინახეთ, გამოგადგებათ სხვა რამეში. რაც შეეხება ადგილს სად გაჩერდეთ წავიდეთ და გიჩვენებთ. გამოვიდა წისქვილიდან შეჯდა ჯორზე წამომყევით და დროებით ადგილს სოფლის ბოლოს გიჩვენებთ. ყველანი დაიძრნენ უწლევისაკენ, მივიდნენ უწლევში ეკლესიასთან შეჩერდნენ. სოფელ უწლევში მაშინ 10 კომპლი თუ ცხოვრობდა. ბაბუა ჩამოქვეითდა ჯორიდან, იხმო ერთი ბერი, მოიკითხა, ყველა სხვებიც მოვიდნმენ. ბაბუამ მღვდლებს და ბერებს სთხოვა, სათხოვარი მაქვს თქვენთან, იმედია თხოვნას შემისრულებთ, ეს კეთილი ხალხი დიდი ოჯახია რაჭველები ლტოლვილები, დახმარება სჭირდებათ, ჩვენი ვალია დავეხმაროთ დროებით ურმები ეკლესიის მუხების ქვეშ დააყენეთ, ქალები და ბავშვები საკნებში დააბინავეთ დროებით, არ დაცივდნენ კაცები კი როგორმე მიხედავენ თავს დროებით სანამ სხვა რამეს მოვიფიქრებთ და გადავწყვეტთ. თქვენ სოფელს მიაშურეთ დროებით, სოფელს შეატყობინეთ ამათი ამბავი, შემდეგ ამბრეკოს მიმართა, დღეს მწუხრის სირვალოცვაზე მოდით ხვალ კი ალიონის წირვა ლოცვას.
წირვა ლოცვის შემდეგ კი ვილაპარაკოთ რა და როგორ მოვაგვაროთ თქვენი სატკივარი. დილით წირვა ლოცვის შემდეგ მიმართა მრევლს, ეს პატიოსანი ოჯახი ლტოლვილები, რაჭვალები არიან, მოგვმართეს თხოვნით დახმარებას ითხოვენ ჩვენგან როგორც ქრისტიანებისაგან, ჩვენი ვალია რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ მერე კი ფეხზე რომ დადგებიან აქეთ დაგვეხმარებიან, რას იტყვის მრევლი, და სოფელი მივხედოთ და ღმერთი შეგვეწევა ყველას დაიჭალა ხალხი ცოტა ხნის შემდეგ, ეკლესიისაკენ დაიწყო სოფელმა დინება, ზოგს თხა მოჰყავდა ზოგს ცხვარი, ინდაური, ქათმები, გოჭი, ბატები, ზოგს ტომრებით ფქვილი, გოდრებით რაღაც, ძროხა, ერთი სიტყვით დაგროვდა ხვავი და ბარაქა, ბაბუამ მღვდელს სთხოვა ეს ყველაფერი დროებით დააბინავეთ მერე კი ბეღელი ავუშენოთ და იქ გადაიტანეთ ყველაფერი, ის ტერიტორია ეკლესიას ეკუთვნოდა, ბაბუამ გელათიდან ნებართვა აიღო სამოსახლოდ მიწის გამოყოფაზე, პირველად ბეღელი და გომური ააგეს, შემდეგ სამჭედლო მთელი სოფელი მუშაობდა, დიდი და პატარა, ქალი და კაცი. იმ დროს სოფელში 10-12 კომლი ცხოვრობდა, ბაბუამ ახალგაზრდა ბერი იხმო ადი სოფელში ფოფოდიასთან და უთხარი ერთი ძროხა და თხა გამოგატანოს ჩამოიყვანე ამბრეკოს ჩააბარე ღვთის წყალობაათქო. წირვა ლოცვის შემდეგ ბაბუამ იხმო ამბრეკო, დღეს სადილად გვეწვიე ჯალაბობით, სადილად იქ გადავწყვიტოთ თქვენი ყველა