ამ თემაში ჯვაროსნულ ომებზე ვისაუბროთ. გავიხსენოთ დიდი ჯვაროსანი ლიდერები, მათი ღირსეული მუსლიმი მოწინააღმდეგეები, სისხლისმღვრელი ბრძოლები და შეტაკებები...
გთავაზობთ სამ სტატიას ჩემი ბლოგიდან:

ბრძოლა დორილეასთან
დორილეასთან ჯვაროსნების ჯარი ალყაში მოაქციეს სელჩუკებმა და დანიშმენდებმა კილიჯ-არსლანის მეთაურობით, მაგრამ მათ შეძლეს შეტევის მოგერიება.
1096 წლის დასასრულისთვის ჯვაროსანთა ჯარები უკვე კონსტანტინოპოლთან იკრიბებოდნენ. მათი მეთაურები იძულებულები გახდნენ ეცნოთ იმპერატორი ალექსი I იმ მიწების სუვერენად, რომელსაც ლაშქრობისას დაიპყრობდნენ. გოტფრუა დე ბუიონმა(გოტფრიდ ბულონელი) ბიზანტიის იმპერატორს ვასალობის ფიცი მისცა. გოტფრიდის ჯარი არიეგარდში მიდიოდა, ხოლო დანარჩენი ჯვაროსნების ჯარი სწრაფად შეიჭრა სელჯუკთა მიწაზე. მათი თავდაპირველი ამოცანა ქალაქ ნიკეის აღება იყო. 35 ათასიან ჯვაროსნულ არმიას ალექსი I-ს 2 ათასიანი ბიზანტიური რაზმი ეხმარებოდა. 6 მაისს ნიკეის ალყა დაიწყო.
სელჯუკებმა სწრაფად შეკრიბეს ჯარი, რათა ნეკეისთვის ალყა მოეხსნათ და 16 მაისს უკვე შეტევა წამოიწყეს ჯვაროსნების წინააღმდეგ. Mმუსულმანებს უნდოდათ შეეღწიათ ქალაქში რათა გაეძლიერებინათ იქ მყოფი გარნიზონი მაგრამ ჯვაროსნები მამაცურად იბრძოდნენ და მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. რაიმონდის
დასახმარელბად მოვიდნენ გოტფრიდის და რობერტ ფლანდრიელის ჯარები, რომლებმაც მტერს ფლანგებიდან შეუტიეს. ბრძოლა მცირე ტერიტორიაზე ნვითარდებოდა, რაც მუსულმანებს მანევრირების საშუალებას უსპობდა. ქალაქი ნიკეა ტბასთან იდგა, რისი წყალობითაც ალექსი I-ს ჯარები ქალაქს ნავებით მიადგნენ. ხოლო ჯვარონსები ხმელეთიდან მიუახლოვდნენ ქალაქის კედლებს. მოწინააღმდეგემ კაპიტულაცია გამოაცხადა, სამაგიეროდ ბიზანტიელებისგან ხელშეუხებლობის პირობა მიიღეს. ჯვაროსანმა რაინდმა და ერთ-ერთმა მეთაურმა სტეფანე ბლუამ ბრძოლის შემდეგ ცოლს მისწერა:“მე გეუბნები საყვარელო, რომ 5 დღის შემდეგ ნიკეიდან ჩვენ მივალთ იერუსალიმამდე..... თუ ანტიოქია არ გადადგება ჩვენს გზაზე”.
დორილეასთან ბრძოლა
3 დღიანი ლაშქრობის შემდეგ ჯვაროსნები მუსულმანთა ალყაში მოექცნენ, რომელთაც მეთაურობდა კილიჯ-არსლანი. ითვლება, რომ სელჯუკები ჯვაროსანთა დასახვედრად ქალაქ დორილესთან იყვნენ ჩასაფრებულები, მაგრამ ბრძოლა ქალაქიდან 56 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ჯვაროსნანთა ავანგარდს შეადგენდნენ ბიზანტიელები, ბოჰემუნდ ტარენტუმელის, სტეფანე ბლუას და რობერტ ფლანდრიელიელის ჯარები. სელჯუკების რამდენიმე რაზმი, რომელიც ცხენოსან-მშვილდოსნებისგან შედგებოდა, განლაგდა დაბლობზე რომელიც 2 ხეობას კვეთდა, რომელთაგან ერთში ქვეთები ჩასაფრდნენ.
