რისი ბრალია როდესაც შინაგანად მამაკაცი ხარ ? ეხლა აგიხსნით რაში მდგომარეობს ჩემი პრობლემა . ვიზუალურად ძალიან ქალური ვარ, ჩაცმულობის სტილიც, ვარცხნილობაც, მანერებიც მაქვს ქალური, მაგრამ მთელი ცხოვრებაა მაინტერესებს ის რაც მამაკაცებს აინტერესებთ! უდიდესს სიამოვნებას მანიჭებს ეწ. ბოევიკების ყურება, ვმეგობრობ ბიჭებთან, სიამოვნებით დავდგებოდი "ბირჟაზეც" დილიდან საღამომდე მამაკაცებთან ერთად, მომწონს მეგობრობა მამაკაცებთან, მათთან ერთად წასვლა თუნდაც მანქანის შესაკეთებლად, ვერანაირ სიამოვნებას ვერ ვღებულობ ქალ მეგობრებთან ურთიერთობისას, ძალიან მამაკაცური გატაცებები მაქვს, ბოქსი და აშ ... მამაკაცებთან უფრო გახსნილი ვარ , უფრო ვუგებთ ერთმანეთს აზროვნებაში , რისი ბრალია ხომ ვერ მეტყვით ? ორიენტაცია ჩვეულებრივი მაქვს , ქალები არ მიზიდავს! ვიზუალურად ძალიან ქალური ვარ, არანაირად არ მეტყობა , რომ შინაგანად თითქმის 99% მამაკაცი ვარ, არ მივეკუთვნები არანაირად ქალ-ბიჭა გოგოების კატეგორიას ფეხბურთს , რომ თამაშობენ და აშ... მითხარით რისი ბრალია ის რაც ჩემს თავს ხდება ? ერთი სული მაქვს როდის დამირეკავს ვინმე გიორგი, რომ ბიჭებთან ერთად წავიდეთ სადღაც, ანუ ფაქტიურად ძმაკაცი ვარ , ჩემი ბიჭი მეგობრებისთვის, და გარეგნულად ან მანერებით რატომ არ მეტყობა ის , რომ შინაგანად ესეთი ვარ ? ანალოგიურად გიგრძვნიათ თავი ვინმეს ? იმედია არ დამტოვებთ უპასოხოდ !
This post has been edited by sashka-gogo on 23 May 2010, 03:33