"რამდენამდე ადრე კი, აქა:
ეს მართალია, მე შენი დედა...?
რაა მართალი, მე შენი დედა...?
შენზე ამბობენ, ბიჭი შეეძინაო, ეს მართალია, მე შენი დედა...?
კი, კაკრაზ გუშინწინ, მე შენი დედა...
მერედა, არ აღვნიშნოთ, ნაძვები მწვანე?
აიღეს და აღნიშნეს.
სუფრა იყო რომ? სულო და გულო: ორი პორტვეინი, მჟავე კიტრი, ორიც მოხარშული კვერცხი, პიჩენია, ორი ჭიქა, რამე.
კედელზეც, ხილის კაი ნატურმორტი ეკიდა, ფოტოაპარატით დაფიქსირებული.
მაგრამ ადამიანის გული – საწყაული აღუვსებელი:
თითოც ხომ არ დაგველია? მეძავი.
რა ვიცი მე, მეძავი.
მე აქ... მე... მთელი სამოცდათორმეტი კაპიკი მაქვს... ახალი ფულით. არა,
მხოლოდ სამოცდათერთმეტი ყოფილა.
შენც აიღე და ბოთლები დაამატე. მეძავი.
არ მაქვს მე.
როგორ არ გაქვს, გუშინ დაგინახე.
კარგი. ეჰ.
ხოდა, ნუ, სამ პივაზე გვეყოფა, მეძავი.
რაო, რა სახელი დავარქვიო?
სტასიკ.
ეს სტასიკს გაუმარჯოს, მე მაგის დედა. - თქვა სტასიკის მამის მეზობელმა.
მეც მაგის დედა. ბევრჯერ. უკვე. - თქვა სტასიკის მამამაც.
რა სჯობს კარგ ქეიფსა და დროსტარებას."
სტასიკას დაბადება.
გურამ დოჩანაშვილი
"ორნი აქა-იქ"
აი ასე უნდა თარგმნოთ რუსული საამური ბაასი ქართულად..........