არადა, იაკობმა ამას წინათ მართლაც რომ ბრძნული რაღაცები თქვა. მისგან კი ნაკლებად ველოდები ეგეთ რამეებს.
მეუფე იაკობი - ჩვენ თუ არ შევრიგდით ერი, პარტიებს რომ ვუყურებთ, გადაჩეხავენ საქართველოს - რუსეთს კიდევ რა უნდა? - ჩვენი დაყოფა
https://www.interpressnews.ge/ka/article/56...a-chveni-daqopa01.09.2019
„რუსეთს არც აფხაზეთი სჭირდება და არც ცხინვალის რეგიონი, მაგრამ იმიტომ აკეთებენ ამას, რომ საქართველო ძლიერი არ იყოს. ჩვენ ხომ არ უნდა შევუწყოთ ხელი ამაში? - არ უნდა შევუწყოთ. მაგრამ ხშირად ვქადაგებ იმაზე, რომ აუცილებელია ჩვენი შერიგება. ჩვენ თუ არ შევრიგდით ერი, პარტიებს რომ ვუყურებთ, გადაჩეხავენ საქართველოს. რუსეთს კიდევ რა უნდა? - ჩვენი დაყოფა. ვისაც დაყოფა უნდა, ის ქართულ საქმეს ვერ გააკეთებს. ერთმანეთთან ჩასაფრებულები არ უნდა ვიყოთ.
ჩვენ მსოფლიოს და რუსეთს უნდა დავანახოთ, რომ ღირსეული ერი ვართ და ერთმანეთში მტრობა უნდა დავივიწყოთ, ერთმანეთის ჭამას თავი უნდა დავანებოთ აუცილებლად, გავძლიერდეთ, დავიბრუნოთ ის ტერიტორიები, რაც წაგვართვეს. ასე თუ გაგრძელდა, შანსი არ არის დაბრუნების. ვინც დაკარდა ისინი განიკითხავებ ხელისუფლებას“, - განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.
მისივე თქმით, „წინა ხელისუფლებაც გარეულმა თუ შიგნით ჩაბუდებულმა ადამიანებმა მოატყუეს“. „არ ვთვლი, რომ შეგნებულად გააკეთეს და ტერიტორიების დაკარგვა უნდოდათ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
„ჩვენს პოლიტიკოსებს მინდა ვკითხო, ახლა რომ იძახიან გადმოწიეს, გადმოწიესო, 20 პროცენტი რომ დაიკარგა, მე ჩავაბარე? კი, რუსეთი ამას ნებისმიერ ხელისუფლებასთან იზამდა. არც წინა ხელისუფლებას ვაბრალებ მაგას, არც გამსახურდიას და არც შევარდნაძეს, არც ამ ხელისუფლებას, ამით გვსჯიან, რომ არ ვუჯერებთ და თავისუფლება გვინდა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
რუსეთი უნდა დაინგრეს.