მოკლედ
მაგ ბიზნესის ერთი სავაჭრო წერტილით დაწყება არის არამომგებიანი(მაშინ შენ თვითონ უნდა გაყიდო). უნდა მოძებნო 3 ადგილი მაინც სადაც კარგი მოძრაობაა, უბანში ადგილი სადაც სამსხურიდან მომავალი ხალხი მოძრაობს. (ანუ შენ გათვლა ძირითადად უნდა გააკეთო ხალხზე, რომლებიც სამსახურიდან ბრუნდებიან და სახლში რაიმე ხილის წაღება უნდათ, ან დიასახლისზე რომელსაც უცებ დასჭირდა რაღაც ბოსტნეული. ) უნდა მოაწყო ადგილი ისე ლამაზად, სუფთად რომ მომხმარებელს შენთან მოსვლის სურვილი გაუჩნდეს (კარგი იქნება თუ რამე ორიგინალურ სახელს (Mr. tomato ან რაიმე მსგავსი, ჟღერადი და თან "სახალისოსავით") , ფერს, ლოგოს (გაღიმებული პომიდორი ან რაიმე დადებითი ეფექტის შემქმნელი ) მოიფიქრებ და ამ ყველაფრის შესაფერისად გააწყობ ადგილებს). აუცილებლად ლამაზად ჩალაგებული ბოსტნეულის ყუთები, გაწმენდილი, "ჯანსაღად" მომზირალი საქონელი, სუფთა წინსაფრიანი გამყიდველი. მოკლედ ვიზუალურ მხარეს ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაუთმო და ეს ყველაფერი ერთიანი "ბრენდის" ქვეშ უნდა გააკეთო. ამ ყველაფრის გაკეთებაში ახლობლებს თუ დაიხმარებ, მასალებს შენ თვითონ იყიდი, ააწყობ, ანუ მაქსიმალურად შეამცირებ ხარჯებს თითო ადგილზე სავარაუდოდ მაქსიმუმ 2000 ლარი დაგჭირდება, ანუ ეს ჯამში 6000 ლარი. (დაახლოებით რააა). თითო წერტილზე საბრნავი კაპიტალი (საქონელი) დაგჭირდება დაახლოებით 500-600 ლარის, ჯამში 1800ლარი . კარგი იქნება თუ პროდუქტებს მოიტან ყოველდღე ან მაქს. 2 დღეში ერთხელ.
საშუალოდ ხილ-ბოსტნეულის დახლების ფასნამატი არის 40%. (რაც უფრო პრესტიჟული უბანი, მით იმატებს) . საშუალო თვიური ხარჯები გექნება
გამყიდველი დღეში 10 ლარი. = 10 * 30 * 3 = 900 ლარი
ადგილის ქირა (კარგი ინება თუ ნაქირავებ გარაჟში გააკეთებ. ქირა ალბათ 200$ მაინც იქნება) =3*200*1.78 = 1068 ლარი.
საქონლის ტრანსპორტირება საკუთარი მანქანით 10*30 = 300 ლარი. თუ არ გყავს ვინმეს მანქანიან პიროვნებასთან შეთანხმება, რომ დილით მოგატანინოს. ალბათ ერთი 700 ლარად დათანხმდება (ბეზინის ჩათვლით. ძირითადად ცენტრალურ უბნებში უნდა გააკეთო ეს დახლეი და შესაბამისად დიდი მანძილით არ იქნება დაშორებული ბაზარს) , მაგრამ ამ 400 ლარის დამატებით ხარჯს ჯობია რამე პატარა მანქანა აიყანო გამოსყიდვით და ეს თანხა მას უხადო.
სხვა ხარჯი 200*3 = 600 ლარი. (საგადასახადოც აქ რომ შევიყვანოთ. ცოტა რომ დამალო რაა

)
ანუ სულ ფიქსირებული ხარჯი გამოგდის 900+1068+700+600= =3268
ნულოვანი მოგების დონე 40%იან ფასნამატზე და 3300 ლ. ფიქსირებულ ხარჯზე გამოგდის 1 დახლზე საშუალო ნავაჭრი დღეში 129 ლარი. რაც თუ გადავხედავთ სხვა მსგავს წერტილს არც ისე ბევრია.
ჯამში ინვესტირება გამოგდის 6000+1800+200(სხვა დამატებითი) = 8000 ლარი. საშუალოდ ამ ტიპის , ზომის ბიზნესის საშუალო თვიური ROE = მინ. 15%. (არავინ ჩადებს ასეთ პატარა ვაჭრობაში 1000 ლარს თუ მოგება თვეში არ დაუტოვა 400-500 ლარი მაინც როცა თვითონ ყიდის. რამდენიმე წლის წინ როცა თავიდან მუშაობა დავიწყე და პატარა სესხებზე ვმუშაობდი ზუსტად ესეთი მომგებიანობა ჰქონდათ. ) ანუ შენი მოგება უნდა გამოვიდეს 1200 ლარი და+ბიზნესი რომელსაც უფრო დაამურამებ და გაზრდი.
1200 ლარიანი მოგების შემთხვევაში 1 დახლზე საშუალო ნავაჭრი დღეში უნდა გქონდეს 175 ლარი.
საშუალო დღიურ აუცილებელ ნავაჭრს შენთვის სასურველი მოგების დონეზე მარტივად დაითვლი. = ((3300+X)*1.4/0.4)/3/30. სადაც X შენი სასურველი სუფთა მოგებაა თვეში. (დეტლურად დავწერე ეს გამოსახულება, დანარჩენი თქვენ გაამარტივეთ

)
დანარჩენი რამდენად გიღირს, რამდენად გსურს და რამდენად მოახერხებ ეგ შენი გადასაწყვეტია.
დაახლოებიტ ესეა რა. თუ დაწყებას გადაწყვეტ უფრო დეტალურად და უფრო ყურადღებით მოგიწევს ყველა ფაქტორის გათვლა.
არავინაა დამარცხებული, სანამ თვითონ არ ჩათვლის თავს დამარცხებულად.
სიმდიდრე ამ ქვეყანაზე თავდაპირველად იდეების სახით მოდის!