ეს თემა მინდა რომ ქართველ მოგზაურებზე იყოს დასაწყისისთვის ეს შევარჩიე:
ჩახრუხაძე
მსოფლიოს მოგზაურთა გალერეას არაერთი ჩვენი თანამემამულე უნდა ამშვენებდეს, თუმცა, სამწუხაროდ, მათ სახელებს, მიზეზთა გამო, აღიარება არ ჰქონია. ან როგორ ექნებოდა, როცა მათი მოგზაურობების ამბები სათანადოდ არ გახმაურებულა და ჩვენთანაც კი ბევრისთვის უცნობია. არადა, ისინი ტოლს არ უდებდნენ თავიანთ თანამედროვე უცხოელ მოგზაურებს და ზოგჯერ აჭარბებდნენ კიდეც.
ერთ-ერთი ასეთი გახლდათ თამარ მეფის მდივანი ჩახრუხაძე, რომელმაც 1193-1203 წლებში თავისი დროისთვის ცნობილ სამივე კონტინენტზე: ევროპაში, აზიასა და აფრიკაში იმოგზაურა. ამ მოგზაურობისას მან ევროპელთაგან პირველმა მოინახულა არაერთი ქვეყანა თუ ქალაქი და როგორც თავადვე გვაუწყებს, “არვისად სწორად წავიდის შორად, ინდოეთს იყვის მისი საზღვარი”. ასე შორს მანამდე არავინ გადგომია გზას, მაგრამ ჩახრუხაძემ მოგზაურობის “საზღვარი” ინდოეთის კიდეზე როდი გაავლო. იქიდან მან ჩინეთისკენ გააგრძელა გზა, მოინახულა პეკინი, გადავიდა მონღოლეთში, იყო ხატაეთში, ხაზარეთში, რუსეთში, იქიდან კიევის რუსეთის გავლით დასავლეთიდან შავ ზღვას დაუყვა, ჩავიდა კონსტანტინოპოლში, საიდანაც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გაყოლებით გაეცნო საბერძნეთს, იტალიას, საფრანგეთს, ესპანეთს, ჩრდილოეთ აფრიკის სანაპირო ქვეყნებს; იქიდან წითელ ზღვას შემოუარა, მიაღწია მექას, ბასრას, ბაღდათს და თავრიზს. თავრიზიდან შინ აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ კვლავ თვისი ფანტასტიკური მოგზაურობა განაგრძო…
მსგავსი მოგზაურობა ლამის საუკუნის შემდეგ, ნაწილობრივ გაიმეორა მარკო პოლომ, რომლის სახელი დღეს მთელ დუნიაზეა ცნობილი, ჩახრუხაძეზე კი, მსოფლიოს ვიღა ჩივის, მისი ბიოგრაფიის მკვლევარებმაც კი ცოტა რამ თუ იციან. და რაც იციან, ისიც თავად ჩახრუხაძის “ქება მეფისა თამარისი” წყალობით. სწორედ “თამარიანის” შესწავლის საფუძველზე გვამცნობს მისი ავტორის ვინაობას ანტონ კათალიკოსი, რომელიც თხზულებაში “წყობილსიტყვაობა” წერს: “ჩახრუხაის ძე-უცხო პიიტიკოსი თამარ დიდისა მკობი შაირებითა შოთას შაირთა, თუ სთქვა უკეთესსთაცაა, მთქმელი მესტიხე, დიდი სიბრძნის მოყვარე, ყოვლად საქები რიტორთ მესტიხთ გვირგინი”. იოანე ბატონიშვილი კი ჩახრუხაძეს ასე წარმოგვიდგენს: “ჩახრუხ ჩახრუხაძის-ძე, კაცი მეცნიერი ცერემინმეისტერი, თამარ მეფისა, მეცნიერებით სრული და რიტორ-მჭევრ-მოუბარი, რომელსა უწოდებენ ქართველნი მესტიხეთ გვირგვინად”. ჩახრუხაძეს არჩილ მეფეც მიაპყრობს მზერას და მისი შემოქმედებით აღფრთოვანებული სინანულითაც ამბობს: “ჩახრუხაძე ბრძენთ ვაბაძნეთ, მაგრამ სახელს გვიმალავსა”…
შესაძლოა, ჩახრუხაძეს გრიგოლი ერქვა. ყოველ შემთხვევაში, კორნელი კეკელიძე ჩვენს ყურადღებას მიაპყრობს გელათის მონასტრის “დიდი სჯულის კანონზე”, რომელიც სავარაუდოდ, მე-13 საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. ამ “სჯულის კანონზე” დართულ ანდერძში ნათქვამია: “…გლახაკი გრიგოლ ჩახრუხაიძე მომიხსენიეთ წმიდათა შინა ლოცვათა თქუენთა, რომელმან დიდითა გულსმოდგინებითა გადავწერე თავისითა ხელითა ქრისტიანეთა წინამძღუარი დიდი ესე სჯულის კანონი საუკუნოდ მოხსენიებულისა და ჩვენ ქართველთათვის ფრიად ჭირთა თავსმდებლისა არსენ იყალთოელისა თარგმნილი”… კორნელი კეკელიძის აზრით, “გლახაკი გრიგოლ ჩახრუხაიძე” და “თამარიანის” ავტორი ერთი და იგივე პიროვნება უნდა იყოს, რადგან ერთმანეთს ემთხვევა მათი ლექსიკა, მეტყველების სტილი, თხრობის მანერა, ხელნაწერის თარიღი და სხვა…
