ძალიან მაგარი ინფოა

მსოფლიოში ცნობილი საავტომობილო მარკის “პორშე”-ს ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში კომპანია „თეგეტა მოტორსი“ გახდა.
დღეისათვის “პორშე“ ყველაზე წარმატებული საავტომობილო ბრენდია, რომლის მანქანებიც, ნახევარ საუკუნეზე მეტია ავტო–ინდუსტრიის უმაღლესი ხარისხის სტანდარტია.
ავტომოყვარულებს მსოფლიოს 100–ზე მეტ ქვეყანაში საშუალება აქვთ შეიძინონ ეს ავტომობილი, თუმცა დღემდე საქართველო ამ ქვეყანათა სიაში არ შედიოდა.
ახალ ბაზარზე შესვლისას ტრადიციულობით ცნობილი ეს კომპანია აფასებს როგორც ზოგადად ქვეყნის მაკრო–ეკონომიკური მაჩვენებლებს, ასევე ეძებს ადგილობრივ პარტნიორს, რომლის მუშაობის სტანდარტები დააკმაყოფილებს „პორშეს“ მკაცრ მოთხოვნებს.
საქართველოში ადგილობრივი წარმომადგენლის შერჩევას კომპანია 5 წლის მანძილზე აწარმოებდა.
„თეგეტა“ ამ პროცესში 2010 წლის იანვრიდან ჩაერთო და „პორშემ“ არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერა.
„აღმოჩნდა, რომ ჩვენი კომპანიის გამოცდილება, ინფრასტრუქტურა და მატერიალური აღჭურვილობა არა მხოლოდ სრულიად აკმაყოფილებდა გერმანელი პარტნიორების მოთხოვნებს, არამედ მრავალ ასპექტში აჭარბებდა კიდეც მათ ნორმებს,“ - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში.“
დეტალური მოლაპარაკებების შედეგად გაფორმდა შეთანხმება Dr. Ing. h.c. F. Porsche AG–სთან, რომლის თანახმადაც კომპანია „თეგეტა Premium Vehicles Ltd”, რომელიც არის „თეგეტა მოტორსის“ შვილობილი კომპანია, გახდა „პორშეს“ ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში.
გერმანელ სპეციალისტებთან ერთად დაპროექტდა „პორშეს“ თბილისის ცენტრი, რომელიც 2011 წლის გაზაფხულზე გაიხსნება. ამასთან, 2011 წლის დასაწყისიდან „თეგეტა მოტორსის“ სათაო ოფისში გაიხსნება „პორშეს“ ავტორიზებული სერვის ცენტრი, სადაც კომპანია მომსახურებას „პორშეს“ ყველა მფლობელს შესთავაზებს.
დაწყებულია 2011 წლის მოდელების წინასწარი გაყიდვა და 2011 წლის 1 იანვრამდე მიღებულ შეკვეთებზე ვრცელდება სპეციალური ფასები.
ზოგადად, დაგეგმილია წელიწადში დაახლოებით 20 ავტომობილის რეალიზაცია. „თეგეტა“ ქართველ ავტომოყვარულებს შესთავაზებს „პორშეს“ მთელ სამოდელო რიგს, ფლაგმან „911 კარერას“ ჩათვლით.
კომპანიაში ფიქრობენ, რომ „პორშე კაიენი“ იქნება ერთ–ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი, და ამავე დროს „პორშეს“ უახლესი პროდუქტი – წარმომადგენლობითი კლასის 4 ადგილიანი „პანამერა“–ც საქართველოში სწრაფად მოიპოვებს პოპულარობას.
commersant.ge
ესეც პირველი სპორტქარები
მე ძალიან მიყვარს იტალია — ღვთაებრივი ლაჟვარდის ქვეყანა... (c)გრიშა
,,ღმერთმაარიცისრატომ ჩემპიონები"- გერმანიის ფანი იტალიაზე.......
აზარმა მაქსიმუმ მძღნერში ფეხი ჩაკრას და ეგ კვალი დატოვოს (c)FinaLLe
Forza