GiluCMS არის პირველი ქართული, სრულყოფილი საიტის მართვის სისტემა (Content Management System), რომელიც ვრცელდება
GNU GPL ლიცენზიით. იგი აბსოლუტურად უფასოა, მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ პირს სხვა და სხვა მიზნებისთვის.
ალბათ პირველი კითხვა რაც გაგიჩნდათ (და სავსებით ლოგიკურიცაა) - რატომ
Gilu? როცა არჩევანი ძალიან დიდია.
ჩემი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო, შემექმნა სწრაფი, უსაფრთხო და მარტივი სისტემა. სამივე ერთად იშვითად ახასიათებს დღეს-დღეობით რომელიმე მოქმედ CMS-ს.
ამჟამად მუშაობა გრძელდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ზუსტი დრო პირველი სრული ბეტა ვერსიის არ არის დადგენილი. რელიზი იგეგმება 2009 წლის ზაფხულის ბოლოს.
საიტის მარტივი სტრუქტურა ასეთია: * ძირითადი კონტენტი არის მოდული. მოდულებს აქვს მხარდაჭერა ჩართვა გამორთვის, ანუ თქვენ მარტივად შეძლებთ მოდულების ადმინისტრირებას.
* პლაგინები არის პატარ-პატარა დამატებები. არაა აუცილებელი პლაგინმა რაიმე შედეგი გამოიტანოს ვებ-გვერდზე, შეიძლაბე მან უსაფრთხოების მიზნით შეცვალოს ძრავში რაიმე თვისებები.
* შაბლონების დამუშავება ხდება მარტივად, საკმარისია იცოდთ მცირეოდენი მარკირების ენა (HTML/CSS) რომ შექმნათ თქვენთვის სასურველი დიზაინი.
რაც შეეხება სხვა სისტემებს, ცოტა ხნის წინ ჩავატერა პატარა ტესტი, ამჯერად ავიღე DLE-ს Template Parser-ი (რადგან დაახლოებით ასეთი სტილის პარსინგს ვიყენებ) და შევეცადე გამეგო რომელი სკრიპტი დაამუშავებდა უფრო სწრაფად გარკვეული რაოდენობის *.tpl ფაილს. შედეგი ასეთია:
GiLuCMS - 30 000 tpl ფაილი, 3 ცდა:
3.1684 + 3.2159 + 3.2714 =
9.6557 წმ
DLE - 30,000 tpl ფაილი, 3 ცდა:
4.2691 + 5.5162 + 3.9228 =
13.7081 წმ
როგორც ხედავთ შედეგი ჩვენს მხარესაა და არა რუსების

(თუ ხართ დაინტერესებული სატესტო ფაილებით შემიძლია მოგაწოდოთ).
როგორც უკვე ავღნიშნე დღეს-დღეობით ძრავზე მიმდინარეობს მუშაობა, შესაბამისად CMS-ის მთლიანი შესაძლებლობების ჩამოწერა ცოტა რთული იქნება, ამიტომ თავს შევიკავებ ამისგან და ახლო მომავალში მოგაწოდებთ ამ ინფორმაციასაც...
თუ რაიმე შემოთავაზება გაქვთ, ან დაინტერესებული ხართ სხვა ინფორმაციით, მოგვწერეთ ჩვენს ოფიციალურ
ვებ-გვერდზე.
ასევე საინტერესო იდეის მოწოდებით თქვენ დაეხმარებით პროექტს განვითარებაში.მადლობთ ყურადღებისთვის!
http://gilu.ge This post has been edited by LRuby on 19 Jun 2009, 22:39