ჩემი კორპუსის უკან საკმაოდ დიდი პარკია და ჩემი აივანი ამ პარკს ზედ გადმოჰყურებს. მთელი უბანი საღაამოობით ამ პარკშია ხოლმე
ჰოდა გუშინ კომპიუტერთან რომ ვიჯექი სამხმიანი სიმღერა შემომესმა და გარეთ გავიხედე,
აივნიდან გადავიხედე
4 ბიჭი იყო თავისთვის ისხდნენ/იდგნენ და ისე მაგრად მღეროდნენ სახლში შემობრუნება აღარ მინდოდა, ის კი არა ლიფტი გაკეთებული რო ყოფილიყო დაჟე ჩავიდოდი მათ ნამღერ აჭარულზეც ვიცეკვებდი და ამოვიდოდი...
მოკლედ ეს ბიჭები თავისთვის ერთობოდნენ, ბაღის სკამზე ლუდი დიდი ბოთლით და ერთჯერადი ჭიქები
თან სვამდნენ თან მღეროდნენ,
თან ისე კარგად მღეროდნენ რო ნუ არ ვიცი ვერ ავღწერ
მთელი სამი კორპუსი აივნებზე იყო გადმომდგარი ვინ საიდან უკრავდა ტაშს ვერ გაიგებდი.
და რისი თქმა მინდოდა, დილით ისეთმა ბედნიერმა გავიღვიძე გეგონება მე მიმღეროდნენო...
თქვენთან თუ ხდება ხოლმე ასეთი რაღაცეები?
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია...