მოკლედ, პირველ რიგში, მინდა აგიხსნათ, რომ ლიფტის მონტაჟი ნიშნავს ცარიელ შახტაში ახალი, ან თუნდაც ნახმარი ლიფტის დამონტაჟებას, და
არა ხუთ თეთრიანი ყულაბის ჩამოკიდებას, ან მერიის პროგრამით 20 წლის წინ ექპლუატაციაგასული ლიფტების რეანიმაციას

ამიტომ მოდერს ვთხოვ ნუ წაშლის ან შეუერთებს ამ თემას.
შემიძლია პასუხი გაგცეთ ნებისმიერ კითხვაზე, რაც სათაურს შეესაბამება.
ამასთანავე, საკუთარ შემოთავაზებასაც დავპოსტავ. (მეეჭვება აქ ვინმე დაინტერესდეს, მაგრამ მაინც

)
ნორმალური ახალაშენებული კორპუსებისთვის, ვისაც გსურთ, რომ კომფორტული, უხმაურო, ლამაზი და რაც მთავარია გამძლე ლიფტი დააყენოთ, და არა თურქული ან რუსული ნაგავი, საუკეთესო ვარიანტია საკმაოდ სერიოზული ჩინური ქარხნის პროდუქტი. ეს ქარხანა უშვებს სიხშირული მართვის სიტემაზე მომუშავე ლიფტებს.
სიხშირული მართვა განაპირობებს კომფორტულ სვლას. განსხვავებით რუსული ან თურქული წარმოების 2 სიჩქარიანი ლიფტებისაგან.
მართვის სისტემა იაპონურია.
ლიფტს აქვს სხივის ფარდები კარებებზე, რათა დაგვიანებული მგზავრს ნეკნები არ ჩაულურჯდეს, როგორც რუსულ ლიფტებშია

უჟანგავი ფოლადის კაბინა. (კარებები მოთხოვნის მიხედვით )
უსაფრთხოების შენელების სისტემები და ასე შემდეგ.
სწორი დაყენების და
ნორმალური მოხმარების შემთხვევაში, საკმაოდ გამძლეა.
ევროპული წარმოების სიხშირულ ლიფტებთან შედარებით, ეს პროდუქტი 50%-ით იაფი ღირს. ხოლო რუსულ ან თურქულ ლიფტებთან შედარებით, 25-30%-ით ძვირი.
მოკლედ, ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეხამებაა.
This post has been edited by თუნგი on 22 Oct 2009, 13:57