#19659286 · 17 May 2010, 21:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დარიალის ხეობაში ფერდობებს წმინდავენ ქვებისაგან და ლოდებისაგან, რათა მანქანებს არ დაეცეთ. აჩვენეს რ2-ზე ეხლა კურიერში ალპი8ნისტები ავიდნენ მთებზე და იქედან აგორავებენ ლოდებს. მერე აჩვენებენ გზას სადაც ეს ლოდები ყრია 100-200 მეტრის სიმაღლიდან რომ ჩამოყარეს. ასფალტის საფარი ახალია. ეტყობა. ხოდა აი ეხლა მაინტერესებს, 100 მეტრის სიმაღლიდან 20-50 კილოგრამიანი წვეტიან წახნაგოვანი ლოდები რომ დაეყრება იმ ასფალტის საფარს დედა ეყოლება?? არა რა თქმა უნდა. ერთი რამე არ მესმის, ამხელა მთაგორიან ქვეყანაში სადაც მთებიდან ჩამონაშალი ქვების წვიმა არის ხშირი, რატომ არ კეთდება არსად დამცავი ბადეები? ერთ ერთმა ასეთმა ქვამ შეიწირა ჩემი ახლობელი ფასანაურის გზაზე, სამარშრუტო ტაქსში. იდეა მთავრობას: როდესაც აშშ-ში ვიყავი ჩემი ყურადღება მიიქცია ასეთმა ფოლადის ამორტიზირებულმა ბადეებმა მაღლა მთებზე, გზების გასწვრივ. მაგათ აბეტონებენ კლდეებში და ჩამოვარდნილ ქვა ღორღს მაგეებით აჩერებენ. სამწუხაროდ აი ეხლაც რომ გზას აგებენ მზიურის ტერიტორიაზე იქაც არ ჩანს ასეთი ბადეები ჩამოთლილ კლდეებზე.
|