გულთბილი მოკითხვა
სულ რამდენიმე დღეა ოჯახთან ერთად საქართველოდან დავბრუნდი მუდმივი დისლოკაციის ადგილზე (აშშ-ში). დავბრუნდი სასიამოვნოდ გაოცებული და უზარმაზარი შთაბეჭდილებებით.
თავიდანვე ვიტყვი - როცა ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავ, მიხვდები რომ ისე არ წვიმს როგორც ქუხს... მხედველობაში მაქვს ხელისუფლების ოპონენტთა „ქუხილი“.
უკვე მეორე ათეული წელია რაც უცხოეთში ვართ და ამ ხნის განმავლობაში სამჯერ ჩამოვედი სამშობლოში. პირველად ეს იყო 2007-ში, შემდეგ 2008-ში გაგანია ომის დროს და წელს. პირველად როცა საქართველოში მოვდიოდი, პროპაგანდისა და ოპოზიციის „ქუხილის“ შედეგად პირწავარდნილი ანტიმიშისტი ვიყავი - მაღიზიანებდა და ნერვებს მიშლიდა ხელისუფლების ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი ჩინოვნიკი. აქედან ნებისმიერი პოზიტივი ნეგატივად მეჩვენებოდა... და სწორედ ასეთნაირად დამუხტული ჩამოვედი საქართველოში, მაგრამ აეროპორტიდანვე ჩანდა რომ პოზიტივი გაცილებით მეტი იყო ვიდრე ნეგატივი (ჩემს მაშინდელ შთაბეჭდილებებებს თემაც კი მივუძღვენი
წლების შემდეგ დანახული საქართველო )
2008-ში არანაირი შთაბეჭდილებების წერის სურვილი არ მქონია - ისეთივე დამძიმებული განწყობით ვიყავი, როგორც ყოველი თქვენთაგანი
2010 წლის ვიზიტმა კი, როგორც ზემოთ უკვე დავწერე, სასიამოვნოდ გამაოცა. ურთიერთობა მქონდა როგორც ჩინოვნიკებთან, ასევე პატრულთან; თითქმის ყველა სფეროსა და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებთან! ფაქტი ერთია - საქართველო ლამაზდება, მშვენდება და ძლიერდება....
თემა გაიხსნა და ახლა ყოველ წერილში ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები და შევეხები ყველა სფეროს რასთანაც კი მე შეხება მქონდა, მაგრამ ამ წერილშივე რომ არ ვუძღვნა ჩვენს პატრულსა და სახელმწიფო რეესტრის სამსახურსა და მათ თანამშრომლებს დიდი ქათინაურები, არ გამოვა - ყოჩაღ, კარგი ხალხი ყოფილხართ.... ნამდვილად არ მოველოდი, რომ შევარდნაძისა და პუტჩისტთა ჩამყაყებული ყოფიდან, თუკი შეიძლებოდა ასეთი ხალხის მოძებნა
(გაგრძელება იქნება)
პ.ს. ერთ რამეზე გული მწყდება - დროის უკმარისობისა და ცაიტნოტის გამო ვერ შევძელი მეგობრების ნახვა, ვერც აქაური და ვერც იქაური (ვერ ვნახე ჩივავა, კეისარი, იბერიანა და ასე შემდეგ)... სამაგიეროდ ვნახე ჩემი ძმა მურზა, ისიც ტელევიზორში (ჩიპსების თაობა)... მგონი უზულასაც მოვკარი შორიდან თვალი, საქართველო-ისრაელის მატჩზე