სამშაბათს
30 მარტს
საკმაოდ დაძაბული,
პრინციპული
და შეიძლება ითქვას გამორჩეული დაპირისპირება გველის ჩემპიონთა ლიგაში.
ორივე გუნდს ძველი გვარის ჯახი თავისუფლად შეიძლება დავარქვათ.
სულ რაღაც 10 წლის წინ ამ ორ კლუბმა საფეხბურთო სასწაულების ისტორიაში ყველაზე უპრეცედენტო და შოკისმომგვრელი ფინალი გვაჩუქა.
დაპირისპირება მომდევნო წლებშიც გაგრძელდა და ბავარიამ თუმცა არა სრულფასოვნად მაგრამ შური მაინც იძია.
მომდევნო წლებში ეს ორი კლუბი ერთმანეთს საკმაოდ იშვიათად ხვდებოდა მაგრამ ადვილი არცერთი თამაში არ ყოფილა.
ყველაფერი ჯერ არ გარკვეულა ამ ორ გუნდს შორის და ორივე გუნდის თავგადაკლულ ქომაგებს ძალიან სწყურიათ მივიწყებული დაპირისპირებაში
უძლიერესად საკუთარი ფავორიტი გუნდი იხლონ რასაც ასევე ამძაფრებს კლუბების მშობლიურ ნაკრებებს შორის დაპირისპირება რომელიც ძალზე უფრო დიდი ისტორია აქვს.
გერმანია - ინგლისი
ინგლისი - გერმანია
5-1, მაიკლ ოუენი რომ ნომერ პირველია...
სულ ახალ უემბლიზე გერმანელების გამარჯვება და ა.შ.
უფრო ისტორილი ექსკურსი დავიკიდოთ.

მოკლედ

როგორც ერთ არაჩვეულებრივ ფილმშია...
არის იდეა!!!ვუყუროთ ბავარიის და მანჩოს ბრიგადებმა ერთად!!!
ერთმანეთს ბევრნი ვიცნობთ,
უფრო სახალისო და რაც მთავარია ხმაურინი იქნება.მე და
Bebe_MU ვიყავით და უკვე დავბრონეთ მინიმუმ 3 მაგიდა ზუსტად ამ დარბაზში.

თუ ბავარიის ხალხისც წამოხვალთ უპრობლემოდ შეიძლება მოლაპარაკება რომ კიდე დავამატოთ მაგიდები.
ჩვენი ხალხი იქნება თითქმის ყველა აქტიური იუზერი ვინც არის ჩვენს თემაში. მოსვლას მხოლოდ ისენი ვერ შეძლებენ ვინც თბილისში არ არის.
ასერომ მინიმუმ 15 კაცი ვიქნებით.
მე და
mankunian-ი მანჩოს ჩანტებს არ დავაკლებთ ასერომ ვინ ვის აჯობებს ვნახოთ

ძალიან კარგი იქნება თუ გერმანელებიც მოხვალთ.
ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და შეკრული კასტა ხართ ასერომ რომელიმეს კონკრეტულად არ მოგმართავთ.
ყველა გერმანელს,
ყველა ბავარიელს გეპატიჟებით ვუყუროთ ერთად!!!
მდებარეობა:

დამატებითი ინფორმაცია:
მირზაანინორმალური ფასებია
ნორმალური მენიუ
ლუდის ფასიც მისაღები.
სასურველია ყველას გქონდეთ 10-15 ლარი.
მთავარია მონდომება
და შედეგის მიუხედავად განსაკუთრებული საღამო გამოგვივა ერთად!!!
ბევრი ლუდი!!!
კარგი ფეხბურთი!!!
და ხმამაღალი სიმღერა!!! 
პ.ს. "საკაჩაოდ" არავინ გაბედოს მოსბლა. ეს ფეხბურთია. მივდივართ სახალისოდ!