აგერ ლინკი
http://www.washingtonpost.com/wp-dyn/conte...0605368_pf.htmlაგერ ჩემი ნათარგნი
საქართველოს სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება რუსეთთან დაპირისპირებაში
ჯონ მაკკეინი
კვირა, 8 აგვისტო, 2010; A13
თუმცა უთანხმოება რჩება თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, არავინ კამათობს რომ ორი წლის წინათ ამ კვირას, რუსულმა ჯარმა გადმოკვეთა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი და შემოიჭრა საქართველოში. ისინი თავს დაესხნენ მთელ ქვეყანას სტრატეგიული ბომბდამშენებით, შეიჭრნენ ღრმად მის სუვერენულ ტერიტორიაზე, გამოყარეს თითქმის 127.000 ქართველი საკუთარი სახლებიდან, აღიარეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და დაიპყრეს საქრთველო, ოკუპაცია დღესაც გრძელდება.
ბევრი რამ შეიცვალა ამ ორი წლის განმავლობაში - მაგრამ არა სიკეთისკენ. რუსეთმს არა მარტო უკავია საქართველოს ტერიტორია, არამედ აშენებს სამხედრო ბაზებს, იქ არ შეუშვეს ჰუმანიტარული მისიების და მონიტორებს, წაახალისეს ქართველთა ეთნიკური წმენდა სამხრეთ ოსეთში, სამუშაოს აწარმოებს ადმინისტრაციული საზღვრის ფორტიფიკაციისთვის რათა აქციოს იგი გამყოფ ზღუბლად. 100,000 ზე მეტი ეთნიკური ქართველებ, რომლებიც დევნილობაში არიან არ არიან განთავსებულნი, გაეროს შეფასებით. რუსეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულებებს რომელიც მათ აიღეს პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე.
მიუხედავად მუდმივი რუსული საფრთხისა, საქართველო აგრძელებს განვითარებას. დაახლოებით 1000 ქართველის ჯარისკაცი იბრძვის ჩვენს გვერდით იაღლიშის გარეშე ავღანეთის ურთულეს მონაკვეთებზე. საქათველოში სულ უფრო ძალას იკრებს კანონის უზენაესობა, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ვითარდება ეკონომიკა, მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო 11 ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. თვითმართველობის არჩევნები საქართველოში საერთაშორისოდ იქნა აღიარებული როგორც თავისუფალი და სამართლიანი. სანამ საქართველოში პოლიტიკური რეფორმების გრძელდება, ევროპის პარლამენტმა ამ არჩევნებს უწოდა რეალური ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატული განვითარებისაკენ.
რუსეთში, კი ადამიანთა უფლებების დამცველნი იდევნებიან, მათ უსწორდებიან და კლავენ კიდეც. სულ რაღაც ერთი კვირის წინ მშვიდობიანი დემონსტრაცია ბორის ნემცოვის ხელმძღვანელობით ძირითადი უფლებების მოთხოვნით რომლებიც გარანტირებულია რუსეთის კონსტიტუციით იქნა დარბეული და მონაწილენი დაპატიმრებულნი. თუკი პრეზიდენტ მედვედევს სურს მოდელი პოლიტიკური სისტემის მოდერნიზაციისთვის მას შეუძლია მაგალითი აიღოს საქართველოსგან. თუ ობამას ადმინსტრაცია ეძებს ურთირთებებს რომელსაც მარლაც სჭირდება „გადატვირთვა“ მან უნდა მიაქციოს ყურადღება საქართველოს.