როდესაც ჯვაროსნები ერთი ხეობიდან მეორეში უნდა გადასულიყვნენ მათ შეამჩნიეს მუსულმანები და ბოჰემუნდმა უბრძანა თავის ქვეითებს, ბანაკის
გაშლა დაეწყოთ, ხოლო ცხენოსნები მტრის მოსალოდნელი შეტევის მოსაგერიებლად გაამწესა. მუსულმანებმა დიდი ძალებით შეუტიეს ჯვაროსანთა ცხენოსნებს და აიძულეს უკან დაეხიათ.
გოტფრიდის და რაიმონდის ჯარები 5 კმ ჩამორჩენილიყვნენ ბოჰემუნდს. კილიჯ-არსლანმა გააგზავნა რაზმი რათა გაენადგურებინა ისინი, მაგრამ გოტფრიდმა მცირე რაზმით დროებით შეაჩერა მტერი და თვითონ მთავარი ძალებით ბოჰემუნდის დასახმარებლად გასწია. ჯვაროსნები და მუსულმანები ხელჩართულ ბრძოლაში ჩეხდნენ ერთმანეთს, თუმცა ჯერჯერობით ვერცერთი მხარე ვერ იმარჯვებდა. ბრძოლის გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც რაიმონდის ჯარიც მივიდა ბრძოლის ველზე. მისი არმია უეცრად გამოჩნდა მუსულმანების მარცხენა ფლანგზე და შეტევა წამოიწყო. რაიმონდს გოტფრიდის ჯარის მიეშველა, რომლის დახმარებითაც მტერს დიდი დანაკარგი მიაყენეს და უკან დაახევინეს.
უსასრულო ბრძოლა
ახლა ჯვაროსნებს შეეძლოთ წასულიყვნენ სამხრეთით ანატოლიის გავლით. დანიშმენდების ჯარი უკან დაბრუნდა თავიანთ მიწებზე, ხოლო კილიჯ-არსლანი ვეღარ უშლიდა ხელს ჯვაროსნებს გადაადგილებაში. Pპირველ სერიოზულ წინაახმდეგობას ჯვაროსნები სექტემბერში გადააწყდნენ ჰერაკლიაზე ლაშქრობის დროს. სადაც სელჩუკების ჯარი სასტიკად დაამარცხეს.
Gჰერაკლიას დასავლეთით ჯვაროსნების ჯარი ორად გაიყო, მთავარი ძალები დაიძრნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ კაპადოკიისკენ, ბალდუინი და ბოჰემუნდი კი ნორმანდიელ რაინდებთან ერთად სამხრეთი, კილიკიისკენ გაემართნენ. ეს იმიტომ მოხდა, რომ კილიკელები ებრძოდნენ ბიზანტიელებს და ალექსი
I-ს არ უნდოდა, რომ ჯვაროსნებს მის მიწებზე
გაევლოთ, თუმცა ჯვაროსნებმა მოახერხეს კილიკიელ სომხებთან მოლაპარაკება და მათ მიწაზე მშვიდობიანად გადაადგილება.
სექტემბერში მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა. სელჯუკების ჯარმა ჯვაროსანთა მთავარ ძალებს ავგუსტოპოლისთან შეუტია. ამ ბრძოლაშიც ჯვაროსნებმა იმარჯვეს და თურქები გაანადგურეს.
