nika_144
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3372
წევრი No.: 13256
რეგისტრ.: 1-October 05
|
#18087153 · 20 Feb 2010, 20:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაკვირვებით გადაიკითხეთ ბოლომდე და დასკვნაც ამის შემდეგ გამოიტანეთ... თემა ეხება პატარა ბავშვების შესაძლო სიკვდილს...
თეთრი ველის სიმპტომები...
ხშირად თეთრი ველის მქონე პირები ბევრ რამეს ორჯერ აკეთებენ, რადგან თითქოს მათ პირველ ქმედებას სატანა გადაეფარება ხოლმე. მაგალითად, შესაკეთებლად დაშალა დაზიანებული საათი. შეაკეთებს. თითქოს საათიც ამოქმედდება... მაგრამ აღმოჩნდება, რომ მან კიდევ ერთხელ უნდა დაშალოს იგივე საათი, სადღაც რაღაცა დავიწყებია. ანდა მაღაზიაში შეიძენს რაიმეს და მხოლოდ შინ მისვლისას აღმოჩნდება, რომ ის რაღაც გამოსაცვლელია - წუნი აქვს! მეტსაც გეტყვით უფლის ველით სავსე მამაკაცები ან საერთოდ არ ქორწინდებიან, რადგან მათივე ინტელექტის საცოლეს ვერსად წააწყდნენ, ანდა მეორედ ქორწინდებიან, ვინაიდან პირველ შემთხვევაში არც გონიერი ოჯახის შექმნაში უმართლებთ მათ. მიუხედავად ბუნების ამგვარი წინააღმდეგობისა, თეთრები მაინც აღწევენ მიზანს, გონებით ბრმა საზოგადოებას კეთილ საქმეებს უგვარებენ, თანაც, არ სურთ დიდი ხმით განაცხადონ ეს. ისეც ხშირად ხდება, როდესაც ბრბო ვერ აფასებს ასეთ პირებს და ინტრიგანებად ნათლავენ მათ. რაღა თქმა უნდა ამას მოიმოქმედებენ თვით ინტრიგანები, მაგრამ სიმკაცრის "წკეპლა" რატომღაც თეთრი ველის მქონე ადამიანებს უფრო ხვდებათ.
ალბათ დამიჯერებთ რომ უფალმა მშვენივრად იცის ეს, რაც აქვე მოყვანილ ციტატაში არის დადასტურებული. აი როგორ იწყება მიმართვა საზოგადოების გონიერი ნაწილის მიმართ:
"ვიცნი საქმენნი შენნი და სიყვარული და სარწმუნოებაი შენი და მსახურებაი და მოთმინებაი და საქმენი შენნი უკუანაისკნელნი არს უმრავლესნი პირველისა" (იოანეს გამოცხადება, თავი მეორე).
აი, იმის დასტურიც რომ უფალმა იცის და აქებს ასეთ ხალხს, მაგრამ მისი ერთადერთი შენიშვნა ასეთია: ნუ ჰმრუშობთო!
(როდესაც ძველქართული მანერით შემონახულ ზმნებში ასო "ჰ" არის გამოყენებული, ეს ნიშნავდა რომ ეს ზმნა გულისხმობდა როგორც სიტყვის მატერიალურ ქმედებას, ასევე ამ ქმედების სულს, აზრს, რადგენ ორივე არსებობს და მოქმედია).
ახლა კი ამ ერთგავარი შესავლის შემდეგ შევეცდები ძალიან მოკლედ ჩამოგიყალიბოთ ის თუ რის გამო ემუქრებათ ჩვენს შვილებს სერიოზული საფრთხე... ჯერ წავიკითხოთ "და მივეც მას ჟამი, რაითა შეინანოს, და არა ჰნებავს სინანულად სიძვისაგან მისისა. აჰა ესერა დავამხუა იგი სარეცელსა ზედა, და რომელნი იშუებდეს მის თანა, შთავვყარე ჭირსა დიდსა, უკუეთუ არა შეინანონ საქმეთაგან მათთა, და შვილნი მისნი მოვსწყვიდნე სიკუდილითა. და ცნან ყოველთა ეკლესიათა, ვითარმედ მე ვარ, რომელი განვიკითხავ გულსა და თირკუმლთა" - მიმართავს უფალი იოანეს.
