ირაკლი ოქრუაშვილი - არჩევნები რომ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის საშუალებას იძლეოდეს, ამ საშუალებას გამოვიყენებდი
ტელეკომპანია "მაესტროს" ეკა ბერიძის თოქ - შოუ "პირდაპირ საუბრებში" თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საფრანგეთიდან პირდაპირი ჩართვისას 30 მაისის არჩევნებსა და 7 ნოემბრისა და აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა.
”ეს არჩევნები არის რეპეტიცია იმისთვის, თუ როგორ მოხდება სააკაშვილის ჩანაცვლება სხვა ადამიანით, მე მხოლოდ ორი სურვილი მაქვს, საქართველოში დაბრუნება და სააკაშვილის რეჟიმის მოცილება” - განაცხადა ოქრუაშვილმა.
"იმ მედია-რესურსების კონტროლის და რეპრესიული მანქანის მუშაობის პირობებში, არსებული საარჩევნო კანონით შეუძლებელია წარმატების მიღწევა. მე არ მაქვს პოლიტიკური ამბიცია, ჩემი ერთადერთი სურვილია, საქართველოში დაბრუნება და სააკაშვილის რეჟიმის მოცილება. არჩევნები რომ იძლეოდეს ამის საშუალებას, მე ამას გამოვიყენებდი" , - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მისივე თქმით, სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩება თავისი გავლენით, ბერკეტებითა და მისი გუნდი ქვეყნის მართვას განაგრძობს, ახალი კონსტიტუციის პროექტი კი მორგებულია იმაზე, თუ როგორ გაპრეზიდენტდეს უგულავა და როგორ შეინარჩუნონ მართვის ბერკეტები ბოკერიამ და მერაბიშვილმა.
"დღეს სააკაშვილის გუნდი არ არის გულხელდაკრეფილი და არ იბრძვის მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებისთვის. ეს არის რეპეტიცია, თუ როგორ მოხდება სააკაშვილის ჩანაცვლება სხვა ადამიანით. სააკაშვილი ბუნებრივია არ ფიქრობს ხელისუფლებიდან წასვლაზე. იგი დარჩება თავისი გავლენით, თავისი ბერკეტებით პროცესებს მიღმა და ყველაფერს გააკეთებს ის გუნდი, რომელიც აქამდე აკეთებდა ამას", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
რაც შეეხება აგვისტოს ომს, ოქრუაშვილის განცხადებით, იგი მიხეილ სააკაშვილს საკუთარი იმიჯის რეაბილიტაციისთვის დასჭირდა, რადგან 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ სააკაშვილის რეპუტაცია შეირყა, ის სრულიად გაკოტრებული იყო და ქვეყნის ტერიტორიების დაბრუნების მცდელობით იმიჯის აღდგენას შეეცადა.
"7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილის რეპუტაცია შეირყა, ამის შემდეგ მან წააგო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, ის სრულიად გაკოტრებული იყო და რჩებოდა ერთი გზა - რომელიმე ტერიტორიის დაბრუნების საშუალებით საკუთარი იმიჯის რეაბილიტაცია. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება ოლიმპიადისაკენ იყო მიპყრობილი, სააკაშვილმა ამისათვის დრო იხელთა", - განაცხადა მან.
თუმცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უახლოესი 20 წლის განმავლობაში შეუძლებელია, მისი თქმით, ის პოლიტიკოსი, რომელიც ხალხს დაჰპირდება, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას თუნდაც 10 წელიწადში გადაჭრის, ქვეყანას და საზოგადოებას ვნებს.
"სანამ მსოფლიოში არ შეიქმნება ახალი რეალობა და სანამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ და აწონ-დაწონილი პოლიტიკით არ დავარწმუნებთ ყველას, რომ ეს ტერიტორიები ჩვენია, ამისი ილუზია არ უნდა გვქონდეს. საერთაშორისო მხარდაჭერა ყოველთვის გვექნება და ამაში ყოველთვის მოგებულები ვიქნებით რუსეთთან", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარებით არაფერი შეიცვლება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ სეპარატისტული რეგიონების აღიარებით რუსეთი თავად აღმოჩნდა საკუთარი გადაწყვეტილების ტყვეობაში, თუმცა, მას უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/ This post has been edited by kuskusa5 on 28 May 2010, 11:10
მიმაგრებული სურათი