პოლიტიკა, ეს მათემატიკური განტოლებაა სადაც ცხადია რომ მარჯვენა და მარცხენა მხარე ამ ტოლობისა ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს. პოლიტიკოსი, ამ განტოლებაში ცვლადი სიდიდეა, და ყველა პოლიტიკოსს ტავისი განტოლება გააჩნია, ანუ ისეთი განტოლება რაც განგებამ მას მისცა. ყველა პოლიტიკოსი ესწრაფვის რომ მიიღოს ისეთი მნიშვნელობა, რომ ამ განტოლების მარჯვენა და მარცხენა მხარეები ერთმანეთის ტოლი გახდეს....ესაა პოლიტიკოსის ხელოვნება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მაგალითად კვადრატულ განტოლებას 2 ფესვი აქვს, ეს იმას ნიშნავს რომ მსგავსი განტოლების მქონე პოლიტიკოსი ასე ვთქვათ 2 სახიანია, ანუ მას "მეორე მე" აქვს პოლიტიკაში.
მაგრამ ამონახსნსაც გააჩნია, თუ ამ განტოლების ამონახსნი ნატურალური რიცხვია, მაშინ სახეზე გვაქვს ნაღდი, დაბადებით, პოლიტიკოსი...რადგან მისი ამონახსნი ადვილი აღსაქმელია და მისი ყველას ესმის.
თუ განტოლების ამონახსნი რაციონალური რიცხვია, სახეზე გვაქვს არაფრით გამორჩეული რიგითი მოფაფხურე არსება...
ხოლო თუ განტოლების ამონახსნი ირაციონალური რიცხვია, მაშინ პოლიტიკოს-ნეუდაჩნიკთან გვქონია საქმე რადგან ის თან არის და თან არა, რადგან ირაციონალური რიცხვის ჩაწერა შეუძლებელია.......
ჰოდა ახლა თქვენ მიუჩინეთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრიდან, ვისი ამონახსნი ნატურალური რიცხვია, ვისი რაციონალური და ვისიც ირაციონალური
გევედი......
This post has been edited by armagedonidze on 16 Feb 2011, 18:30