#16249642 · 1 Nov 2009, 01:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გავრცელდა ინფორმაცია რომ დაიხურება ეს პროექტი და მზეზე ფეხბურთი აღარ იქნება, არადა არ მინდა რომ ასე მოხდეს, რადგან ქართველებსაც უნდა გვქონდეს ჩვენი ქართული სპორტული არხი, მე და ბევრსაც უნდათ რომ ჩვენს მშობლიურ ენაზე ვუყუროთ დიდ ფეხბურთს, ხო ვიცი რომ ენტევე ფეხბურთი მაღალი დონისაა, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გვქონდეს ესეთი ტელევიზია, და ყველას ვთხოვ რომ დაუდგეს მხარში ამ ტელევიზიას.
კი ბევრი შეცდომა დაუშვეს, ცოტა დაბალი დონეა, მაგრამ ეს პირველი წამოწყებაა ესეთი ტელეკომაპანიის საქართველოში, და შესაძლებელია ყველაფრის გამოსწორება.
და კია არ უნდა დაიხუროს, არამედ ხარისხი გააუმჯობესონ - კომენტატორები უნდა გადაირჩნენ და ყველაზე კარგები აიყვანონ, შეცდომები გაასწორონ, ეს უცხოური ტელეკომპანიების გათიშვების ამბავიც მოაგვარონ და ყველაფერი კარგათ იქნება.
გთხოვთ ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქართული სპორტული არხი, ესეთი არხის არსებობა აუცილებელია როგორც ქართული ფებხურთისთვის და მთლიანად ქართული სპორტისთვის, ასევე ჩვენთვის რომ მშობლიურ ენაზე ვუყუროთ რეპორტაჟებს.
This post has been edited by giorgi_ on 1 Nov 2009, 01:29
|