1. რა არის Sმარტივი?
Sმარტივი არის ძველმოდური საბანკო ანგარიშისა და ბარათის თანამედროვე ალტერნატივა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ გადახდები, დააგროვოთ დანაზოგი და ზოგადად, განკარგოთ თქვენი ფინანსები სწრაფად და, რაც მთავარია, მარტივად
2. რა იგულისხმება ძველმოდურ საბანკო მომსახურებაში?
დღეს ნებისმიერი საბანკო პროდუქტის ან მომსახურების შესაძენად თქვენ გიწევთ ბანკში რამდენჯერმე მისვლა, გაუთავებელ რიგებში დოგმა, ბევრი ქვითრის წარდგენა, ბანკის სხვადასხვა თანამშრომელთან ურთიერთობა, ცალ-ცალკე პირობებზე მოლაპარაკება და ხელშეკრულებების გაფორმება, ხანგრძლივი პროცედურის გავლა საიმისოდ, რომ გახსნათ ანაბარი და მიიღოთ სარგებელი, გადაიხადოთ სხვადასხვა მოსაკრებლები და საკომისიოები და შედეგად, ყველა შეძენილი პროდუქტის და მომსახურების მართვა განსხვავებული მეთოდებითა და ინსტრუმენტებით
3. რატომ Sმარტივი?
Sმარტივი გაძლევთ შესაძლებლობას მხოლოდ ერთი პროდუქტის შეძენით მიიღოთ თანამედროვე საბანკო მომსახურების სრული პაკეტი, რომელიც მოიცავს:
ა. უნივერსალურ საბანკო მიმდინარე ანგარიშს
ბ. კომუნალური, საკომუნიკაციო ან/და სხვა სახის გადასახადების მარტივად გადახდის ინსტრუმენტს
გ. საბანკო ბარათს, რომელზეც განსხვავებით სტანდარტული საბანკო ბარათისგან, დატანილია თქვენს მიერ შერჩეული Sმარტივი (თქვენი ტელეფონის ნომერი, მანქანის ნომერი ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ციფრი, სიტყვა ან მათი კომბინაცია) და რაც მთავარია, Sმარტივი და მასში შემავალი პროდუქტების და სერვისების მართვა თქვენ შეგიძლიათ ლიბერთი ბანკის ყველაზე ფართო მომსახურების ქსელში საქართველოს მასშტაბით, ლიბერთი ექსპრესით და ასევე დისტანციურად – ინტერნეტისა და ბანკომატების მეშვეობით
4. როგორ გამოვიყენო Sმარტივი?
ა. Sმარტივი უნივერსალური საბანკო ანგარიშია, რომელზეც შესაძლებელია თანხის შეტანა და ჩარიცხვა, გატანა და გადარიცხვა ლარში
ბ. Sმარტივი ასევე შემნახველი ანაბარია. თქვენს პრემიალურ Sმარტივზე განთავსებულ ნებისმიერ თანხაზე ჩვენ ყოველდღიურად დაგარიცხავთ მაღალ საპროცენტო სარგებელს
გ. Sმარტივი თქვენი კომუნალური, საკომუნიკაციო ან/და სხვა სახის გადასახადების გადახდის სწრაფი, თანამედროვე და კომფორტული საშუალებაა. Sმარტივის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ თქვენი ოჯახის ყველა გადასახადის გაერთიანება ერთ კალათში და ამ გადასახადების სასურველ დროს გადახდა:
• ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში – ყოველგვარი ქვითრების წარდგენის გარეშე მხოლოდ თქვენი Sმარტივით
• ამ ვებ გვერდზე – სხვადასხვა გადახდების წარმოება მაუსის მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით – გადახდების შესახებ ინფორმაციის ცალ-ცალკე ფანჯრებში აკრეფვის, თქვენი საბანკო ბარათის და პირადი მონაცემების შეყვანის და სპეციალური კოდებით ყოველი გადახდის დადასტურების გარეშე გაიგეთ მეტი
5. რა ტიპის Sმარტივი ბარათები არსებობს?
ჩვენ გთავაზობთ ორი ტიპის Sმარტივი ბარათს: სტანდარტულს (თეთრი) – რომლის მიღება შეგიძლიათ უფასოდ და პრემიალურს (შავი) – რომელზეც შეძლებთ დაიტანოთ თქვენთვის სასურველი Sმარტივი სახელი, ისარგებლოთ შეღავათებით და მიიღოთ მაღალი სარგებელი გაიგეთ მეტი
სტანდარტული Sმარტივი ბარათი
პრემიალური Sმარტივი ბარათი
6. რა უპირატესობები აქვს Sმარტივს ინტერნეტ ბანკთან შედარებით?
თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ Sმარტივი კალათით, რაც გაგიმარტივებთ სხვადასხვა გადასახადების გადახდის პროცესს და მოგცემთ შესაძლებლობას ისარგებლოთ შეღავათებით (გადაიხადოთ რამდენიმე პროვაიდერის გადასახადი, ხოლო საკომისიო მხოლოდ ერთის)
თუ თქვენ ხართ პრემიალური (შავი) Sმარტივის მფლობელი თქვენ დაგერიცხებათ მაღალი სარგებელი – წლიური 10% გაიგეთ მეტი
7. შესაძლებელია თუ არა, ინტერნეტით შეკვეთისას Sმარტივი მომიტანონ ჩემთვის სასურველ მისამართზე?
ლიბერთი ბანკი ზრუნავს თქვენი პირადი მონაცემების კონფიდენციალობაზე, ამიტომ ბარათის გადაცემა მოხდება მხოლოდ უფლებამოსილ პირზე ლიბერთი ბანკის თქვენ მიერ შერჩეულ სერვის ცენტრში
8. ტრანზაქციის განხორციელებისას უნებლიე წყვეტის შემთხვევაში (ინტერნეტის/სინათლის გათიშვა, შეფერხება) ხომ არ არის საშიშროება ბალანსიდან თანხის დაკარგვის/ჩამოჭრის?
ლიბერთი ბანკის დაცული სისტემის მეშვეობით მსგავსი საშიშროება არ არსებობს
9. შემიძლია შევარჩიო Sმარტივი სახელი ჩემი სურვილისამებრ?
დიახ:
ყველაფერთან ერთად თქვენ შეგიძლიათ გახადოთ თქვენი Sმარტივი ინდივიდუალური, მისთვის ნებისმიერი ორიგინალური სახელის დარქმევით. ჩვენ დავიტანთ თქვენ მიერ შერჩეულ Sმარტივის სახელს თქვენს ბარათზე
10. როგორ მივიღო/შევუკვეთო Sმარტივი?
მარტივად:
ა. ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში – ეწვიეთ ჩვენს სერვის ცენტრებს და მომენტალურად მიიღეთ წინასწარ დამზადებული Sმარტივი ბარათი ან შეუკვეთეთ ის თქვენთვის სასურველი სახელით
ბ. ვებ-გვერდზე www. smartivi.ge - აირჩიეთ თქვენთვის სასურველი Sმარტივის სახელი, გაიარეთ რეგისტრაცია და მიიღეთ ბარათი თქვენ მიერ არჩეულ სერვის ცენტრში
11. რა ღირს Sმარტივი და რა არის მისი მომსახურების ტარიფები?
"The Ferrari is a dream - people dream of owning this special vehicle and for most
people it will remain a dream apart from for those lucky few." Enzo Ferrari