ე.ი თქვენი აზრი მაინტერესებს, ნაკლებად თუ რამეს შეცვლის მაგრამ საინტერესოა ქართული FORUM საზოგადოების აზრი ქვემორე სიტუაციასთან დაკავშირებით.
ერთი რიგირთი ქართველი ვარ, რომელიც ამერიკაში სწავლობს და ცხოვრობს აგერ უკვე 2 წელია. დავიბადე და გავიზარდე საქართველოში საკმაოდ ტრადიციულ ქართულ ოჯახში მამა-იურისტია დედა-ექიმი. აქ ამერიკაში მარტო(ანუ ოჯახის გარეშე) ვცხოვრობ. ჩემმა ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ნორმალურ ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი, მიმეღო საუკეთესო განათლება და ამერიკაშიც თავისუფლად გამომიშვეს, იმიტომ რომ იციან აქ კონკრეტული მიზნებით ჩამოვედი და ნამდვილად დიდ ნდობა აქვთ ჩემს მიმართ.
მოკლედ, უკვე 1 წელია რაც ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი (ამერიკელი) რომელსაც ძალიან მოვწონვარ და მეც მაქვს მის მიმართ გრძნობები, თავს ერთად ძალიან კარგად ვგძნობთ. რა თქმა უნდა თავიდანვე გავაცანი ქართული კულტურა და ტრადიციები, მათ შორის ისიც რომ ჩვენთან საკმაოდ დიდ ნაწილი თვლის რომ სექსი მხოლოდ ქორწილის შემდეგ არის დასაშვები (ნუ ეხლა ამაზე ნუ გამომეკიდებით, რაც არ უნდა თქვათ ზოგადი აზრი ჯერ-ჯერობით მაინც ესეთია). ეს ყველაფერი და ისიც რომ სექსუალური კავშირი არ გვექნებოდა მისთვის გასაგები აღმოჩნდა, თუმცა 1 წელია უკვე რაც ერთმანეთს ვხვდებით და უბრალოდ გამორიცხულია ამ ურთიერთობის ესე გაგრძელება.
თან მე პირადა არ ვთვლი რომ მაინდამაინც ქორწილამდე უნდა ვიცადო, მითუმეთეს ოჯახი და ქმრის იდეა დიდად არ მიტაცებს და გაცილებით დიდი სიამოვნებით მოვახდენ ორიენტირებას კარიერაზე. ძალიან მომწონს და მინდა მქონდეს სექსი მასთან, მაგრამ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას.
ერთი ის რომ, ნაკლებად სავარაუდოა მე და მან ოჯახი შევქმნათ (ორივე ვსწავლობთ და კარგ კარიერაზე ვოცნებობთ) ანუ ალბათ ეს ურთიერთობაც დასრულდება და კიდევ 2 წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდები და სავარაუდოდ თუ მანდ ვინმე ქართველთან ერთად ოჯახის შექმნას გადავწყვეტ , დიდი შანსია ეს პიროვნება რიგითი "მურთაზი" აღმოჩნდეს, რომელიც ჩათვლის რომ მე :ნაგულავები" ვარ (როგორც ჩემი ერთი ქართველი ბიჭი მეგობარი იტყვის ხოლმე

)
მეორე, ამ ნაბიჯით ალბათ ჩემ ოჯახს ძალიან დიდ დარტყმას მივაყენებ, ის ვიღაც მომავალი "მურთაზები" რომ საერთოდაც არ მაღელვებდეს, ჩემი ოჯახი ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში და არ მინდა მათ გული ვატკინო.. ვერც ჩემ იურისტ მამას და საკმაოდ ეკლესიურ დედას ვერ ავუხსნი, ალბათ რომ დღეს სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ და რომ "ბოიფრენდი" საჭიროა..
ე.ი ესეთი დილემის წინაშე ვდგევარ და მირჩიეთ აბა რამე..
P.S 20 წლის ვარ ისე ინფოსთვის (ხო და ნუ დაიწყებთ ეხლა ეს ძალად სვეტსკები ამდენ ხანს რამ გაგაძლებინა და მსგავს იდიოტიზმს)