weberნადიას ნომრის გარკვევას შევეცდები - არც ვიცი, კიდევ თუ ამზადებს ინდივიდუალურად.
შენ მაინც გირჩევ, მიხვიდე წერეთლის 61-ში და ადგილზე გაარკვიო, რას მოგცემს ACCA და რას ბაფ-ის 4 თვიანი კურსები - იქნებ შენ მეორე უფრო გჭირდება...
რაც შეეხება acca-ს ფასებს, ეს ცოტა კომპლექსური საკითხია

ბაფი, ანუ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ვინც acca-ს ასწავლის საწართველოში და შუამავალია მათ გლაზგოს ოფისთან) გვთავაზობს acca-ს ქართულად(1) ან ინგლისურ(2) ენაზე გავლას. (1) ქართულად გასწავლიან იგივეს მათ მიერვე acca-ს ქართულად თარგმნილი წიგნებით, მაგრამ ვერ გაძლევენ საერთაშორისოდ გამოსადეგ სერთიფიკატს და თან წიგნებში ბევრი შეცდომაა (ქართული ნაუცბათევი თარგმანი). სამაგიეროდ ინგლისურის არმცოდნე მაგრამ ბუღალტერიის მცოდნე სპეციალისტები, როგორც წესი, უკეთესები ჰყავთ. (2) ინგლისურად სწავლას ის ორი უპირატესობა აქვს, რომ გაძლევს საერთაშორისოდ აღიარებულ სერთიფიკატს და ლიტერატურას უკეთესად გაიგებ, თუ ინგლისური იცი. ცუდი ისაა, რომ სპეციალისტების ნაკლებობას განიცდიან და შეიძლება რომელიმე წიგნი ვერ გაგატარონ იმის გამო, რომ ლექტორი არ ჰყავთ. ფასი კი ბევრი ნაწილისგან შედგება, მაგაში მეც ვერ გავერკვიე ბოლომდე, ჯობია ადგილზე დააზუსტო
This post has been edited by Taboo on 11 Jun 2010, 22:30