#22865030 · 7 Dec 2010, 23:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პატივცემულო ადმინისტრაციავ,
ჩემი აზრით ფორუმზე აუცილებელია განყოფილება "საზოგადოების" დამატება პოლიტიკის განყოფილების დაბლა. რატომ ახლავე აგიხსნით: პოლიტიკის განყოფილებაში ხშირად იხსნება ხოლმე თემები, რომ მუხიანში შუქი ჩაქრა, გომბორში ახალი გზა დააგეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაძვირდა, ქუთაისს წყალი რეჟიმით მიეწოდება, გუშინ ღამით ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს და ა.შ. ცხადია, არცერთი ასეთი თემა არ არის პოლიტიკური, მაგრამ ისინი საკმაოდ ხშირად იხსნება და აქტიურად განიხილება პოლიტიკის განყოფილებაში. ასეთი თემები არა პოლიტიკური არამედ სოციალური შინაარსისაა და ეხება საზოგადოებას. (თუმცა, ჩვენთან ყველაფრის განხილვა შეიძლება პოლიტიკურ ჭრილში) ასეთი თემებისათვის ადგილი სწორედ ამ განყოფილებაში უნდა იყოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს განყოფილება იქნება "პოლიტიკაზე", "ქალი და მამაკაცზე" და "სპორტზე" არანაკლებ აქტიური და პოპულარული. ეს იქნება განყოფილება, სადაც ისაუბრებენ საზოგადოებისთვის აქტუალურ არაპოლიტიკურ თემებზე, პრობლემებზე და ა.შ. საბოლოოდ ეს ყველაფერი მოიტანს ორ დადებით შედეგს: პირველი: პოლიტიკის განყოფილება გაიწმინდება არაპოლიტიკური თემებისაგან და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი: ეს ხელს შეუწყობს ჩვენ ჩამოგვიყალიბდეს სოციალური საკითხების პოლიტიკისაგან გამიჯვნის კულტურა და ყველაფერს პოლიტიკა არ დავუძახოთ.
პატივისცემით, იუზერი გიუშა.
მეტა: tim, wolfspell
--------------------
http://prodigycow.wordpress.com http://twitter.com/KopGeorge
|