#20721984 · 17 Jul 2010, 20:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"პირველი კავკასიურის" მართვის უფლება კერძო კომპანიას გადაეცა . ამის შესახებ ~ინტერპრესნიუსს~ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ განუცხადა. მისი თქმით, ~პირველი კავკასიურის~ მართვის უფლება შპს ~ქეი 1~-ს გადაეცა. გახელაძის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები წამყვანი ბრიტანელი ჟურნალისტები არიან, თუმცა თავად კომპანია ქართულია და საქართველოშია დარეგისტრირებული. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაში, რომელიც მაუწყებლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ სამეურვეო საბჭო, მაუწყებლის გენერალურ დირექტორს თანხმობას აძლევს ~პირველი კავკასიური~ ეფექტური მართვისა და ამ არხზე მაუწყებლობის გაუმჯობესების მიზნით კერძო კომპანიას გადასცეს. ამასთან, საქართველოს მთავრობის 9 ივლისის განკარგულებით, ~პირველ კავკასიურს~ ~ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით~ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 7 მლნ ლარი გადაეცა. ამ თანხიდან შპს ~ქეი -1~-ს ტელეკომპანიის ეფექტურად მართვისა და არხის მაუწყებლობის გაუმჯობესებისთვის 4 მლნ 700 ათასი ლარი გადაეცა. სამეურვეო საბჭოს ამავე გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ თუკი მთავრობა სარეზერვო ფონდიდან კიდევ გამოყოფს თანხას, ~ქეი -1~-ს იმ თანხის ნაწილიც გადაეცემა, ნაწილი კი საზოგადოებრივ მაუწყებელს დარჩება. ლევან გახელაძემ ~ინტერპრესნიუსთან~ საუბრისას უარყო ინფორმაცია იმასთან დაკავშორებით, რომ ~პირველი კავკასიური~ საზოგადოებრივ მაუწყებელს საერთოდ ჩამოერთვა და შესაძლოა დამოუკიდებელ არხად გადაიქცეს, რომლისთვისაც დამოუკიდებელ სიხშირეს გამოყოფენ.
This post has been edited by flamper on 17 Jul 2010, 20:06
|