გამარჯობა,
ვიცი არის ასეთი თემა,მაგრამ გამოკითხვა მინდოდა ჩამეტარებინა.
გერმანიის ფედერაციაზე წავიკითხე რაღაცა და ვიფიქრე,შეიძლება საქართველოსაც მორგებოდა სახელმწიფოს ეს ფორმა.
რა პლიუსი შეიძლება ჰქონდეს ფედერაციას?
ფედერაცია შეზღუდავს ძალის კონცენტრაციას სახელმწიფოს ერთ-ერთ წერტილში,როგორც ეს თბილისშია.
ძალაუფლება გაყოფილია ცენტრსა და მასში შემავალ სუბიექტებს შორის,რითიც ისინი ერთმანეთს კონტროლს უწევენ და ურთიერთთანამშრომლობენ.
ფედერაციული სახელმწიფო შანსს იძლევა,ადამიანი უფრო აქტიური იყოს პოლიტიკურად. მოქალაქეს შეუძლია აირჩიოს რუსთაველზე მდებარე პარლამენტის ნაცვლად,ასევე პარლამენტი ფედერაციულ მიწაზე.
პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული შორეულ ცენტრში,არამედ ადგილზევე.
პოლიტიკოსებს შეუძლიათ თავიანთი პროფესიონალიზმი აიმაღლონ ფედერაციული მიწების პარლამენტებსა და მთავრობებში.
რეფორმა შეიძლება განხორციელდეს ერთ-ერთ ფედერაციულ მიწაზე,თუ ის მისაღები აღმოჩნდა,გადაიღებენ სხვებიც და თუ ჩავარდა,მაშინ მხოლოდ მოსახლეობის ერთ ნაწილს შეეხება რეფორის უარყოფითი მხარე.
საქართველოს კუთხეებში ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბდა სხვადასხვა განსხვავებები და ტრადიციები. ცენტრალური სახელმწიფო კი ემსგავსება თავკომბალას,როგორც ეს საქართველოშია. მოსახლეობის 30%-მა თბილისში მოიყარა თავი,რადგან რეგიონები ვერ ვითარდება,რისი მიზეზიც ინტერესების მხოლოდ თბილისზე გადატანაა.
____________________________
აბა,რას ფიქრობთ?
უცხოეთში გადახვეწილი პიდარასტების გულისათვის აქ მცხოვრებ ქართველებს რომ ბანს ადებენ, ესეც ჩვენს სავალალო მდგომარეობაზე მეტყველებს.@ Hermann Hesse