საინტერესოა ნიკო მარის მოსაზრებაც, რომლის მიხედვით ჩახრუხაძე და შოთა რუსთაველი ასევე ერთი და იგივე პიროვნებაა. ამის დასტურად ნიკო მარს მოჰყავს “თამარიანის” 75-ე სტროფიც: “მაშა, მეხელი, მაშა მეხელი, მათ ვამგებლობდე, და-ცა-ვსცე ნალი! ვინ აშენ ებრად, ვი ა შენებრად თვალთ-შეუდგამი ნათლის მფენელი?” ნიკო მარის აზრით, “მაშა, მეხელი” მოხეტიალე მესხად უნდა გავიგოთ, სხვა მკვლევართა ფიქრით კი ჩახრუხაძე მოხევეა, რაც თავად “თამარიანის” ერთი სტროფითაც დასტურდება: “მოხევის ძეთა ჩახრუხაძეთა ექო თამარი, მეფე წყლიანი”. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ წინათ ხევი მხოლოდ დღევანდელ ხევს არ ეწოდებოდა და მას უფრო ფართო მნიშვნელობა ჰქონდა. აკი არჩილ მეფე მას მოხევესთან ერთად მთიულსაც უწოდებს: “მოხეველისმან, ჩახრუხელისამ, ლექსთა სიტკბომან ამიყოლია, მისებრ მთიელი, სიბრძნით ღვთიული, თამარის კიდე ვისცა ჰყოლია?”… თუმცა, არც “მთიელი” და “მთიულეთი” იყო საქართველოს მხოლოდ ის კუთხე, რომელსაც დღეს ვუწოდებთ, წინათ ამ სიტყვაში ხომ მთელი კავკასიონის მთიანეთი იგულისხმებოდა. მთიელი იყო, მოხევე თუ მესხი, ჩახრუხაძე “თამარიანის” ავტორია, რომლის ნიჭის შესამკობად ეპითეტებს არ იშურებენ: “თამარ დიდის მმკობი შაირებით”, “მჭევრმოუბარი”, “მთქმელი მესტიხე”, “ფილასოფოსი”, “მეცნიერებით სრული”, “რიტორტ-მესტიხით გვირგინი”, “დიდი სიბრძნისმოყვარე”, “დიდი რიტორია”… “დიდი რიტორია” და უდიდესი მოგზაურიც, რომლის მარშრუტმაც იმ დროისთვის ცნობილი ლამის მთელი მსოფლიო მოიცვა.
ჩახრუხაძის საარაკო ოდისეა მკვლევართა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ამ მხრივ ჩახრუხაძისთვის მზერა მიუპყრიათ: პავლე ინგოროყვას, ლევან კარბელაშვილს, კობა ხარაძეს… მაინც, რამ წაიყვანა თამარ მეფის კარის მეხოტბე დედამიწის კიდით კიდემდე, ქვეყნის დასალიერში? ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი თამარისადმი უიმედო სიყვარული იყო. ან იქნებ სამეფო კარზე მის წინააღმდეგ რაღაც ინტრიგები ჩაიხლართა, ან პირიქით მოგზაურობის მიზეზი ჩახრუხაძისადმი გამოცხადებული დიდი ნდობა იყო, რაც დიპლომატიურ მისიაში, პოლიტიკურ ამოცანაში, სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემის თუ სხვა რამ საკითხთა გადაჭრაში ეკისრებოდა. ვინ იცის, იქნებ არც ერთი იყო, არც მეორე, არც მესამე და ჩახრუხაძე უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო გაუდგა იმ ხიფათებით აღსავსე გზას, რომელსაც მთელი ათი წლის განმავლობაში სიცხეში, სიცივეში, ქარსა და ავდარში მიუყვებოდა უკაცრიელ ველ-მინდვრებსა თუ უდაბურ ადგილებს, სადაც ნაირგვარი მტაცებელი ნადირ-ფრინველი ბინადრობდა: “ჩემსა მოყმესა, ლომთა მოძმესა, ვის არად უჩანდის სახლი და კარი, დამეტეს მქნელად: გაიჭრეს ველად, სადგურად ჰქონდის ლომთა შამბნარი”. ამ შამბნარში შარაგზის ავაზაკებიც ჩასაფრებულიყვნენ, რომლებიც თავს ესხმოდნენ მოგზაურს და ძარცვავდნენ. და არა მხოლოდ ძარცვავდნენ. ერთ-ერთი თავდასხმისას ჩახრუხაძეს ყმებიც დაუხოცეს, მაგრამ არც ამას შეეპუა და გზა განაგრძო, რასაც თავად ასე გადმოგვცემს: “ატალას მოჰყვის, ქვეყანას მოსცვის, არვისი ჰქონდის შესაპოვარი”… ამ სახიფათო მოგზაურობისას ჩახრუხაძე მხოლოდ ფათერაკებით აღსავსე გზაზე როდი დადიოდა. პერიოდულად იგი საამურ ცხოვრებაშიც იყო და ღამ-ღამობით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ნაცვლად სასახლეებში ატარებდა დროს.