ბალდუინ ბულონელის ჯარმა მთები გადალახა და ქალაქ ტარსუსს მიადგა, სადაც ჯვაროსნების დამხმარე ფლოტი იყო განლაგებული. Aჯარს უნდა გაეგრძელებინათ დასავლეთით მოძრაობა. კილიკიის სომეხი მთავრები მუდამ კინკლაობდნენ ერთმანეთში და ქვეყანაში არეულობა სუფევდა, რითაც ისარგებლა ბალდუინმა და 1098 წლის მარტში ედესის გრაფის წოდება მიიღო.
1097 წლის ოქტომბერში დანარჩენმა ჯვაროსნებმაც გადალახეს მთები და სირიის ქალაქ ანტიოქიას მიადგნენ, რომელიც მათ გზას იერუსალიმისკენ მიმავალ გზას უღობავდა. სამხრეთისკენ გზის გასაგრძელებლად ამ მნიშნველოვანი ქალაქის დაკავება აუცილებელი იყო და ამიტომ ჯვაროსნებიც მალევე შეუდგნენ ხანგრძლივ და მომქანცველ ალყას.
ნიკა ხოფერია

ანტიოქიის აღება
1097 წლის ოქტომბრიდან 1098 წლის ივნისამდე ჯვაროსნები ალყას აწარმოებდნენ, ხოლო საბოლოოდ შტურმით მოახერხეს მისი დაკავება, თუმცა მალე თვითონ აღმოჩნდნენ ალყაში ქალაქს მომდგარი მუსულმანური არმიისაგან. როდესაც ჯვაროსნები 1097 წლის ოქტომბერში ანტიოქიისკენ მიიწევდნენ გოტფრუა დე ბუიონის (გოტფრიდ ბულონელი), ბოჰემუნდ ტარანტოს (ტარენტუმელი) და გრაფი რაიმონდ ტულუზელის მეთაურობით, ისინი გზადაგზა მუსულმანურ დასახლებებს ძარცვავდნენ
სურსათისა და წყლის მოსაპოვებლად. ანტიოქიის მხარე ჩრდილოეთ სირიაში მდებარეობს. მაშინ ანტიოქია თურქსელჩუკების დიდი სასულთნოს და ემირების მმართველობის ქვეშ მყოფი რაიონების საზღვარზე მდებარეობდა, რომლებიც მუდამ ებრძოდნენ ერთმანეთს. ხშირად ამ მიწებზე ფატიმიდების სახალიფოს ჯარებიც ლაშქრობდნენ, რომლებიც ეგვიპტეს და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს აკონტროლებდნენ იაფამდე.
ჯვაროსნები იმედოვნებდნენ, რომ ქალაქის ალყას მოკლე დროში დაასრულებდნენ, მაგრამ ანტიოქიის აღება ძალიან რთული გამოდგა. ქალაქის გამაგრებული ნაწილი იმდენად დიდი იყო,
რომ ჯვაროსნებს არ შეეძლოთ მისი მთლიანი ბლოკადა განეხორციელებინათ.
