გამარჯობათ
მაქვს Sony ericsson vivaz არის სიმბიან S60, 9.4
მაქვს Sony Ericsson PC Suite რომლის საშუალებითაც მობიდან კომპში ვცვლი ინფორმაციას და პირიქით, ანუ სინქრონიზაცია ხდება.
კითხვა კი შემდეგში მდგომაროებს, როგორ დავუკავშირდე ინტერნეტს, Sony Ericsson PC Suite-ს საშუალებით ისე რომ არ გამოვიყენო მობილური ოპერატორების სერვისი როგორიცაა GPRS, WAP....??? მინდა უბრალოდ PC Suite-ს საშუალებით დავუკავშირდე ინტერნეტს. შეიძლება თუ არა ეს სიმბიანზე?
ნოკიების მფლობელებო, თქვენც ესე ხართ თუ მარტო მე ვარ ესეთ დღეში? თქვენ რანაირათ უკავშირდებით?
ადრე მქონდა Windows mobile, შევაერთებდი USB-ში და უპრობლემოდ უკავშირდებოდა ინტერნეტს, შევდიოდი და ვიწერდი რაღაც რაღაცეებს, ისე რომ არანაირი სერვისის ჩართვა არ სჭირდებოდა.
მაქვს Windows 7 Ultimate, 32 bit
წაკითხული მაქვს რომ შეიძლება ბლუთუზით დაკავშირება ოღონდ მხოლოდ Windows XP-სათვისო, ვინმეს შეუძლია ამ ხერხის მაგალითი მომცეს ან ვინც ასეთი ხერხით სარგებლობთ დაწერეთ და გამაგებინეთ
ბოლობოლო თუ ამ ყველაფერმა არ გაამართლა, რჩება უკიდურესი ბოლო გზა Wi-Fi.
ამ შემთხვევაში WLAN როუტერი უნდა ვიყიდო ხომ? მაგალითად D-Link DIR-300?
ინტერნეტის კაბელი მეზობლიდან მყავს შემოყვანილი და WLAN როუტერიც მაგას უყენია (სამწუხაროდ Wi-Fi ჩემამდე ვერ აღწევს), პრობლემა ხოარ შემექმნება ქსელში მე თუ ჩემთვის D-Link DIR-300 როუტერს მივუერთებ?
* * *