საქართველოს დატოვების მერე თავდაპირველად მან სპარსეთში იმოგზაურა, სულთანსაც შეხვდა და მის კარზე ფრიად პოპულარული პიროვნება გახდა, როგორც უაღრესად განათლებული და ნიჭიერი პოეტი: “მოვლის სპარსეთი, სხვა ქმნის ასეთი, სულთანი ნახის ცათა მცთუნარი, იგავნი უთხრნის, მეფენი უქნის, მათადვე სწორად მათი ლაშქარი. მოყვასთა წინად პირი ქმნის შინად, ჩემთვის მოჰქონდის ხმელთა ავარი’”. მერე, როცა ჩახრუხაძემ აზიის ქვეყნები მოიარა და ევროპას კიევის სამთავროდან დაუყვა, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებშიც ორთავ მხარეს “მოვლნის ქალაქნი, ზღვისა ალაგნი, სრულად ეგვიპტე, არაბთა მხარი”, მის ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაიშალა. არაბეთში, სადაც იემენიდან მეწამული ზღვით გადავიდა, მაჰმადიანობა მიიღო და იქაური ქალი ცოლადაც შეირთო. ეტყობა, სწორედ ამის წყალობით იგი გახდა პირველი მოგზაური, რომელმაც მოიარა ლამის მთელი არაბეთი, მოინახულა მექა და მუსლიმანთა სხვა წმინდა ადგილები, რაც სხვა სარწმუნოების კაცისთვის წარმოუდგენელი იყო.
ბოლოს ჩახრუხაძემ შინ დაბრუნება გადაწყვიტა და 1203 წელს ბაღდადს ეწვია. იქ მოგზაურის შესახვედრად მისი ძმა და მეგობრებიც ჩავიდნენ, მაგრამ იგი საქართველოში რატომღაც აღარ დაბრუნდა და მან კვლავ მოგზაურობა განაგრძო. ვინ იცის, იქნებ ჩახრუხაძემ ბაღდადში ახლობლებისგან რაღაც ცუდი, თავზარდამცემი ამბავი შეიტყო და შინ დაბრუნება სახიფათო შეიქმნა. ყოველ შემთხვევაში, თავად წერს: “მო-გლახ-ველოდი! დამეცის ზარი, დამტყდიან ცანი! – “კვლავ განვვლი ზღვანი – დავრჩი უსულოდ, მართ ვითა მკვდარი”. მკვლევართა ვარაუდები ჩახრუხაძის შემდგომი მოგზაურობის თაობაზე განსხვავებულია. ერთი ვერსიით, ჩახრუხაძე კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა და იერუსალიმში აღესრულა, ხოლო მეორე ვარაუდით იგი საქართველოში ჩამოვიდა, მის ერთ-ერთ მონასტერში გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები და აქვე გარდაიცვალა 1203 წელს.
სამწუხაროდ, ჩახრუხაძის მოგზაურობის ამბებს მხოლოდ მისი “თამარიანის” წყალობით ვგებულობთ, არადა, მას უთუოდ ექნებოდა თავისი ოდისეის ჩანაწერები, გეოგრაფიული აღწერილობა-დახასიათება, ხალხთა ეთნოგრაფიული დაკვირვებები, მათი ყოფა-ცხოვრების ამსახველი მასალები, რამაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. ასეა თუ ისე, ჩახრუხაძე არა მხოლოდ ქართული პოეზიის ერთ-ერთი მშვენებაა, არამედ დიდი მოგზაურიც, რომლის ჩანაწერებიც, ვინ იცის, იქნებ რომელიმე ქვეყნის მუზეუმის საცავში მტვერწაყრილი ინახება
http://ucnauri.com/124588/სულხან-საბა ორბელიანი
სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში
სულხან საბა ორბელიანი იყო მწერალი, დიპლომატი, ენციკლოპედიური ცოდნით აღჭურვილი საზოგადო მოღვაწე, იგი იყო სამეფო გვართან დაახლოებული დიდგვაროვანი. მიუღია კარგი საერო და სასულიერო განათლება,. საბა ფლობდა სომხურ, არაბულ, თურქულ, ბერძნულ, სპარსულ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მას , როგორც განსწავლულ პიროვნებას დაავალეს ტახტის მემკვიდრის ვახტანგ VI -ს აღზრდა. სულხან საბა ორბელიანის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია “სიტყვის კონას” , ლექსიკონს, რომლის შედგენაზე 30 წლი იმუშავა. ეს ლექსიკოგრაფიული ნაშრომი თავისებური გეოგრაფიული ენციკლოპედიაცაა. აღსანიშნავია მისი “სიბრძნე სიცრუისა” და “მოგზაურობა ევროპაში”.