ალაყაშემორტყმულებს შეეძლოთ მტერს ხშირად გამოხტომოდნენ გალავნიდან და ასევე თავისუფლად შეეტანათ სურსათ-სანოვაგე მოსახლეობისა და გარნიზონისთვის. ხშირად ისინი სამხედრო დახმარებასაც იღებდნენ და იერთებდნენ მუსულმან მეომართა რაზმებს. ჯვაროსნებს არასაკმარისი ფურაჟი ჰქონდათ ცხენებისთვის და სურსათის პრობლემაც აწუხებდათ. უამრავი ცხენი დაიხოცა, რამაც რაიმონდ ტულუზელი აიძულა 500 მარკა გადაეხადა და ახალი ცხენები ეყიდა. მიუხედავად ამ სიძნელეებისა, ჯვაროსნები აგრძელებდნენ ქალაქის ალყას იმის წყალობით, რომ შეეძლოთ საზღვაო კომუნიკაციები ეკონტროლებინათ. ევროპიდან ტარსუსში ნორმანელი ტანკრედ ტარანტო (ტარენტუმი) ჩამოვიდა თავისი საზღვაო ესკადრით ჯვაროსნების დასახმარებლად. ოქტომბერში პორტ სენ-სიმეონში გენუელებიც ჩავიდნენ თავიანთი ხომალდებით, რათა ჯვაროსნებს დახმარებოდნენ. ნორმანების და გენუელების დახმარება ანტიოქიის მეალყეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რაიმონდ ტულუზელის, ბოჰემუნდ ტარანტოს და გოტფრუა დე
ბუიონის მეომრებს უამრავი გასაჭირი ადგათ, მაინც ახერხებდნენ ანტიოქიელთა გარნიზონის ყველა დეცუსტომისედ მოგერიებას და არ აძლევდნენ მათ საშუალებას, რომ ალყა გაერღვიათ. 1097 წლის 31
დეკემბერს ჯვაროსნებმა ბოჰემუნდ ტარანტოს და
რობერტ ფლანდრიელის მეთაურობით ძალიან ძლიერი შემოტევა მოიგერიეს ანტიოქიელებისგან, ხოლო შემდეგ ანტიოქიის ტბასთან დაამარცხეს სელჩუკი ემირების ლაშქარი. ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სელჩუკებმა დატოვეს ქარიმის ციხე-სიმაგრე, რომელიც მეტად ძლიერ პოზიციას იკავებდა და სელჩუკებს საშუალებას აძლევდა თავს დასხმოდნენ ჯვაროსანთა პოზიციებს. ჯვაროსნები ვერა და ვერ ახერხებდნენ ქალაქის სიმაგრეების გადალახვას, სანამ ბოჰემუნდ ტარანტო საიდუმლოდ ანტიოქიის ერთ-ერთი კოშკის მცველთა მეთაურს არ გაესაუბრა, რომელსაც რაღაც აკავშირებდა ჯვაროსნებთან. მისი დახმარებით ღამით ბოჰემუნდი მთავარ კოშკზე ავიდა თავისი რაზმით, შემდეგ კი შიგნიდან გააღო კარიბჭე, რითაც ჯვაროსნებს საშუალება მიეცათ ქალაქში შეჭრილიყვნენ. დილით მათ უკვე მთელი ქალაქი დაიკავეს, თუმცა ციდატელში გამაგრებულ მტერს ვერაფერი მოუხერხეს. ამ დროს ჯვაროსნებს საშინელი განსაცდელი დაატყდათ თავს. ქერბოღამ, მოსულის მმართველმა ადგილობრივი ემირების ჯარები გააერთიანა და 1098 წლის 7 ივნისს ანტიოქიას მიადგა. მან აიძულა ჯვაროსნები ქალაქს შეფარებოდნენ, თუმცა თვითონ ვერ მოახერხა მათი გამოდევნება.
ბოჰემუნდმა, გოტფრუა დე ბუიონმა და სხვა მეთაურებმა გადაწყვიტეს რისკზე წასულიყვნენ და მოწინააღმდეგეს ქალაქგარეთ შებმოდნენ. 28 ივნისს,ანტიოქიაში მდგარი მთელი ქრისტიანული არმია ბოჰემუნდის მეთაურობით ქალაქიდან გამოვიდა და საბრძოლველად განლაგდა. ამ დროს მათზე სწრაფი შეტევა განახორციელა მუსულმანურმა კავალერიამ, თუმცა ჰუგო დე ვერმანდუამ მძიმე ცხენოსანი ჯარით შეუტია მათ და დაამარცხა კიდეც, შემდეგ ჯვაროსნები შეტევაზე გადავიდნენ. ქერბოღას ჯარები ბრძოლიდან გარბოდნენ. რაზმს, რომელსაც ქერბოღა მეთაურობდა, ეპისკოპოსი ადემარი მიუხტა თავისი ჯარით და გააქცია. როდესაც ანტიოქიელებმა დაინახეს თუ როგორ დაამარცხეს ჯვაროსნებმა მათ დასახმარებლად მოსული არმია, თვითონაც დანებდნენ და კაპიტულაცია გამოაცხადეს. ეს ქალაქიც უკვე ჯვაროსანთა ხელში იყო, ხოლო შემდეგი იერუსალიმი უნდა ყოფილიყო.
