#21415539 · 3 Sep 2010, 19:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (lost in november @ 24 Aug 2010, 22:36 ) | aisi
ცხოვრობდი იქ თუ გავლით იყავი? როგორი სიტუაციაა ზოგადად ქვეყანაში. საცხოვრებელ პირობებს ვგულისხმობ. თუ არის რამე სანახავი. |
2 კვირით ვიყავი მივლინებაში მონროვიაში და ერთხელაც სიერალეონა-ლიბერიის საზღვარზე. ხალხი კეთილგანწყობილია, თუმცა შეიძლება წამდაუწუმ მეგობრობა შემოგთავაზონ და ლაპარაკით შეგაწუხონ. მეტ-ნაკლებად კარგი რესტორნები აქვთ ოკეანის ნაპირზე, ხელნაკეთი სუვენირები გაეროს ოფისის სიახლოვეს - არჩევანი დიდია, თუმცა თითქმის იგივეა რაც დანარჩენ აფრიკის ქვეყნებში და არ გამოვრიცხავ რომ სენეგალიდან არის შემოტანილი. ქვეყანა უაღრესად გაჭირვებულია და დანგრეული, თუმცა ბოლო ხანებში ჩინელები უკეთებენ გზას. რაც ვნახე და მომეწონა: ქალაქგარეთ რამოდენიმე პლიაჟი, კაუჩუკის ხის პლანტაციები და ქოქოსის პალმების ულამაზესი ტყეები
|