ობამას ადმინისტრაციამ ამჯობინა ავტოკრატული რუსეთისთვის დაყვავება, ვიდრე მეგობრული საქართველოს მხარდაჭერა, რომელიც აგრესორი მეზობლის საფრთხის ქვეშ იმყოფება მუდვივად. ობამას ადმინისტრაცია ანებივრებს მედვედევს ხანგრძლივი სატელეფონო ზარებით და ხშირი შეხვედრებით და სამაგიროდ იღებს მინიმალურ პოლიტიკურ სარგებელს. ამავე დროს ადმინისტრაციამ გამოავლინა სუსტი დაინტერესება რათა დაეხმაროს საქართველოს ხელმძღვანელობას მის სწრაფვაში ნატოში გასაერთიანებლად, დავდაცვითი პოტენციალის აღდგენაში და გაძლიერებაში, ბოლო დრომდე ტერმინი ოკუპაციაც კი არ იხმარებოდა რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთზე ზეწოლაში საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად. სულ ახლახან ადმინისტრაციამ გააკეთა იმედის მომცემი განცხადებები, ეხლა დროა სიტყვები ეფექტურ პოლიტიკაში გადაიზარდოს.
თუ მედვედევს მართალა სურს აქციოს რუსეთი კანონ მორჩილ ქვეყნად მან უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება და დააბრუნოს ჯარები ომამდელ პოზიციებზე საქართველოს საზღვრებს გარეთ. ადმინისტრაციას შეუძლია მოუწოდოს ეუთოს შეიმუშავოს გეგმა საქართველოს ოკუპაციის დასასრულებლად, ეტაპობრივი გეგმა რომელიც უზრუნველყოფდა ჯარების გასვლას დევნილების დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. თუ რუსეთი არ ითანამშრომლებს, უნდა მოყვეს მისთვის უარყოფითი შედეგები, მედვედევს უნდა ესმოდეს საქართველოს საკითზე თანამშრომლობა ამერიკის პრიორიტეტია თუ იგი უგულველყოფს აშშ-ს პრიორიტეტებს მას არ უნდა ქონდეს იმედი რომ აშშ-ს გაითვალისწინებს მის ინტერესებს კერძოდ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანებას.
კიდევ ერთი საკითხია სადაც საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა არის მისი თავდაცვითი პოტენციალის აღდგენა. საქართველოს შეაქვს ავღანეთის ოპერციაში ნატოს ბევრ წევრზე გაცილებით მეტი წვლილი, მიუხედავად ამისა დიდი პრობელმაა ადმინისტრაციისთვის უზრუვნელყოს საბრძოლველად წასული ქართული ნაწილების ელემენტარული ამუნიციით აღჭურვა, ჯავშან მაქნავებით და სათადარიგო ნაწილებით მომარეგება. მოკლევადიანი დახმარების გარდა საქართველოს ესაჭროება გრძელვადიანი დახმარება შეიარაღებული ძალების მშენებლობაში. სავარაუდოდ ეს მოიცავს ტანკსაწინაღმდეგო, საჰაერო დაცვის მოწყობილობებს, წინაწარი შეტყობინების რადარებს და სხვა თავდაცვითი შეიარაღება რაც არ უნდა იქნებს აღქმული როგორც საქართველოს წახალისება ტერიტორიების ძალისმიერი მეთოდებით დასაბრუნებლად. საქართველო ყოველთვის სუსტი იქნება რუსეთზე, თუმცა ეს არ არის მიზიზი იმის რომ იგი დავტოვოთ დაუცველი შეჭრიდან ორი წლის თავზე. მიუხეავად იმ ზიანისა რაც რუსეთმა მიაყენა საქართველოს და ათასგვარი მუქარისა მან ვერ მიაღწია მთავარ მიზანს საქართველოს დემოკრატიული მთავრობა გადარჩა და ვითარდება.
რუსულ-ამერიკულმა ურთიერთობებმა უნდა ხელი შეუწყონ ამ წარმატებას და არა საფრთხე. ჩვენ გვაქვს საშუალება ხელი შევუწყოთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს ჩამოყალიბაბას ძლიერ, მთლიან და თავისუფალ ერად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გვეხსომება ვინ არის ჩვენი მეგობარი
ჯონ მაკკეინი