მამულიშვილნო, ხშირად გვესმის უკმაყოფილება თბილისში ავეჯის ასორტიმენტის შეზღუდულობასა (მდფ, დსპ, ნამდვილი ხე იშვიათობაა, გამომშრალი არაა და ასე შემდეგ) და ფასების კატასტროფულობაზე.
გაისად ვფიქრობთ სატესტო რეჟიმში მაკაგონის და Teak Wood-ის ავეჯის შემოტანას. ავეჯი უმაღლესი ხარისხისაა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეინფორესტებიდან, მისით მარაგდება ევროპის დიდი თუ საშუალო ავეჯის ფირმები, სასტუმროები, რესტორნები და ოფისები.
გვსურს კბილი მოვუსინჯოთ ბაზარს. ამდენად, გვაინტერებს რა ტიპის ავეჯზეა მოთხოვნა ფუნქციონალურობის, სტილის (ბაროკო/კლასიკური "ხუჭუჭჩუქურთმოვანი" ვერსუს მოდერნი) და მსყიდველობითი უნარის თვალსაზრისით.
თუ არ დაგეზარებათ, გაგვიზიარეთ თქვენი აზრები.
მადლობა.
პ.ს. შევეცდები ავეჯის რამდენიმე ნიმუშის ფოტო დავურთო.
This post has been edited by EVErgreen on 5 Oct 2010, 11:39
მიმაგრებული სურათი
ქვის ხანა იმიტომ კი არ დასრულებულა, რომ ქვები გათავდა....
Let's move to clean energy.