პუტინი - მე და მედვედევს რიგრიგობით გვძინავს
20:51 16-12-2010
მე და დიმიტრი მედვედევს რიგრიგობით გვძინავს", – ასე უპასუხა დღეს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ტელემაყურებელთა კითხვაზე, რომელიც ასე ჟღერდა: "ვინ მართავს ქვეყანას, როდესაც მედვედევსა და პუტინს სძინავთ?".
რუსეთის პრემიერი დღეს 4 საათისა და 24 წუთის განმავლობაში პასუხობდა თანამოქალაქეთა კითხვებს პირდაპირ ეთერში, რითაც, რუსული მედიის ცნობით, ახალი რეკორდი დაამყარა.
საუბრის დასასრულს პრემიერმა განაცხადა, რომ 2010 წელი "მძიმე იყო", მაგრამ მისი თქმით, ხელისუფლებამ სიტუაციის გაკონტროლება შეძლო.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/15...-gvdzinavs.htmlშევეშვათ ლირიკას და უფრო საინტერესო რამ:
ვლადიმერ პუტინი - მოსკოვში არეულობები ხელისუფლების მოქმედებით იყო პროვოცირებული
16:07 16-12-2010
მოსკოვში არეულობები პროვოცირებული იყო ხელისუფლების მოქმედებით და არა "სპარტაკის" გულშემატკივრის მკვლელობით, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა პუტინმა დღეს განაცხადა .
"მოვლენების პროვოცირება იმან განაპირობა, რომ ხელისუფლებამ მომხდარ ფაქტზე სათანადო რეაგირება არ მოახდინა. პატიმრობაში მხოლოდ ერთი, ყაბარდო-ბალყარეთის მკვიდრია. მკვლელობიდან რამდენიმე დღეში კი, ფანატებმა და ნაციონალისტებმა არეულობა მოაწყვეს", - აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას შეუძლია დ უნდა მოახდინოს კიდეც მკაცრი რეაქცია ასეთი ტიპის ქმედებებზე.
პუტინმა აღნიშნა, რომ მომხდარში დამნაშავე თანამედროვე კომუნიკაციებიაც არის, მათ შორის ინტერნეტი.
"რადიკალიზმის ბაცილა ყოველთვის საზოგადოებაში ცოცხლობს, ისევე როგორც ვირუსები - ადამიანის ორგანიზმში. თუ ადამიანებს კარგი იმუნიტეტი აქვთ, ვირუსები არ მრავლდება. ასევეა საზოგადოებაშიც. თუ მისი იმუნიტეტი ძლიერია, რადიკალიზმის ბაცილა ნიადაგს ვერ პოულობს", - განაცხდა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრემიერს მიაჩნია, რომ რუსეთის ნებისმიერი რეგიონის მცხოვრები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთნაირად კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს. ამის შესახებ მან იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში რუსების უსაფრთხოებას ეხებოდა.
"ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ შიშებისგან. რუსეთის ნებისმიერი რეგიონიდან გასული მოქალაქე ერთნაირად კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს იგი. ამაში დიდი როლი ეკისრებათ რეგიონულ ხელისუფლებებსა და ადგილობრივ ორგანიზაციებს. რუსეთის ყველა მოქალაქემ, ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, უნდა იცოდეს, რომ ისინი ერთ სახელმწიფოში არიან, ერთი სამშობლო აქვთ", - განაცხადა პუტინმა.
მოსკოვში ეთნიკურ ნიადაგზე გასულ კვირაში დაწყებული დაპირისპირება 15 დეკემბერსაც გაგრძელდა. კავკასიელებსა და რუსებს შორის შეტაკებებისას, 40 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებებს მსხვერპლი მოჰყვა. დაკავებულია 2000-მდე ადამიანი.
თქვენც იმავეს ფიქრობთ, რასაც მე?