შანსი ყოველთვისაა. ნებისმიერ დღეს.
მემგონი ერთხელ უკვე გამოვცადეთ ჩვენ თავზე, ოდნავ მაინც, ის გრძნობა რაც არის ბომბების ცვენისა. როცა "შანსი არაა, რაის ომი, კაი რა, არ შემოვლენ... ომი არ იქნება!!!"-სიტყვებს ჩვენში აქრობს ბომბების ხმა.
არანაირ პოლიტიკურ მინიშნებას თუ აზრს არ გამოვხატავ რატომ ან რის გამო შეიძლება განახლდეს ომი.
ერთად ერთი შეკითხვა: ამ ზაფხულს, დავუშვათ კვლავ აგვისტოს თვეში, ომი რომ განახლდეს, რას მოიმოქმედებთ პირადად თქვენ?
თემა არ ეხება ჯარისკაცებსა და პოლიციელებს, თქვენ რას მოიმოქმედებთ ეს ისედაც ნათელია

თქვენ სამსახური გავალდებულებთ ამას იურიდიულად.
თემა ეხება უბრალო მოქალაქეებს.
პს. პოლში არაა შეტანილი "არ განახლდება" რადგან გამოკითხვის აზრი დევს მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა ომი ნამდვილად განახლდება.
This post has been edited by შიზოფრენია on 6 Jun 2010, 15:52