"მოგზაურობა ევროპაში"
სულხან საბა დიპლომატიური მისიით გაემგზავრა საფრანგეთსა და იტალიაში 1713 წელს. იგი ხმელთაშუა ზღვით ჩავიდა საფრანგეთში , ორჯერ შეხვდა ლუდოვიკო XIV ს და ვახტანგ VI ს წერილთან ერთად გადასცა საქართველოსა და მის მეზობელ მხარეთა რუკა. (1723 წელს, პარიზში , ასტრონომმა გილიო დელილმა აღნიშნული რუკა გამოიყენა კავკასიისა და კავკასიისპირეთის რუკის შედგენისას).საფრანგეთიდან სულხან-საბა იტალიაში ჩავიდა ხოლო შემდეგ ხმელთაშუა ზღვის გავლით კონსტანტინოპოლში, (ახლანდელ სტამბულში). 17 თვის ლოდინის შემდეგ, იმედგაცრუებული ბრძენი მოხუცი სამშობლოს გზას დაადგა და მრავალი გაჭირვებისა და შეურაცხყოფის შემდეგ , სულით ხორცამდე გაძარცვული სამშობლოში დაბრუნდა, 1716 წელს. სულხან საბა ორბელიანმა საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ქართული გეოგრაფიული აზროვნების ისტორიაში.
http://ucnauri.com/124883/გიორგი ივანეს ძე ავალიშვილი (დ. 1769 ― გ. 1850, მოსკოვი), ქართველი მწერალი, პოლიტიკური მოღვაწე, დრამატურგი, მთარგმნელი, მოგზაური.
სწავლა-განათლება რუსეთში მიიღო. 1784-1801 წლებში იყო ქართლ-კახეთის სამეფოს წარმომადგენელი რუსეთის იმპერატორის კარზე. აქტიური როლი ითამაშა რუსეთთან საქართველოს შეერთების საქმეში. 1791 იმოგზაურა ირანის აზერბაიჯანში. 1819-1820 დიპლომატიური მისიით იყო ოსმალეთში, ეგვიპტესა და პალესტინაში. ავალიშვილს ქართული დრამატურგიის მამამთავრად მიიჩნევენ (ავალიშვილის თეატრი). მას მიეწერება ორიგინალური დრამა "მეფე თეიმურაზი" (1791), რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. მანვე პირველმა თარგმნა ქართულ ენაზე ა. სუმაროკოვის პიესები. ავტორია ლირიკული ლექსების, რომლებიც სამშობლოს გარეთ მცხოვრები მამულიშვილის განცდებსა და სულისკვეთებას გადმოსცემენ. შეადგინა პოეზიის ანთოლოგია, რომელშიც თავი მოუყარა ძირითადად თავისი დროის პოეტების თხზულებებს.
მეტად მნიშვნელოვანია ავალიშვილის ღვაწლი მთარგმნელობითს სფეროში. თარგმნაერაზმ როტერდამელის, ვოლტერის, ჯ. მილტონის, მ. ლომონოსოვის, ა. სუმაროკოვის, გ. დერჟავინის, მ. ხერასკოვის, მ. ჟანლისის და იმ დროს ევროპასა და რუსეთში პოპულარული ფრანგი, გერმანელი და სხვა ავტორების თხზულებები. ავალიშვილის სამოგზაურო დღიურები - "მგზავრობაჲ თბილისით იერუსალიმისადმი საბერძნეთსა ზედა; უკუქცევაჲ იერუსალიმით თბილისისადმივე კიპრის ჭალაკისა, მცირისა აზიისა და ანატოლიის ძალით" მრავალმხრივ საინტერესო ნაშრომია. იგი განსაკუთრებით ძვირფასია ქართული გეოგრაფიული აზროვნების ისტორიისათვის. მოგზაურობის მარშრუტი იყო: თბილისი-დასავლეთ საქართველო-ყირიმი-კონსტანტინოპოლი-ალექსანდრია-კაირო-იერუსალიმი-კ. კვიპროსი-თარსუსი-კაისერი-არზრუმი-ყარსი-შულავერი-თბილისი. ნაშრომში განხილულია საქართველოს და რუსეთის საგარეო პოლიტიკის ზოგი საკითხი, ეგვიპტის და ოსმალეთის სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება. არაბებისა და თურქების ყოფა. მოცემულია საინტერესო ცნობები ეგვიპტეში მცხოვრები ქართველების შესახებ.
