#24622903 · 24 Mar 2011, 16:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შაქროII
შესაგებელი არის პასუხი შენს წინააღმდეგ შეტანილს სარჩელზე. შეიტანა სარჩელი, მოგივიდა სარჩელის ასლი, წაიკითხე და თავდაცვითი არგუმენტები წარადგინე. შესაგებელი არ არის სარჩელი, ის არის პასუხი შენს მიმართ შეტანილ სარჩელზე.
შეგებებული სარჩელი კი არის დამოუკიდებელი სარჩელი. გიჩივლა კაცმა და გთხოვს მანქანა რომ დამაჯახე და ფეხი მომტეხე, მკურნალობის ხარჯები 100 ლარის ოდენობით ამინაზღაურეო. მაგრამ ამასობაში მას აქვს შენი ვალი 100 ლარი. შენ წარადგენ შეგებებულ სარჩელს (არა შესაგებელს, არამედ დამოუკიდებელ სარჩელს) და მოითხოვ რომ თქვენი ურთიერთვალდებულებები გაიქვითოს. შენ აპატიებ 100 ლარს, ის აღარ მოგთხოვს 100 ლარს.
შეგებებული სარჩელისათვის ცალკე ფორმა არ არსებობს. შეგებებული სარჩელი არის იგივე სარჩელი და გამოიყენება სარჩელის ფორმა. განსაზღვრება "შეგებებული" დანიშნულებას განსაზღვრავს მხოლოდ და არა მის პროცესუალურ ან ფორმალურ მხარეს.
წარმატებები!
This post has been edited by ლლევ on 24 Mar 2011, 16:53
|