2011 წლის 8 ტტბერვალს 100 წლის გახდა.
ამერიკელი პოეტი ქალი.
ვინც დაღლილია პოეზიისგან პოეზიით მასთან დაისვვენებს.
მოგიყვება თავის ამბებს,
მოგიყვება ამრიკაზე,
მოგიყვება თევზებზე,
კბილის ექიმებზე,
ბებოზე
..
და შენ იგრძნობ, საკუთარ თავ მის მონაყოლში.
და შენს კბილის ექიმს,
შენს მოსაცდელ ოთახს,
შენს თევზს წარმოიდგენ.
ესეც ლინკები-
http://literatura.lit.ge/html/index.php?author=24766http://arili2.blogspot.com/2008/11/blog-post_7608.htmlhttp://lib.ge/authors.php?517http://en.wikipedia.org/wiki/Elizabeth_Bishophttp://www.radiotavisupleba.ge/content/article/2314896.html - აქ მალხაზ ხარბედიას საკმაოდ კარგი სტატიაა ელენეზე.

ძნელი არ არის დაკარგვაში დახელოვნება;
დაკარგვის ბედი თან დაჰყვება უამრავ საგანს,
რომელთა კლება ჯერ არ ნიშნავს უბედურებას.
თითქმის ყოველდღე ვკარგავთ რამეს და დაგვაქვს სევდა
დაკარგული გასაღების თუ უქმად ჩავლილი წუთების გამო.
ძნელი არ არის დაკარგვაში დახელოვნება.
თანდათან ვიძენთ უფრო შორს, უფრო სწრაფად დაკარგვის ჩვევას. ეს ეხება:
სხვადასხვა ადგილს, სახელსა თუ სამოგზაუროდ მონიშნულ
სივრცეს, თუმცა ასეთებს არ მოჰყვება უბედურება.
დავკარგე დედის სახსოვარი მაჯის საათი და ამას მოჰყვა
უსაყვარლესი სამი სახლიდან ერთის დაკარგვა.
არ არის ძნელი დაკარგვაში დახელოვნება.
დავკარგე ორი მშვენიერი, მყუდრო ქალაქი. და, უფრო მეტიც,
ჩემი კუთვნილი სამეფოები, ორი მდინარე და კონტინენტი.
მონატრება მკლავს, მაგრამ არ არის ეს ყოველივე უბედურება.
- შენი დაკარგვაც (ხუმარა ტონი მე შენს ხმაში დღემდე
მიყვარს) მოვახერხე, არ მოგატყუებ. ცხადი ერთია:
დაკარგვა სულაც არ ყოფილა ძნელი ხელობა,
თუმც შეიძლება (აღიარე, რომ შეიძლება!) დაემსგავსოს უბედურებას.