პრობლემები. დათქმულ დროს ახალგაზრდა ბერი მივიდა ამბრეკოსთან და წაუძღვა ჯალაბობას ბაბუაჩემის სახლისაკენ ჩალხევში, ეზოში ფოფოდია მიეგება, წესისამებრ აივანზე ჩამოართვა იარაღი სტუმრებს და მიიპატიჟა სახლში, ქალები და ბავშვები გადაჰკოცნა მოიკითხა დალოცა, მიუსხდნენ მაგიდას, ბაბუამ გვერდზე მოისვა ამბრეკო და სთხოვა დღეს ტოლიმბაში შენ იყავი ჩემი ტოლიმბაშობა დღეს არ შეიძება თანაც ვნახოთ როგორი თამადები არიან რაჭველები, როგორი ქეიფი იცით როგორი წესით უძღვებით სუფრას, ამბრეკომ იუარა მაგრამ ბაბუამ თავისი გაიტანა, დაიწყეს ქეიფი ბაბუამ მამაო ჩვენო წაიკითხა ახსენა ღმერთი დალოცა ოჯახი და შესვა სადღეგრძელო. სადილის შემდეგ ბაბუამ ამბრეკო აივანზე გაიყვანა მოისვა გვერდით, აბა შვილო ჩემო ამბრეკო აღსარება ჩამაბარე და მომიყევი ყველაფერი როგორ მოხდა, არაფერი დამიფარო. ამბრეკომ დაიწყო მოყოლა, როგორც ადრე მოგახსენეთ ჩვენ რაჭველები ვართ სოფელ ჭიბრევიდან, მთელი ჩვენი დიდი ოჯახი ვცხოვრობთ პატიოსანი შრომით, ვართ ხელოსნები სახლის მშენებლები, დურგლები, კალატოზები, მლესავები, მჭედლები და სხვა. ქალები მქსოველები, მკერავები, მქარგავები, ერთ დღეს ტყიდან შინ ვბრუნდებოდით ურმებით მორები მოგვქონდა და სახლების ასაშენებლად საურმე გზაზე წინ ერისთავი შემოგვეყარა, გამატარეთ უნდა გავიაროო, გზა საკმაოდ ფართე იყო და თავისუფლად გაივლის ცხენი ჩვენ კი ჩვენი გზით წავიდეთ არა გამატარეთ თავისუფალ გზაზეო გაჯიუტდა, გადაყარეთ ურმები ხრამში ჩქარა.
ვეხვეწეთ ნუ დაგვღუპავთ ბატონო, ამას ვერ ვიზამთ დავიღუპებით. ერთი ავყია კაცი იყო როგორ მიბედავთ ურჩობას მე თქვენ გიჩვენებთ როგორ უნდა ურჩობა, დაგვიწყო მათრახით ცემა თქვე უნიფხვო ტილიანებო მათრახი ხმლით შეცვალა იშიშვლა ხმალი და ჩემს ძმას ხელი მოჰკვეთა მხარში, ამის ატანა ვეღარ შევძელით ვტაცეთ ხელი და ხრამში გადავუშვით ცხენიანად. ავედით სოფელში სასწრაფოდ მოვკრიფეთ რისი წამოღებაც შევძელით, გამოვეშურეთ აქეთკენ გზაში მკლავ მოკვეთილი ძმა გარდაგვეცვალა და იმერეთში მივაბარეთ მიწას. ასე იყო ჩემო ბატონო თქვენ რომ არა რა გვეშველებოდა არ ვიცი, გეშველებათ შვილო ამბრეკო მხოლოდ სულით ნუ დაეცემით, გამაგრდით ილოცეთ შვიდ გზის ლოცვები, იარეთ ეკლესიაში ალიონზე და მწუხრზე და ღმერთი შეგეწევათ კურთხევით და წყალობით. ყველანი წასულები იყვნენ ამბრეკო მიაცილა ჭიშკრამდის უკვე შუაღამე იყო შეჯდა ცხენზე და სამოვიდა უწლევისაკენ.
