მოკლედ ასეთი ამბავია
არც თუ ისე დიდი ხანია ვარ ბიზნესში, სხვადასხვა თემებში, მაგრამ დიდი შესეგებით ვერ დავიკვეხნიდი. მხოლოდ იმდენს გამოვიმუშავებდი, რაც მყოფნიდა კომფორტული ცხოვრებისთვის, მნიშვნელოვან გარღვევას რაღაცნაირად ვერ ვახერხებდი.
სულ მინდოდა სამშენებლო ბიზნესში გადავსულიყავი, მქონდა რამიდენიმე მცდელობა, მაგრამ სულ რაღაც მიზეზს ვპოულობდი რომ არ დამეწყო. მიზეზები სულ სხვადასხვა იყო, ხან კრიზისი იყო, ხან ვერ მოვიცალე, ხან ფინანსურად მზად არ ვიყავი. მაგრამ ბოლოსდაბოლოს მივხვდი რომ ეს მხოლოდ ჩემს მიერ გამოგონილი მიზეზებია, იმიტომ რომ მეშინოდა დიდი ბიზნესის. ეს იმას არ ნიშნავს რომ საკმარისი ფინანსები მქონდა და მხოლოდ დაწყება მეშინოდა. საერთოდ ძალიან დიდი ბოდვაა რომ ბიზნესის დასაწყებად აუცილებელია საწყისი კაპიტალი გქონდეს. ეს ჩემს პირად მაგალითზეც გამოვცადე და სხვისი ბევრი ისტორიაც ვიცი.
მოკლედ ერთ დღესაც , როცა უკვე დავრწმუნდი რომ მხოლოდ მე და ჩემი შეხედულებები იყო მუხრუჭი ჩემი განვითარების, გადავწყვიტე რომ რაც არ უნდა მომხდარიყო დავიწყებდი სამშენებლო ბიზნესს. იმაშიც უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ ცუდ შედეგზე არ უნდა მეფიქრა, უფრო სწორად მზად უნდა ვყოფილიყავი ფიქსკოსთვის და ამისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი. საერთოდ თუ ამისთვის მზად არ ხარ, ძალიან გაგიჭირდება. ეხლაც ისე შევეჩვიე ასეთ აზროვნებას რომ ზოგს შეიძლება თავქარიანად მოეჩვენოს ჩემი ბევრი გადაწყვეტილება.
მოკლედ რაღაცა უძრავი ქონება გავყიდე, პარტნიორიც ვნახე, ვისაც უფრო მეტი გაგეგებოდა ამ ბიზნესში და დავიწყე პირველ პროექტზე მუშაობა.
გაგრძელება იქნება …