homo caucasusეს მოტივაცია ივარგებს????
:::::
მოგახსენებთ ჩვენს შეხედულებებს ქ. თბილისში, ავჭალის სადგურის მიმდებარე, ყოფილი შუშის ქარხნის ტერიტორიაზე საკონტეინერო და სასაწყობო ტერმინალის – ლოგისტიკური ცენტრის შექმნის თაობაზე.
`თბილისის შემოვლითი რკინიგზის ხაზის~ პროექტით გათვალისწინებულია, ქალაქის ცენტრის გამონთავისუფლება სარკინიგზო ხაზისა და მასთან დაკავშირებული სატერმინალო და სასაწყობო ინფრასტრუქტურისაგან (კერძოდ, სამხრეთ ფარეხის ქალაქგარეთ გატანა) და ავჭალის რკინიგზის სადგურის სატვირთო სადგურად გადაკეთება.
თბილისში, გზის საფარის გაუმჯობესების, ესტაკადებისა და ხიდების მშენებლობის კვალობაზე, თანდათან შეიზღუდება მძიმე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქალაქის ცენტრალურ რაიონებში. ქალაქის მომარაგება მოხდება მცირე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, თბილისის გარეუბნებში მდებარე საწყობებიდან. რკინიგზის სადგურის და საერთოდ რკინიგზის მაგისტრალის გასწვრივ ამჟამად მდებარე სხვადასხვანაირი სასაწყობო მეურნეობებს მოუწევთ ქალაქგარეთ გადასვლა.
ზემოთ აღნიშნულის გამო, ბუნებრივად ჩნდება აუცილებლობა ავჭალის სატვირთო სადგურის, მიმდებარე ტერიტორიაზე საკონტეინერო და სასაწყობო ტერმინალის – ლოგისტიკური ცენტრის არსებობისა.
ქალაქის განვითარებიდან და ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ავჭალის სადგურის მიმდებარე, ყოფილი შუშის ქარხნის ტერიტორია ყველა პარამეტრებით (ადგილმდებარეობა, ტერიტორიის ფართობი, ამ ტერიტორიის ირგვლივ არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, არსებული სარკინიგზო ჩიხი და სხვ.) აკმაყოფილებს, აქ საკონტეინერო და სასაწყობო ტერმინალის – ლოგისტიკური ცენტრის მოწყობის მიზანშეწონილობას.
აღნიშნული ადგილზე საკონტეინერო და სასაწყობო ტერმინალის – ლოგისტიკური ცენტრის მდებარეობა ხანგრძლივი განვითარების პერსპექტივას იძლევა. ავჭალამდე რკინიგზა არ გაუქმდება, ავჭალის სადგური განაგრძობს ფუნქციონირებას, მძიმეწონიანი მანქანები დაიშვება მხოლოდ ამ რაიონამდე, ტერიტორის მდებარეობა და ფართობი საშუალებას იძლევა თანდათანობით განვავითაროთ ყველა ტიპის სასაწყობო მეურნეობები, მოთხოვნის ზრდის კვალობაზე.
საკონტეინერო და სასაწყობო ტერმინალი – ლოგისტიკური ცენტრი ძირითადად უნდა მოემსახუროს საკონტეინერო ტვირთებს. საკონტეინერო ტვირთების უმეტესი ნაწილი წარმოადგენს ფართო-მოხმარების საგნებს და მხოლოდ მცირე ნაწილია მრეწველობისათვის განკუთვნილი საქონელი.
ამის გამო, ავჭალის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ყოფილი შუშის ტარის ქარხნის ტერიტორია ახალ პირობებში გახდება უალტერნატივო საკონტეინერო ტვირთნაკადის მოსამსახურებლად, მისი პოტენციური მომხმარებლები უკვე დღეს არიან ის მსხვილი სატრანსპორტო და იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც აქამდე სამხრეთ ფარეხთან იყვნენ მიბმული.
ჩვენი აზრით, ავჭალის საკონტეინერო და სასაწყობო ტერმინალი – ლოგისტიკური ცენტრი ერთ-ერთი წარმატებული ბიზნეს პროექტი იქნება, არამარტო თბილისში და საქართველოში, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ პროექტი განხორციელდეს 4 ეტაპად.
პირველ ეტაპზე უნდა მოეწყოს საკონტეინერო მოედანი და კონტეინერებიდან ავტოტრანსპორტში პირდაპირი მეთოდით გადატვირთვისთვის საჭირო ფანჩატური.
მეორე ეტაპზე მშრალი საწყობები სამომხმარებლო საქონლის, მათ შორის საკვები პროდუქტების შესანახად და დასაფასოებლად.
მესამე ეტაპზე სამაცივრე საწყობები, როგორც პლიუსიანი (4-12 გრადუსი) ხილის, მათ შორის ეგზოტიკური და მინუსიანი (18-24 გრადუსი) ღრმად გაყინული ფრინველის, თევზის და ხორცის, ასევე მათი პროდუქტების შესანახად.
დამამთავრებელ ეტაპზე უნდა მოეწყოს საგამოფენო-საპრეზენტაციო და საწარმოო კორპუსები, ამ უკანასკნელში განხორციელდება დამატებული ღირებულების სერვისი, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნებიდან და მომწოდებლებიდან შემოსული მაკომპლექტებელი დეტალებისგან საბოლოო პროდუქტის აწყობას, როგორიცაა ელექტრონული და სატელეფონო, მათ შორის მობილური, კომპიუტერული, საოფისე და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მათ ლოტირებას, მარკირებას, შეფუთვას და დახლზე მისატანად მომზადებას.
პროექტის განხორციელების შედეგად თბილისის შემოგარენში, დასავლეთიდან შემომავალ საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივვაშენდება საბაჟო მრავალფუნქციური ტერმინალი რომელსაც შეეძლება მიიღოს საბაჟო კონტროლქვემდებარე საკონტეინერო ტვირთები, როგორც რკინიგზით ასევე ავტომობილებით. ტერმინალს შეეძლება აწარმოოს ყველა სახის საბაჟო, კონტეინერების დატვირთვა-გადმოტვირთვის, შენახვის ოპერაციები და მათთან დაკავშირებული სხვა მომსახურება.
პ.ს.
პროექტზე დადებითი დასკვნა დადეს მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა და აიბიარდის წარმომადგენლებმა
პ.ს.ს.
ამ პროექტის ღირებულება ბოლო მონაცემებით 15-20 მილონია
და ეხლა მე რომ მაგდენი ფული მქონდეს დავპოსტავდი ამ ფორუმზე?????
მადლობთ გამოხმაეურებისათვის!!!
პს.ს.ს.ს.
ქალაქის ცენტრიდან რკინგზის გატანის შემდეგ. 250 ჰექტარზე უქმდება 27 სარკინიგზო ჩიხი და მასზე მიბმული სასაწყობო მეურნეობები
მათ შორის სამხრეთ პარკი, პარფუმერიის ქარხანა და ა.შ.
ჩვენი ტერიტორია ბუნებრივი მონოპოლისტი ხდება ამ საქმიანობისათვის და სწორედ აქედანაც წმოვიდა ლოგისტიკური ცენტრის შექმნის იდეა.
This post has been edited by gogilord on 21 Nov 2010, 16:45