ბაბუაჩემმა ეს ყველაფერი საეკლესიო წიგნში ჩასწერა და მწიგნობარ ბერს სთხოვა წიგნი საიმედოდ შეინახეო. მიმდინარეობდა მშენებლობები სახლების ბეღლების გომურების, მალე ააგეს სახლები სოფელი ეხმარებოდა მშენებლობაში დიდიან პატარიანად. ბაბუა ხშირად მიდიოდა ამხნევებდა ლოცავდა აკურთხევდა მამაჩემთან ერთად, ოჯახმა მალე ააგო ბინები და საახალწლოდ შესახლდნენ ბინებში, იზრდებოდა იორდანე დავაჟკაცდებოდა და მამაჩემს ძალიან შეუყვარდა მშრომელი დინჯი იორდანე, ამბრეკოს სთხოვა მომეცი იორდანე მისგან ძალიან კარგ მღვდელს დავაყენებ ამაზე კარგი საქმე რა იქნებაო, ამბრეკომ უთხრა კარგი საქმეა მაგრამ ვშიშობ იორდანე არ მოინდომებს, ნუ ვიჩქარებთ მამაო, ვნახოთ ვადაროთ და დრო გვიჩვენებს და გვიკარნახებს, ასე და ამრიგად სოფელი მრავლდებოდა იზრდებოდა იორდანეც იზრდებოდა სოფელთან ერთად. გავიდა რამდენიმე წელი ვაჟკაცდებოდა იორდანე, მის დანახვას არაფერი არა სჯობდა, მაღალი ტანწერწეტა დაკუნთული ძვალმსხვილის ფოლადის ძარხვებით და კუნთებიანი იორდანე სოფლის საყვარელი კაცი გახდა. ყველას ქომაგი და პატრონი იყო, არიქა იორდანე თოხი გამომიჭედე ბარი გადატყდა ქვაბს ძირი გავარდა, კამბეჩებს ნალები ასძვრა, ცხენი დამიჭედე, ვალდებულად სთვლიდა თავს, თავის დროზე სოფელი ხომ ეხმარებოდა ცხოვრების მოწყობაში. სოფლელებს ფულს არ ართმევდა მე თქვენი ყველას ვალი მაქვს, გავიდა კიდევ რაღაც დრო და გახდა იორდანე თექვსმეტი წლის, ერთ დღეს იორდანემ აჰკიდა ჯორს საფქვავი და წავიდა წისქვილში საურმე გზაზე გაუსწრო ჩარდახიან ურმებს და დროგებს საიდანაც ტირილი და გმინვა ისმოდა ცხენებზე ამხედრებული ცხენოსნები ყაბალახით სახე ახვეულები მიჰყვებოდნენ. იორდანე მივიდა წისქვილში დახვდა მამაჩემიც, ამასობაში მგზავრებიც მოვიდნენ წისქვილთან ტყეში უშველებელი კაკლის ძურში დუქანი იყო იყო, ისინიც იქ მივიდნენ გამოუშვეს ხარკამეჩები ურმებიდან და მიუჯდნენ მაგიდებს პურის საჭმელად იორდანე მამაჩემს დაეკითხა მამაო რაღაც არ მომწონს ეს ხალხი ამდენი გოგო ბიჭებით დატვირთულ;ი ურმები და დროგები ვინ უნდა იყვნენ ავი რამ აზრები ამეშალა წავალ გავიგებ იქნებ რამე გავიგო კიდეცა მე წავალ შვილო შენ კი აქ დამიცადე გარეთ არ გამოხვიდე თუ რამე იქნა დაგიძახებ. დაბრუნდა მამაო მითხრეს სატირალში მივდივართ იმერეთშიო. ამ ლაპარაკში იყვნენ რომ დოლაბები გაჩერდა მიდი ნახე რა ხდება იორდანე მივიდა იატაკს სახურავი ახადა ჩაიხედა და უკან დაიწია, ფუი ეშმაკს ღმერთო შენ გვიშველე - მამაო! დოლაბების საბრუნავ ღერძს