აი რა არის ამ რამდენიმე ფრაზაში ნათქვამი, რომ იმ შვიდი საკრებულოს ერთ-ერთ ფენას, ე.ი, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც ბოლო ჟამის წინა პერიოდში სხვებთან ერთად მიიღებს გაფრთხილებას, ევალება ხელი აიღოს მრუშობაზე, არადა მათ დასჯის უფალი ყველას, "რომელნი იშუებდეს მათ თანა"... ემუქრება დიდი ჭირით და თანაც, - შვილებს დავუხოცავო მათ: "შვილნი მისნი მოვსწყვიდნე სიკუდილითა".
მაშასადამე, დახოცავს, თანაც ბავშვებს, თანაც ჩვენი უსაყვარლესი უფალი? რას ნიშნავს ყოველივე ეს, ვინ დაგვიხოცავს შვილებს, მაცხოვარი? ეს ხომ ყოვლად დაუჯერებელია, თანაც "ახალ აღთქმაში" ნამდვილად წერია ეს. არ დავუჯეროთ წმიდა წერილს, მკრეხელობაა! დავიჯეროთ და დამაბნეველია...
და აქ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი... საკმაოდ საინტერესო რამ... ახლა წარმოვიდგნოთ რომ რომელიმე ჩვენგანს ამასოფლად ბედად ერგო ფინანსური სიღარიბე, ცხოვრებისეული სიდუხჭირე, უმუშევრობა, ურწმუნო ცოლ-შვილი და ა. შ. ყოფის ასეთი პირობები ხშირ შემთხვევაში ღვთის ველის მომტანია და დაჩაგრული კაცის ორგანიზმი უფლის მადლით ჯილდოვდება...
მაგრამ თუ თეთრი ველის მქონე მამა ხშირად მოეფერება ორსულ ცოლს, ბავშვის ემბრიონი გაღიზიანდება, თუ თეთრი ველის დიდი კონცენტრაცია გააჩნია მამის სხეულს, - ემბრიონი თავისუფალ განვითარებას ასცდება და ბავშვი ნერვული ფსიქოზით დაიბადება. თუ კიდევ მეტი თეთრი ბიოაურა ექნება მამას, და თუ ხშირად გადაუსმევს ხელს ორსული მეუღლის ნაყოფთან გამობერილ მუცელს, ბავშვი ცერემბრანული დამბლის ნიშნებით დაიბადება. და თუ უხვი თეთრი ველი გააჩნია მამას და დილიდან საღამომდე ერთ ოთახში ცხოვრობს ორსულ მეუღლესთან ერთად, ნაყოფი დაიბადება ოთხი, ხუთი ან ექვსი თვის... - მკვდარი! მაშ დავასკვნათ... რაც უფრო მეტად არის მამაკაცის სხეული უფლის სიხშირეებით დასაჩუქრებული, მით უფრო იზრდება ალბათობა, ახალშობილის დიაგნოზი მძიმე ან სასიკვდილო აღმოჩნდეს. აი, ამიტომ ამბობს გამოცხადების ტესტში უფალი: "რომელნი იშუებდეს მის თანა, შთავყარე ჭირსა დიდსა, უკუეთუ არა შეინანო საქმეთაგან მათთა, და შვილნი მისნი მოვსწყვიდნე სიკუდილითა"!
თეთრი ველის უნარი...
