#23608717 · 23 Jan 2011, 11:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არსებობს საკუთარი სახლი. მამკვიდრებელს ჰყავს ოთხი შვილი, რომლებიც ცხოვრობენ ამ სახლში. ყველას განსაზღვრული აქვს სიტყვიერად თავისი წილი,(არათანაბარი) რომელშიც ცხოვრობენ.
დღეისათვის გარდაცვლილია ერთ-ერთი მემკვიდრე, რომელსაც ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, ისინი დღეს მშობლისთვის გამოყოფილ წილში ცხოვრობენ. კერძო საკუთრების საჯარო რეესტრში გატარების მიზნით, მამკვიდრებლის ორმა შვილმა მიმართეს ნოტარიუს და დააფიქსირეს რომ არის მხოლოდ სამი მემკვიდრე და სამკვიდრო უნდა გაიყოს სამ ტოლ ნაწილად. შესაბამისად აიღეს სამკვიდრო მოწმობა მესამედ წილებზე. ნოტარიუსი ვალდებული იყო თუ არა მესამე მემკვიდრისთვის, რომელიც მასთან არ გამოცხადებულა მიემართა?
როგორც ვიცი მთავარი მამკვიდრებლის გარდაცვლილი შვილის ორი შვილი ასევე პირველი რიგის მემკვიდრეები არიან, ნოტარიუსთან დამალული გარდაცვლილი შვილი და შესაბამისად მისი ცოცხალი შვილების ფაქტი ამ ეტაპისთვის არის თუ არა კანონდარღვევა და იმ შემთხვევაში თუ მე როგორც მამკვიდრებლის ერთ- ერთი შვილი, რომელსაც სამკვიდრო მოწმობა ჯერ არ ამიღია, იგივე ნოტარიუსთან მისვლით, გარდაცვლილს შესახებ ინფორმირებით, რა მოხდება, გარდა ამისა საჯარო რეესტრში ყველა დოკუმენტები მიღებულია რეესტრის მიერ, მათ შორის სამკვიდრო ორი მოწმობა 30 დღის ვადა დაწყებულია. როგორ უნდა ვიმოქმედო ამ დროს რომ კანონი არ დავარღვიო
|