ახალგაზრდა გოგო შემოხვეოდა ჩასწვდა იორდანე გოგოს და ამოიყვანა ზევით, გოგო ტიროდა და თან იორდანეს ეხვეოდა ეპოტინებოდა მამაომ მოჰკიდა ხელი გოგოს მიეფერა და ჰკითხა საიდან მოხვდი წისქვილის ქვეშ თავს ხომ არ იხრჩობდი შვილო, მითხარი რამ გადაგაწყვეტინა თავის დახრჩობა რა შეგემთხვა ასეთი მითხარი აღსარება დაგეხმარები მე მოძღვარი ვარ ეს კი მონა ღვთისა ჩვენი სოფლის ქომაგი და მჭედელი იორდანე. გოგო შეეცადა რაც შეიძლება ყველაფერი ეამბნა დაწვრილებით მე მამაო ქსნის თავადების ამილახვრიანთ ასული ვარ სურამიდან დანარჩენი გოგობიჭები სხვადასხვა სოფლებიდან არიან მოტაცებულები, ორი დღეა გზაში ვართ მშივრები ესენი კი ყაჩაღები არიან თქვენ რომ მოხვედით ყაჩაღებთან მე დრო ვიხელთე და გამოვძვერი ურმიდან და წისქვილს მივაშურე ღარზე რომ გადმოვდიოდი ფეხი დამიცდა ღადარში ჩავვარდი წყალმა წამიღო წისქვილის ქვეშ. ამ სიტყვების გაგონებაზე იორდანე მთლად აენთო ოჰ მაგათი თავისას არ იშლიან უფლისგან დაწყევლილები მაგათი და სატევარზე მოიკიდა ხელი, მოიცა იორდანე და ნუ ჩქარობ, იქნებ გლეხებიც მოვიდნენ და მერე ვნახოთ, ჯერ ამ გოგოს მივხედოთ გავუშრო ტანსაცმელი. თვითონ მამაომ სწრაფად გაიძრო ანაფორა გოგოს მიაწოდა ნაბადი აიღო იორდანეს ჩამოუფარა ნაბადი შვილო შენ კი შვილო გაიძრე ტანთ სველი ტანსაცმელი გაგიშროთ გოგო უარზე იყო გავცივდები შვილო ეგრე და ავად გახდები და რა ვიცით რა სენი შეგეყრება.
გოგო ნაბადში გაეხვია და სველი ტანსაცმელი გაიძრო იორდანეს მიაწოდა შვილო იორდანე ფრთხილად და ნაზად გაუწურე ტანსაცმელი შენი ჯანის პატრონმა სულ არ დაუფლითო. ბუხარს შეშა დააყარე და გაუშრე. იორდანემ ტანსაცმელი გოგოს დაუბრუნა შენ გაუწურე მე კი გავაშრობ გოგომ გასწურა ტანსაცმელინაბდიდან გამოჰყო ხელი და იორდანეს მიაწოდა გაწურული ტანსაცმელი. თვითონ დედიშობილა ნაბადში გაეხვია იორდანემ ბუხარს შეშა დააყარა ბუხრის წინ სველი ტანსაცმელი დაფინა თვითონ კი გარეთ გავარდა მივიდა ყაჩაღებთან მოსთხოვა გოგობიჭების განთავისუფლება ყაჩაღებმა იარაღზე იტაცეს ხელი დუქანი აიშალა ატყდა ორომტრიალი ხმაური გინება და ლანძღვა ყაჩაღები გარს შემოერტყნენ, იორდანე წრეში აღმოჩნდა მიიიხედ მოიხედა იქვე ახლოს უღელი ეგდო მივარდა სტაცა ხელი ერთი ზორბად დააპროწიალა დაუჭჳნა ყაჩაღებს, ზოგი თავგახეთქილი ზოგი ხერხემალში გადამტვრეული ზოგი ხელფეხ მოტეხილი ცვივოდა მიწაზე წისქვილის კარი გაიღო იქიდან ნაბადში გახვეული მშვენიერი გოგო იყურებოდა გოგო ხტუნაობდა სიხარულით იორდანეს ბრძოლას რომ უყურებდა.