ავალიშვილი იშვიათი კალიგრაფიც იყო. ამას მოწმობს ზემოაღნიშნული ნაშრომი, რომელიც კალიგრაფიული მხედრულით არის დაწერილი. წიგნს ერთვის ნახატები, რომელთა ავტორის ვინაობა დაუდგენელია.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%...%83%9A%E1%83%98ტიმოთე გაბაშვილი (დ. 1703 გ. 1764), ქართველი მწერალი, მხატვარი, მოგზაური, დიპლომატი, კარტოგრაფი, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
1729 წლამდე ტიმოთე გაბაშვილი დავითგარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. დაახლ. 1730 წელს იგი დასავლეთ საქართველოში (იმერეთში) გადავიდა, სადაც სულ მალე ქუთათელ მთავარეპისკოპოსად ეკურთხა. ამის შემდეგ იგი აქტიურად ჩაება ქვეყნის სახელმწიფოებრივ და საეკლესიო საქმეებში. მჭიდროდ იყო დაახლოებული სამეფო კართან, განსაკუთრებით კი ალექსანდრე V -სთან.
უნდა შევნიშნოთ რომ მისი საქმიანობა საქართველოს კეთილდღეობისათვის იყო მიმართული და მან როგორც ფართო ინტელექტითა და განსაკუთრებული ღვაწლით აღჭურვილმა პირმა, ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი საპატიო ადგილი დაიკავა.
1738 წელს ქვეყანაში შექმნილმა მძიმე სიტუაციამ აიძულა ალექსანდრე V-ეს რუსეთში ელჩი გაეგზავნა. ელჩობის პირველი კანდიდატი იყო ტიმოთე გაბაშვილი, რომელიც რუსეთში გაემგზავრა დასავლეთ საქართველოს რუკითა და ოსმალეთის ბატონობისაგან საქართველოს განთავისუფლების გეგმით.
გამგზავრებიდან ერთი წლით ადრე (1737) ტიმოთემ თავისი ხელით შეადგინა საყოველთაოდ ცნობილი ლიხთ-იმერეთის (ე.ი. დასავლეთ საქართველოს) რუკა, სადაც რელიეფურადაა გამოსახული დასავლეთ საქართველოს უმთავრესი მთები, ჰიდროგრაფიული ქსელი, მცენარეული საფარი, დასახლებული პუნქტები, სანაოსნო გზები, წიაღისეული სიმდიდრეების საბადოები და ისტორიული ძეგლები (განსაკუთრებით ციხე-სიმაგრეები და და სადაზვერვო კოშკები). ტიმოთეს მიერ შედგენილი რუკა მთლიანობაში ასახავს დასავლეთ საქართველოს გეოგრაფიულ, გეოლოგიურ, ისტორიულ და ხუროთმოძღვრულ მასალებს.
როგორც აღინიშნა ავტორი დიდ ყურადღებას უთმობდა გეოგრაფიას. რუკაზე დაიტანა დაახლ. 150 გეოგრაფიული სახელწოდება. გარდა ამისა მის რუკაზე ფართოდ გამოისახა წიაღისეული სიმდიდრეები, მ.შ. აღნიშნულია გოგირდის, რკინისა და ვერცხლის საბადოები. ყურადღებას უთმობს ასევე საერო ნაგებობებსა და ტაძრებს.
რადგან რუკას სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა, მასზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ამა თუ იმ ციხე-სიმაგრეების გეგმებსა და მათთან მისასვლელ გზებს. აღწერილია სოხუმისა და ქუთაისის ციხეები და სხვ.
არ შეიძლება გვერდის ავლა იმ მოვლენებისათვის, რომელიც ფიქსირდებობა XVIII საუკუნის საქართველოში - კერძოდ კი ტიმოთე გაბაშვილის ცხოვრების ეპოქაში.
XVIII ს. ოსმალობა ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს სხვადასხვა ადგილებში. გაძლირებული აგრესიის შედეგად ოსმალებმა მოახერხეს მრავალი ქალაქისა და ციხე-სიმაგრის აღება. XVIII საუკუნის 20-იანი წლებიდან მათ დაიპყრეს - ბათუმი, ფოთი, რუხი, სოხუმი, ამასთანავე ხელთ იგდეს და ნაწილობრივ დაანგრიეს ციხე-სიმაგრეები. 1724 წელს სოხუმში არსებული ციხე-სიმაგრე ოსმალებმა კიდევ უფრო გაამაგრეს და მას ”სოხუმ-კალე” უწოდეს. მიუხედევად აჯანყებებისა, აფხაზთა ხალხმა მაინც ვერ შესძლო ციხის საბოლოოდ განთავისუფლება. მათი ბატონობა აქ დიდხანს გაგრძელდა. ოსმალებმა ფართოდ მოიკიდეს ფეხი ასევე ბათუმში და დაიპყრეს აქ არსებული ბათუმის ციხე (იგივე ლოსორიონი). ოსმალთა ხელში გადავიდა სახელგანთქმული რუხის ციხეც.
მათ აქ განათავსეს გარნიზონიც, მაგრამ შემდგომ ქართველებმა (რუსებთან ერთად) მოახერხეს ციხის გათავისუფლება. ამ ვითარებიდან გამომდინარე დასავლეთ საქართველოს მთავრებს არაფერიღა დარჩენოდათ თუარა ელჩი გაეგზავნათ რუსეთში და მფარველობა ეთხოვათ მათთვის.
