TukijaTსხვადასხვანაირი სიზარმაცე არსებობს. არის ჩვეულებრივი სიზარმაცე - როცა კიბეზე ავეჯის ამოტანა გეზარება, ნუ ეს ბუნებრივია, უნდა გეზარებოდეს. ნებისყოფაა საჭირო.
არსებობს სიზამარცის სხვა ტიპი - "პროკრასტინაცია"(უცნაური სახელია

) -
http://en.wikipedia.org/wiki/Procrastinationამ დროს საქმეს დებ შემდეგი დროისთვის, მერე ისევ დებ და ა.შ. ბოლოს შეიძლება გააკეთო, ან არც გააკეთო. ამის მიზეზი არ არის ის რომ საქმე არის მაინდამაინც რთული, არა, უბრალოდ თვითონვე იქმნი რაღაც ბარიერს. შენ ფიქრობ იმაზე თუ რა ცუდი რამე მოხდება თუ საქმეს არ გააკეთებ და საქმის გაკეთებაზე ფიქრიც კი იწვევს უარყოფით ემოციას, შიშის, ტკივილს

როცა გადის დრო, ეს შინაგანი შიში მძაფრდება და ბარიერი იზრდება. ხოლო როცა საქმეს დებ სხვა დროისთვის, შენ გრძნობ შვებას და ეჩვევი იმას რომ საქმის გადადება კარგი და სასიამოვნო რამეა.

ბოლო მომენტში შეიძლება ნებისყოფამ გადაძალოს და თავგუდმოგლეჯილი დაიწყო საქმის კეთება, მაგრამ შეიძლება გვიან იყოს. ამ ტიპის სიზარმაცა დამახასიათებელი ისეთი საქმეების დროს რომლებსაც არ აქვთ მკაცრად განსაზღვრული განრიგი.
ახლა როგორ დავძლიოთ ეს: პირველ რიგში საჭიროა შეცვალო მიდგომა. არსებობს მოტივაციის 2 სტილი - 1, როცა აკეთებ საქმე რადგან თუ არ გააკეთებ რამე ცუდი მოხდება, და მეორე - აკეთებ იმიტომ რომ თუ გააკეთებ რამე კარგი მოხდება. სხვადასხვა ადამიანებისთვის სხვადასხვა სტილია უფრო მომგებიანი, უმეტესობისთვის ალბათ მეორე, პოზიტიური მოტივაცია უფრო მომგებიანია. ასე რომ
უნდა ვიფიქროთ კარგზე.
მერე, საჭიროა დაწყება. თვქი რომ
დაუთმობ ამ საქმეზე 10 წუთს და არა მეტს. ეს რას გაძლევს: შენ სვამ მარტივ ამოცანას, რომელიც არ იწვევს უარყოფით ემოციებს, და რომელიც შეგიძლია მაშინვე გააკეთო. როცა მართლა დაუთმობ 10 წუთს საქმეს, შენ აცნობიერებ რომ პრინციპში საქმის კეთება საკმაოდ ადვილია, და შეგიძლია კიდევ იმუშაო. თანაც ხედავ გაკეთებულ საქმეს, ხვდები რომ საქმე წინ მიდის და გადადიხარ პოზიტიურ განწყობაზე. მოქმედება იწვევს მოქმედებას. ხო, კიდევ შეგიძლია რამე ჯილდოც დაუთვქა შენ თავს თუ 10 წუთს იმუშავებ.
შემდეგ: გაურკვევლობა ვნებს მოტივაციას. როცა აკეთებ საქმეს, კარგია თუ იქნები დარწმუნებული რომ ეს საქმე
უნდა გააკეთო შენ, უნდა გააკეთო ახლა და ასე. უნდა დაფიქრდე ამაზე და დარმწუნდე ამაში; გაარკვიო, ნამდვილად შენ უნდა გააკეთო? დააზუსტე რა არის გასაკეთებლი.
როცა საქმე უყურებ როგორც 1 დიდი მონოლითურ რამეს ის რთული ჩანს.
დაყავი საქმე პატარა ნაბიჯებად. ჩამოწერე გეგმა, გაიაზრე ყველაფერი. არ არის საჭირო რომ გეგმა იყოს ზუსტი და უცვლელი, ეს არაა მთავარი, მთავარია რომ ზოგადად გაიაზრო საქმის მოცულობა და დაგეგმო უშუალოდ შემდგომი ნაბიჯ(ებ)ი.
დავწერ კიდევ თუ რამე გამახსენდება.
This post has been edited by Pixel_misha on 23 May 2008, 12:14