#22643804 · 23 Nov 2010, 13:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დროა კი არა, დაგვიანებულიცაა, მაგრამ - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...
ჰოდა, იმ სიმღერისა არ იყოს, რამე ჩვენც მოვახერხოთო, მარტო მაგათ იმედზე დგომა რას გვარგებს, პატარა ჩვენც უნდა გავინძრეთ...
ამხელა ფორუმია და მილეთის ხალხი დადის აქ, ყველაფერზეა საუბარი, აბსოლუტურად ყველაფერზე მთავარის გარდა - დეოკუპაციაზე სიტყვა არ იძვრება. ერთი წერეთელი ლაპარაკოს დრო და დრო და ეგაა, იმასაც ალმაცერად უყურებს ფორუმი... ნუ, ან არ გვჯერა მისი ან არ ვენდობით ან კიდევ რაღაც ჯანდაბა...
აქვე ნოკის ცნობილი ფოსტა შეიძლება გაიხსენოს კაცმა, მაგრამ... ეს ფორუმი ხომ შეიძლება მართლა გამოიყენის კაცმა კარგი საქმისთვის და არა ერთმანეთის დასაჭმელად და მტრობა-შუღლის ჩამოსაგდებად??? დანა რომ დანაა, ვიღაცა პურის დასაჭრელად ან ქირურგიული ოპერაციისთვის გამოიყენებს, ვიღაცა კი კაცს მოკლავს და იმამაძაღლებს, ჰოდა, მაშ პრობლემა ჩვენს მიდგომაში ყოფილა... ბოროტს თუ ბოროტების კეთება არ სწყინდება, კეთილმა რატომ უნდა დაყაროს ფარ-ხმალი და დანებდეს??? "ბოროტსა სძლია კეთილმანო...", იმ სულკურთხეულმა რომ თქვა, გავიგონოთ იქნება და შევეშვათ გლახა საქმეს, ქიშპობას, გაუტანლობას... კაი ვცადოთ და ვივარგოთ იქნება...
--------------------
დ ე ო კ უ პ ა ც ი ა !!!
სურათების ასატვირთად -> მამა-ჰოსტი -> http://pix.ge
ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
|