თეთრი ბიოველი, რომელსაც საციცოცხლო ველსაც კი ვუწოდებთ, წარმოადგენს სამკურნალო რეგენერაციის, ე, ი, ორგანიზმის აღდგენის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას. რატომ არის მაინცდამაინც თეთრი ველი რეგენერაციის უნარიანი, რა ხდება მასში? ამისი სურვილი თვით ბუნებაშია კოდირებული და აიხსნება ასე: ის, რაც სწორია ე. ი, სინამდვილე - თეთრია და ანათებს! სასურველია დავიმახსოვროთ, რომ ზენათელი მისი არსით თეთრია, ბრწყინავს, ხოლო სიცრუე - ბნელი! კოსმიური ნათელი ამქვეყნიური "ჰო"-ს არსებობის შედეგია და იგი თეთრია - კაშკაშა, ხოლო კოსმიური ბნელეთი "არას" შედეგია. თუ ზენათება "ჰო"არის და თეთრი, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში კოდირებულია ყველაფრის "ჰო"! ადამიანის ერთი ჯანმრთელი ორგანიზმი მიკრო-კოსმოსის მიკრო-ასლია, რომელთა ყოველი კოდი თეთრ ნათებაში ძევს. რაც უფრო მეტია სხეულში და მის ირგვლივ თეთრი ბიოველი, მით უფრო მეტია ორგანიზმში "ჰო" ჭეშმარიტება, რაც ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ სხეულს გაცილებით დიდი უნარი გააჩნია იყოს ნამდვილი მიკრო-კოსმოსი, ე. ი, ჯანმრთელი, დასრულებული ორგანიზმი. ალბათ დაგვაინტერესებს: რა შეიძლება თეთრმა ველმა ორსულ მანდილოსნებს ავნოს, თუ თეთრი ველი დადებითია? კი მაგრამ, რამდენადაც თეთრი ველი თავისი არსით სუფთაა და დადებითი, პარადოქსით, რაღაცაში მაინც უნდა იყოს მავნე. მისი ერთადერთი უარყოფითი მხარე კი მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ ორსულობის პერიოდში იწვევს ქალის ორგანიზმის რეგენერაციას (მიმდინარეობს აღდგენითი პროცესი...) რის გამოც დეგრადირდება ამავე ორგანიზმში არსებული მეორე დამოუკიდებელი სხეული - ემბრიონი.
საბოლოოდ კი გავაკეთოდ ერთგვარი დასკვნა... მოკლედ უფალი ხედავს, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი (მისი საყვარელი, დავარქვათ შტო...) ცხოვრობს ისე, როგორც ეკადრება ნამდვილ მორწმუნეს, უფალი ასეთ ხალხს ქმედებას უწონებს კიდეც და მათთვის მზადაა ყველაფერი გაიღოს - ერთადერთი რაც უფალს არ მოსწონს და აღაშფოთებს, არის სულით დადებითი ადამიანის ერთგვარი გამოუსწორებელი სენი - მრუშობა... ამ თვისების გამო, რომელსაც ადამიანები ვერაფრით ამარცხებენ უფალი იმდენად განრისხდება, რომ წარმოიდგინეთ ვიღებთ სასტიკ გაფრთხილებას - დაგეხოცებათ შვილებიც კი... ეს ხდება ჩვენდა უნებლიედ, აბსოლუტურად შეუმჩნევლად, მამა რომელიც გახარებულია ცოლის ორსულობით აქტიურად გამოხატავს მის მიმართ სიყვარულს, ეფერება მუცელზე ხშირად, არადა ვერც კი წარმოუდგენია რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მისი სხეულიდან ცოლის მუცლისაკენ გასული გადანაწილებული ენერგიის გადინება... ამ დროს თეთრი ველი გადანაწილდება ემბრიონზე, რაც იწვევს რეგენერაციას, შესაბამისად ბავშვი მუცელში ვითარდება იმაზე დაჩქარებულ ვადებში რა დროსაც მოითხოვს რეალური-ბუნებრივი ორსულობა... სწორედ ამის გამო იზრდება ალბათობა იმისა, რომ სულ ცოტა, ბავშვი შესაძლოა ცერემბრანული დამბლის ნიშნებით გაჩნდეს... და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ სულით დადებითი ადამიანი ვერ სძლევს მის ერთ-ერთ ყველაზე არასასურველ თვისებას, ვერ ანებებს თავს მრუშობას...
სამედიცინო თვალსაზრისით რეალურად რა ხდება ორსული ქალის ორგანიზმში, შევეცადე ძალიან მოკლედ განმემარტა... შეიძლება ამ ყველაფრის უფრო მეტად გავრცობაც... მთელ ამ თემაში ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ "ახალი აღთქმის" ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი სწავლება გახსნილია და თანაც ეს მეცნიერულად, სამედიცინო ენაზეც შეიძლება განიმარტოს...
|