გლაზუნოვი დაიბადა 1865 წელს ქალაქ პეტერბურგში, ნაწარმოებების წერა დაიწყო 11 წლიდან, ჰქონდა არაჩვეულებრივი მუსიკალური სმენა და მახსოვრობა, კომპოზიციაში ამეცადინებდა რიმსკი-კორსაკოვი და უკვე 16 წლისამ პირველი სიმფონიაც შექმნა, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა ახალგაზრდა კომპოზიტორს. მალევე გლაზუნოვის შემოქმედებით საკამოდ დაინტერესდა ცნობილი მეცენატი მიტროფან ბელიაევი, რომელიც ფინანსურად ეხმარებოდა ახლაგაზრდა რუს კომპოზიტორებს. 1885 წელს ბელიაევმა ორგანიზება გაუწია რუსულ სიმფონიურ კონცერტს ლეიპციგში, ხოლო ერთი წლით ადრე კი მისი დახმარების წყალობით გლაზუნოვმა პირველად დატოვა რუსეთი, ლეიპციგში შეასრულა თავისი პირველი სიმფონია და გაიცნო ფერენც ლისტი (მეორე სიმფონია ლისტის ხსოვნას მიუძღვნა), პეტერბურგში დაბრუნებისას გაწევრიანდა "ბელიაევის წრეში", სადაც აგრეთვე გაწევრიანებულები იყვნენ რიმსკი-კორსაკოვი, ანატოლი ლიადოვი, ბლუმენფელდი და სხვა მუსიკოსები.
1887 წელს გარდაიცვალა კომპოზიტორი ალექსანდრე ბოროდინი, რომელსაც დარჩა დაუმთავრებელი ოპერა "თავადი იგორი" და მესამე სიმფონია, ამ ნაწარმოებების დამთავრებასა და გაორკესტრებას ხელი მოკიდა რიმსკი-კორსაკოვმა და ახალგაზრდა გლაზუნოვმა, გლაზუნოვმა თავისი ფენომენალური მეხსიერების წყალობით შეძლო სრულად აღედგინა "თავადი იგორის" უვერტიურა და რამოდენიმე ფრაგმენტი მესამე მოქმედებიდან, რომელი თავად ბოროდინმა შეასრულა ფორტეპიანოზე სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აგრეთვე გააორკსტრა ბოროდინის მესამე სიმფონიაც.
1890 წლისთვის გლაზუნოვს უკვე შექმნილი ჰქონდა საკმაო რაოდენობის გენიალური ნაწარმოებები და რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიტორი იყო. მის შემოქმედებაში ყველაზე ნაყოფიერი ხანა 1885-1905 წლები იყო, სწორედ ამ დროს შექმნა არაჩვეულებრივი სიმფონიები, ბალეტები "წელიწადის დრო" და "რაიმონდა", კამერული და საფორტეპიანო ნაწარმოებები.
1905 წლიდან ხდება პეტერბურგის კონსევატორიის დირექტორი, სადაც უდიდესი შრომა გასწია, აღზარდა უამრავი დიდი კომპოზიტორი, შოსატაკოვიჩის კომპოზიტორად ჩამოყალიბებაში გლაზუნოვს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
1920 წლიდან გლაზუნოვი ძირითადად მოღვაწეობს, როგორც დირიჟორი და ნაწარმეობების წერას დროს თითქმის აღარ უთმობს. 1932 წელს თავის ცოლთან ერთად მიდის პარიზში, სადაც თავის ბოლო შედევრს ქმნის (კონცერტი საქსაფონისთვის).
გლაზუნოვი გარდაიცვალა პარიზში 1936 წელს, ხოლო 1972-ში პეტერბურგში გადმოასვენეს.
p.s. გლაზუნოვს ეს ბოლო დღეებია ძალიან ხშირად ვუსმენ და თემის გახსნაც გადავწყვიტე, ჰარმონიულად და მელოდიურად უმდიდრესია მისი მუსიკა, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური კომპოზიტორია კომპოზიტორებს შორის.
მოკლედ, თქვენ რას ფიქრობთ ამ კომპოზიტორზე მაინტერესებს, ჩემთვის უკვე ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორია მუსიკის ისტორიაში.
ეს კი გლაზუნოვის რამოდენიმე ცნობილი ნაწარმოები:
- შემოდგომა ბალეტ "წელიწადის დროდან".
- სავიოლინო კონცერტის ფინალი.
- პირველი საფორტეპიანო კონცერტის დასაწყისი.
- "მენესტრელის სიმღერა" ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის.
- მეორე სონატის პირველი ნაწილი.
This post has been edited by weisenhaus on 7 Jul 2011, 02:39