ნიკა ხოფერია
იერუსალიმის აღება
ჯვაროსნული ლაშქრობაში ჯვაროსანი მეომრების უმთავრესი მიზანი იყო იერუსალიმი, მაგრამ მათ 1 თვიანი სისხლიანი ალყით მოუწიათ ქალაქის აღება.
ანტიოქიის აღების შემდეგ ჯვაროსნებს უნდა აერჩიათ შემდეგ როგორ მოქცეულიყვნენ. მათ უნდოდათ წასულიყვნენ სამხრეთით, მაგრამ არ შეეძლოთ დაეტოვებინათ ქალაქი რადგან სელჩუკები კვლავ დაიბრუნებდნენ მას. მათ უნდოდათ ანტიოქია გადაეცათ ბიზანტიისთვის, მაგრამ ალექსი I –ს გეგმები არ ემთხვევოდა მათ გეგმებს. ბოჰემუნდი თვლიდა რომ ის უნდა გამხდარიყო ქალაქის მთავარი და შეპირდა გენუელ მოვაჭრეებს, რომ მათ სავაჭრო პრივილეგიებს მისცემდა, რაც შეასრულა კიდეც, როგორც კი ანტიოქიას დაეუფლა. ჯვაროსნებმა დაიწყეს ანტიოქიის მიწაზე გამაგრება. საომარი მხარდაჭერის სანაცვლოთ გოტფრუა დე ბუიონი (გოტფრიდ ბულონელი) ალეპოს ქალაქის მმართველად დანიშნეს. ჯვაროსნებმა ამას გარდა სხვა ქალაქებიც აიღეს. Aალ-ბარა დაიპყრეს სექტემბერში. მარათ-ალ-ნუმანი დეკემბერში. ორივე
იერუსალიმი ქალაქში მოხდა მასიური ჯლეტვა. აქ განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინეს ტაფურებმა (ჯვაროსნული ომის მონაწილე გლეხები და მათხოვრები). ამავე დროს სამხრეთით შეიცვალა ვითარება ფატიმიდების (ეგვიპტის სასულთნო) სახალიფოს მეომრებმა აიღეს იერუსალიმი და განდევნეს სელჩუკები.
ჯვაროსნები რაიმონდ ტულუზელის მეთაურობით 1099 წლის იანვარს წავიდნენ სამხრეთით სალაშქროდ. მათ შეუერთდათ სხვა ჯვაროსნული ლაშქრობის მეომრებიც. ბარონები იძულებულები იყვნენ გაეერთიანებინათ ძალები და სამხრეთისკენ დაძრულიყვნენ. .მათ მიაღწიეს ქალაქ ლატაკიამდე და შემდეგ დაეხმარნენ რაიმონდს რომელმაც ალყა შემოარტყა ქალაქ აკუს. ბოჰემუნდი დაბრუნდა ანტიოქიაში. მისი ჯარის ნორმანდიელი მეომრები დარჩნენ ჯვაროსნებთან.
იერუსალიმზე შეტევა
ამავე დროს დაიწყო მოლაპარაკებები ჯვაროსნებსა და ფატიმიდებს შორის.ფატიმიდებმა ჯვაროსნებს შესთავაზეს იერუსალიმი რის სანაცვლოდ ისინი უნდა დახმარებოდნენ მათ სელჩუკების დამარცხებაში. მაგრამ ვერ შეთანხმდნენ. ჯვაროსნებმა დატოვეს ქალაქ აკის ალყა და განაგრძეს ლაშქრობა სამხრეთით ფატიმიდების მიწებისკენ. როგორციქნა 7 ივნისს ჯვაროსნებმა მიაღწიეს იერუსალიმის კედლებს.