ტიმოთე გაბაშვილმა წერილი გადასცა რუსეთის დედოფალს ანა იოანეს ასულს და ალექსანდრე V წერილშივე აღნიშნავს დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას.
მოსკოვიდან საქართველოში მომავალი ტიმოთე (1740) გზაში ჩერქეზებმა შეპყრეს და ექვსი თვე ტყვეობაში გაატარებინეს. შემდეგ იგი გაიქცა და საქართველოში 40-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებული ტიმოთე თავის ეპარქიას 1747 წლამდე განაგებდა. 1753 იგი ქართლის მთავარეპისკოპოსად აკურთხეს. შემდეგ იგი აქტიურად ჩაება ერეკლე II-ისა და ანტონ I-ის კულტურულ საქმიანიობაში. მათი ხელშეწყობით ტიმოთე სამოგზაუროდ გაემგზავრა.
ტიმოთე გაბაშვილის მოგზაურობანი საბოლოო ჯამში ოთხ წელიწადს (1755-1759) გაგრძელდა. მოგზაურობის მიზანი იყო იმ ადგილების დათვალიერება რომელიც განლაგებული იყო პალესტინაში, მ.შ. იერუსალიმში. ტიმოთეს აინტერესებდა ქართველთა მიერ აგებული ტაძრების ნახვა, ასევე მის ყურადღებას იპყრობდა სხვა წმინდა ადგილების დათვალიერება.
მოგზაურობა
ტიმოთე გაბაშვილის მოგზაურობა დაიწყო ქ. თბილისიდან. აქედან იგი ახალციხეში მივიდა, საიდანაც მიაღწია საპორტო ქალაქ - ბათუმს. ბათუმიდან მან ზღვით დაიწყო მოძრაობა და გასცურა შავი ზღვის სამხრეთი ნაწილის თურქეთის ნაპირები, სადაც მიაღწია ჯერ ტრაპეზუნტს, ხოლო შემდეგ - უნიას. ამის შემდეგ ტიმოთე ხმელეთით იწყებას მოძრაობას და ღრმად იჭრება თურქეთის ტერიტორიაზე. ხანგრძლივი მოძრაობის შემდეგ მან მიაღწია ქ. კონიას, მერმე რამდენიმე ქალაქის გავლით ჩააღწია საზღვაო ქალაქს იზმირს (ეგეოსის ზღის სანაპირო). აქედან ტიმოთე ისევ ზღვით იწყებს მოძრაობას და გაივლის ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულებს. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, იგი ჩადის ქალკიდიკეს ნახევარკუნძულზე მდებარე ათონის მთაზე. აქედან ისევ ზღვით მოძრაობს და მიდის კონსტანტინეპოლში. ქ. კონსტანტინეპოლიდან გეზი იერუსალიმისაკენ აიღო და გაიარა მრავალი ათეული კილომეტრი (ზღვით). გზად ინახულა ეგეოსის ზღვის სანაპიროზე განლაგებული ქალაქები და კუნძულები. მოძრაობდა ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ (ე.ი. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში). შედეგად მიაღწია სახელგანთქმულ იერუსალიმს (პალესტინა).
შემდეგ უმთავრესად ჩრდილოეთისაკენ მოძრაობდა და მოინახულა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის სანაპიროს ქალაქები (ნაზარეთი, ტვიროსი, სიდონი, ბერუთი, ტრიპოლი და სხვ.). წმინდა ქალაქ იერუსალიმიდან ესევ ზღვით დაიძრა და მივიდა კუნძულ კვიპროსზე (კვიპრე). აქედან სანაპირო პუნქტ - ალაიაზე. ისევ ზღვით განაგრძობს მოძრაობას და მიდის კუნძულ როდოსზე. ამ უკანასკნელიდან გეზი უმეტესად დასავლეთისაკენ აიღო და მიაღწია კორინთოსსა და ათინას.
შემდეგ მოძრაობს ჩრდილოეთისაკენ (ეგეოსის ზღვით) და ჩადის ათონში (მესამეჯერ). შემდეგ კი კონსტანტინეპოლში. კონსტანტინეპოლიდან ტიმოთე ზღვით მოძრაობს. გაივლის რა შავი ზღვის სანაპიროს რამდენიმე ქალაქს, იჭრება ხმელეთშიც (თურქეთის ტერიტორიაზე) და აღწევს მელიტენესს, შემდეგ ქალდეას, არზრუმს, ოლთისსა და ახალციხეს. ახალციხიდან კი მიდის ქართლში, სადაც ხვდება დაძაბული მდგომარეობა, ამ დროისათვის ტიმოთე გაბაშვილის მეგობარი და თანამოაზროვნე ანტონ I რუსეთში იყო გადახვეწილი (რადგან იგი ”მწვალებლად აღიარეს” და კათოლიკედ გამოაცხადეს). ტიმოთემ თავისი მეგობრის ბედი გაიზიარა და თვითონ ყიზლარში გაემგზავრა.