მიდი მიდი იორდანე შენ გენაცვალე დასცხე არ გაუშვა გაჰკიოდა გოგო და მზად იყო დედიშობილა გამომძვრალიყო ნაბადიდან და იორდანეს მიშველებოდა რომელსაც ბრძოლა დამთავრებული ჰქონდა ეჭირა ორი ყაჩაღი და ერთმანეთს თავებით ურახუნებდა. ამასობაში ტანსაცმელიც გაშრა გოგომ გადაიცვა ტანსაცმელი და გარეთ გამოვარდა მიირბინა იორდანესთან მოეხვია კისერზე ჩამოეკიდა მხურვალედ ჰკოცნიდა ეფერებოდა მადლობას უხდიდა აღტაცებული დანარჩენი გოგობიჭებიც გამოქანდნენ იორდანესკენ ზოგი ხელებს უკოცნიდა ზოგი მუხლებს. დახუნძლული იორდანე გოგო ბიჭებით მძიმედ დააბოტებდა მაია მიეშვა იორდანეს გოგობიჭებზე მიიტანა იერიში დაეხსენით გეყოფათ არ დამიხრჩოთ ჩემი რაინდი კიდევ დაგვჭირდება გოგოებო გეყოფათ. ის დღე იყო და მაია და იორდანე ცალცალკე არავის უნახავს სადაც იორდანე იყო მაიაც იქვე იყო იკორდანეს გვერდით სამჭედლოში თუ სხვა, მამაჩემმა იორდანეს და მაიას დაუძახა, იორდანე ეს გოგო შინ წაიყვანე ჩემთან, ფოფოდიას უთხარი ჩემს მოსვლამდე უყურადღებოთ არ დასტოვოს გარეთ არ გამოუშვას შენ კი მალე ჩამოდი. შეისვა იორდანემ მაია ცხენზე და ფოფოდიას მიუყვანა და უთხრა რაც მამაომ დააბარა. გავიდა ორი დღე იორდანე ათენ აღამებდა მამაოს სახლის ახლოს ცდილობდა როგორმე მაია გამოეტყუებინა გარეთ - ეს ამბავი კი ფოფოდიას თვალს არ გამოჰპარვია ყველაფერი უამბო მამაოს რა ვქნათ ეს გოგო უნდა ჩავაბაროთ პატრონს იმ დანარჩენ გოგობიჭებსაც უნდა სოფლებში ჩაყვანა და პატრონებს ჩაბარება. მამაომ იორდანე დაიბარა - მივიდა იორდანე მამაოსთან სახლში იორდანე შვილო მოამზადე ურმები და ეს გოგო ბიჭები პატრონებს უნდა ჩავაბაროთ დღეს რაღა იქნება ხვალ მოამზადე ყველაფერი ზეგ დილით წაიყვანე მეც გამოგყვები და მოვათაოთ ეს ამბავი თორემ დრო აღარ ითმენს. იორდანეს კატასავით ეცა გულზე ეს ნათქვამი მამაო სხვას დაავალე ეს ამბავი, მაიას კი ჩემი ხელით ჩაყვანას სიკვდილი მირჩევნია ვერ ვიზამ მაგ საქმეს მაიას ვერ გავუშვებ აქედან რა ვქნა და მაიასაც არ უნდა წას
--------------------
შავგვრემანი სპილოების მომცრო ჯოგი გვიახლოვდება!
Если на заборах и в лифтах стала появляться надпись - «ПОЛОВОЙ ЧЛЕН»,
значит кризис дошел до интеллигенции.