გამარჯობა ყველას. მაინტერესებს გარკვეული ტიპის ინფორმაცია ზოგადად ჯანდაცვის სფეროს შესახებ და სამედიცინო დაწესებულებების შესახებ. მჭირდება ინფორმაციის წყაროები საიდანაც შევძლებ შემდეგი ტიპის მონაცემების მოპოვებას:
1) საქართველოში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი (ყველაზე ბოლო მდგომარეობით)
2) საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობა წლების მიხედვით (კარგი იქნება 90-95 წლიდან მოყოლებული). რაოდენობა მინდა რომ იყოს დაყოფილი შემდეგი კრიტერიუმებით: კერძო და საზოგადო/სამთავრობო; ამბულატორული და სტაციონარული
3) მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური მონაცემები (მაგ. შემოსავლები {სამედიცინო განხრის/დარგის მიხედვით}, პაციენტების რაოდენობა, ხარჯების სტრუქტურა და ა.შ.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია სად შეიძლება ამგვარი მონაცემების მოპოვება გთხოვთ PM-ში მომწეროთ.
წინასწარ დიდი მადლობა