მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ თქვენს საიტზე განთავსებულია ქართული ფილმები, რომელთა საავტორო
უფლება ეკუთვნის კინოსტუდია ”სანგუკო”-ს, შპს „კრეატივ სტუდიო“–ს, შპს „ნაით
შოუ“–ს და შოთა კალანდაძეს.
საიტის ადმინისტრაციის და ინტერნეტ მომხმარებლების მიერ საავტორო უფლებებით
დაცული ნაწარმოების კოპირება და უნებართვო განთავსება ზღუდავს „საავტორო და
მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონით ნაწარმოების ავტორის გარანტირებულ პირად
ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს (მუხლი 17, 18). ასევე იმ პირების უფლებებს,
რომლებსაც კანონიერი ფორმით უკვე აქვთ მოპოვებული ფილმის ინტერნეტით ჩვენების
ორგანიზების უფლებამოსილება.
ფილმის ინტერნეტით ჩვენების ორგანიზება ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლების
გარეშე არალეგალურია და ისჯება საქართველოს კანონით საავტორო და მომიჯნავე
უფლებების შესახებ, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის და სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მიიღოთ
შესაბამისი ზომები და აღკვეთოთ აღნიშნულ საიტებზე საავტორო უფლებებით დაცული
ფილმების გავრცელება.
მიღებული ზომების შესახებ გთხოვთ გვაცნობოთ 3 დღის ვადაში, წინააღმდეგ
შემთხვევაში ჩვენი უფლებების დაცვისათვის იძულებული ვიქნებით მივმართოთ
სასამართლოს.
ფილმების ჩამონათვალი:
„ოცნების ქალაქი“, „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“, „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს
2“, „სუბორდინაცია“, „მედიატორი“, „კაცი საელჩოდან“, სერიალი „აქ ცხოვრობენ
გუნცაძეები“, სერიალი „შუა ქალაქში“, სერიალი „გოგონა გარეუბნიდან“, სერიალი
„ჩვენი ოფისი“, „ბროდვეი 45“, “სიზმრების გაელოება”, „ტრილოგია“, „შოთა
კალანდაძის ფილმები“.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ ზემოთ ჩამოთვლილი ფილმები თქვენს საიტზე იყოს
ლეგალურად განთავსებული გამოიყენეთ myvideo.ge-ს რეფერალური პროგრამა :
http://blog.myvideo.ge/?p=272 * * *
ეს უკვე მეტისმეტია, დიქტატორების ხელში ვართ

ფილმების ჩამონათვალი ნახეთ

პიზდეეეც
GOU.GE - Your #1 Spot For Downloads.