ტიმოთე გაბაშვილი გარდაიცვალა 1764 წელს ქალაქ ასტრახანში.
ინტერესი
ტიმოთე გაბაშვილი იყო მეტად განათლებული ქართველი მოღვაწე, რომელიც კარგად ფლობდა - ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებასა და რელიგიის ისტორიას. ამავ დროულად იცოდა რუსული, ბერძნული და თურქული ენები.
ფართო ერუდიციის წყალობით მან დასწერა სამოგზაურო - მემუარული ჟანრის ნარკვევი, სახელწოდებით - ”მიმოსლვა”, სადაც უმთავრესი ყურადღება ეპყრობა ამა თუ იმ ტერიტორიაზე არსებული რელიგიური ობიექტების აღწერილობას. გარდა ამისა, ნაშრომში არის საყურადღებო გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ცნობები.
ტიმოთემ აღწერა გზად გავლილი დასახლებული პუნქტები - მიტილენი, იზმირი, ხიოსი, კონსტანტინეპოლი, კვიპროსი, ათონის მთა და სხვ. მას აინტერესებს აგრეთვე გეოგრაფილუი სახელწოდების წარმოშობის ისტორია, ასევე აინტერესებს თუ რატომ ეწოდა ქართველებსა და ესპანელებს ”იბერიელნი” და რას ნიშნავს ქართველთა სახალწოდება ”გეორგია”.
აღსანიშნავია რომ იმ დროს ქართული კულტურის ძეგლების აღწერას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამასთანავე ტიმოთე გაბაშვილის ”მიმოსლვამ” გამორჩეული ადგილი დაიკავა ქართულ გეოგრაფიულ ისტორიაში.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%...%83%9A%E1%83%98ჯუმბერ ლეჟავა (დ. 23 ივლისი, 1939), ქართველი სპორტსმენი და მოგზაური.

დაიბადა თბილისში. 1966 წ. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. 1987 წ. გადატანილი მუცლის ღრუს მძიმე ოპერაციის შემდეგ შეიმუშავა ვარჯიშების საკუთარი სისტემა. 1990-1992 წწ. დაამყარა მსოფლიო და გინესის რეკორდები ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში (რამდენიმე გაუმჯობესებით, უკანასკნელად 2001 წ.).
1993 წ. 13 აგვისტოდან 2003 წ. 3 ნოემბრამდე ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო: 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას; გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7.000 გვერდიანი დღიური.
დაჯილოვებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით, მ.შ. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, საქართველოს სახელმწიფო პრემიით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მინიჭებული აქვს „მოგზაური დიპლომატის“ სტატუსი (1993), ხოლო იუნესკოსგან — „მსოფლიო სპორტსმენის“ დიპლომი (1999).
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AF%E1%...%83%95%E1%83%90ჯუმბერი ლეჟავა.
დაბადების ადგილი: საქართველო, ქ თბილისი.
დაბადების თარიღი: 23.07.1939წ.
განათლება: უმაღლესი, სასწავლებელი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1962-1966წწ., სპეციალობა: ინჟინერ_ელექტრიკოსი.
ფიზიკური დახასიათება: სიმაღლე 170 სმ. წონა 70კგ.
ორიგინალობის დომინანტი: 10 ცნება + მოძრაობა, მოძრაობა, მოძრაობა
ჰობი:
სპორტი, ხატვა, ხის მხატვრული დამუშავება, მოტო და ავტოსპორტი.
წოდებები: 1987 წელს მიიღო საქართველოს სახელმწიფო პრემია.
1993 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადაეცა რწმუნების სიგელი, რომლითაც მიენიჭა ,,მოგზაური დიპლომატის~ სტატუსი.
1999 წელს იუნესკომ გადასცა ,,მსოფლიო სპორტსმენის” დიპლომი.
არის მრავალი ასოციაციის და აკადემიის საპატიო წევრი, დაჯილდოვებულია ორდენებით და მედლებით.
სპორტი
1986 წელს 46 წლის ასაკში ჯუმბერ ლეჟავა დაავადდა ნაწლავების განგრენით
1986_1987 წლეებში ორი ოპერაციის შედეგად ამოაჭრეს 4,25 მეტრი სიგრძის ნაწლავები. 1987_1990 წლეებში საკუთარი ვარჯიშების მეთოდით დაამარცხა გარდაუვალი სიკვდილი. 1990_1992 წლეებში ამყარებს მსოფლიო და გინესის რეკორდებს ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში.
1 საათი-5 011 აზიდვა.
6 საათი-19 378 აზიდვა.
12 საათი-34 955 აზიდვა.
24 საათი-44 144 აზიდვა.
100 დღის გან-ში-1 730000 აზიდვა.
1 წლის გან-ში-4 800000 აზიდვა.
1 საათი-2 806 მუცლის პრესის ვარჯიში უწყვეტ რეჟიმში.
ყველა ეს რეკორდი დაფიქსირებულია მსოფლიოსა და გინესის რეკორდების რუსული გამოცემის წიგნებში.
დევიზი: ,,ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”
შოთა რუსთაველი.
მოგზაურობის პროგრამა:
საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა მსოფლიოსათვის.
ადამიანის ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გამოცდა ექსტრემალურ პირობებში.
მსოფლიოსა და გინესის სხვადასხვა ახალი რეკორდების დამყარება. გავლილი სახელმწიფოების რაოდენობის, ველოსიპედით გავლილი კილომეტრაჟისა და მათი უმოკლეს დროში გავლის მიხედვით.
მსოფლიოში ადამიანთა მასობრივი გაჯანსაღების და ჰარმონიული განვითარების სამკურნალო უმარტივესი ვარჯიშის დანერგვა (მკლავებზე აზიდვა).
მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის, ველოსიპედის მასიური
დამკვიდრება და პოპულარიზაცია.
მოგზაურობის ინფორმაციული, ფოტო, ვიდეო და სხვა მასალების შეგროვება.
მსოფლიოს ხალხთა შორის მეგობრობისა და კეთილი ურთიერთობების
განმტკიცებისათვის ხელის შეწყობა.
მოგზაურობა მსოფლიოში ჯუმბერ ლეჟავამ ველოსიპედით დაიწყო მარტოდმარტომ და ასევე გაიარა ბოლომდე.
მოგზაურობის დასაწყისი 13. 08. 93წ.
გაიარა კონტინენტები: აზია, ავსტრალია_ოკეანეთი, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ევროპა, აფრიკა, იყო ანტარქტიდაზე (2-ჯერ).
ქვეყნები და დამოკიდებული ტერიტორიები: _234.
მოგზაურობის დასასრული _ 3. 11. 2003წ.
მოგზაურობის პერიოდში დამყარებული მსოფლიოს რეკორდები:
უწყვეტი მოგზაურობის პერიოდი _ 9 წელიწადი და 3 თვე; სულ 111 თვე ანუ 476 კვირა, ანუ 3333 დღე;
გავლილი ქვეყნების და დამოკიდებული ტერიტორიების რაოდენობა 234.
გავლილი დისტანცია ველოსიპედით 270 ათას კმ_მდე.
12 საათის განმავლობაში სამთო ველოსიპედით გაიარა 353 კმ. ქ. სანტიაგო (ჩილე), _ 1997წ.
4 ჯერ გააუმჯობესა ერთ წუთში პორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში მსოფლიოსა და გინესის რეკორდი, ბოლო რეკორდი აზიდვა _ 2001 წლის 28 დეკემბერი. შვედეთი.
ველოსიპედები:
სულ ისარგებლა 9 ველოსიპედით.
უკრაინა, ,,სპორტულ_ტურისტული” - მოგზაურობისათვის მოსამზადებელ პერიოდში.
უკრაინა, ,,სპორტულ_ტურისტული” - გაიარა 5 სახელმწიფო საქართველოდან ისრაელამდე _ 9 000 კმ-მდე.
უკრაინა, ,,სპორტულ_ტურისტული” - გაიარა 7 სახელმწიფო თურქეთიდან არაბთა გაერთიანებულ საემიროებამდე _ 10 000 კმ-მდე.
იტალია, ,,ბენოტო” - გაიარა 37 სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ტაივანამდე _ 75 000 კმ-მდე.
ფილიპინები, ,,ბენოტო” - გაიარა 1 სახელმწიფო, ლუსონის კუნძული-500 კმ-მდე.
ტაივანი, ,,ჯაიენტი” - გაიარა 16 სახელმწიფო, ტაივანიდან მექსიკამდე-30 000 კმ-მდე.
მექსიკა, ,,ბენოტო” - გაიარა 16 სახელმწიფო, მექსიკიდან არგენტინამდე 20 000 კმ-მდე.
არგენტინა, ,,ბენოტო” - გაიარა 25 სახელმწიფო, არგენტინიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე-25 000 კმ-მდე.
ამერიკა, ,,ქენონდეილი” - გაიარა 127 სახელმწიფო და დამოკიდებული ტერიტორია, აფრიკა, ევროპა და აზიის ნაწილი-100 000 კმ-მდე.
მოგზაურმა სულ გადაიღო 50 000_ზე მეტი ფოტო_კადრი და 200 საათზე მეტი ვიდეო ფირი. მოგზაურობის განმავლობაში სისტემატიურად წერდა დღიურს, რომელიც 7 000 გვერდს შეადგენს.
მოგზაურს ვიზა არ მისცა 6 სახელმწიფომ: საუდის არაბეთი, ერაყი, ავღანეთი, ბრუნეი, ჩრდილოეთ კორეა და ლიბია.
მოგზაურობა გააშუქა მსოფლიოს რამდენიმე ათასმა გაზეთმა, ტელე და რადიო კომპანიამ.
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=3050&...er=asc&start=30 This post has been edited by giorgitab on 2 Feb 2011, 14:34