XI საუკუნეში ფატიმიდების ბატონობით იერუსალიმი ყვაოდა. 1033 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დაანგია ქალაქის გამაგრებები მაგრამ ეგვიპტელებმა კვლავ აღადგინეს. ქალაქში იყო ქრისტიანული და ებრაული საზოგადოება .სელჩუკების ბატონობის დროს XI საუკუნის დასასრულს ამ საზოგადოებებმა იზარალეს და ამიტომ ისინი მიესალმებოდნენ ფატიმიდების დაბრუნებას 1098 წელს.
რადგან ქალაქს უახლოვდებოდნენ ჯვაროსნები ფატიმიდების ჯარის მეთაურმა რაინდები იფტიკარ ად-დაულმა უბრძანა რომ გაენადგურებინათ ყველა ჭა ქალაქის გარეთ, ყველანაირი საქონელი და ხე ქალაქში შეტანათ. უმეტესი ნაწილი ქრისტიანული საზოგადოების დიდი ნაწილი ქალაქიდან იყო განდევნილი.
ჯვაროსნებმა დაახლოებით 12 000 მეომარი შეკრიბეს იერუსალიმის კედლებთან რომლებიდანაც 1200-1300 იყვნენ რაინდები, უფრო მეტნი კი იყვნენ შეუიარაღებელი გლეხები. ჯვაროსნები იმის გამო რომ მათი რაოდენობა მცირე იყო ვერ შემოარტყავდნენ ალყას მთელ ქალაქს და ამიტომ 13 ივნის ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან შეუტიეს იერუსალიმს. ჯვაროსნებს ქონდათ მხოლოდ ერთი გამართული კიბე შეტევისთვის. მათ როგორც ანტიოქიის აღების დროს მოუწევდათ ხანგრძლივი ალყის შემორტყმა.
ხის პრობლემა
აუცილებელი იყო რომ ჯვაროსნებს აეგოთ საალყო კოშკები რათა ქალაქი აეღოთ, მაგრამ გარშემო ტყე არ იყო. ანტიოქიის აღების დროს მათ ქონდათ უპირატესობა ყველანაირი მასალა ზღვიდან მიეღოთ ხომალდებით. ფატიმიდებს ქონდათ ძლიერი ფლოტი რომელიც 70 ხომალდისგან შედგებოდა. ჯვაროსნებს ხომალდებით შეეძლოთ ხიფათის გარეშე მისულიყვნენ ტარსუსი, ხოლო თუ გააგრძელებდნენ გზას სამხრეთისკენ მათ შეიძლებოდა თავს დასხმოდნენ.
17 ივნისს 6 ხომალდი ტარსუსიდან ჩავიდა იაფაში. მათ ჯვაროსნებს სურსათი მიუტანეს, ხოლო ხომალდები დაშალეს რათა ხის მასალად გამოეყენებინათ. გენუელი კაპიტანი გილიერმო ემბრიანკო ხელმძღვანელობდა კოშკის და კატაპულტების აშენებას.
ჯვაროსნებს ბედმა გაუღიმათ და მათ სამალავებში ხე აღმოაჩინეს და მიეცათ შანსი რომ კიდევ ერთი კოშკი აეგოთ.
ბოლო შეტევა
8 ივლის ჯვაროსნები იწყებენ რელიგიურ პროცესს იერუსალიმის გარშემო. ამ პროცესს ხელმძღვანელობს პეტრე მეუდაბნოე, რომელიც შეუერთდა ჯვაროსნებს რადგან მისმა ჯვაროსნულმა ლაშქრობამ მარცხი განიცადა. ჯვაროსნები გზაში ფსალმუნებს მღეროდნენ და მიდიოდნენ ზეთისხილის მთისკენ. აუცილებელი იყო სწრაფად შეეტიათ რადგან მათ გაიგეს, რომ მუსულმანები ჯარს კრიბავდნენ ასკალონში.
მეორე ღამეს გოტფრუას კოშკი დაშალეს და ნაწილ ნაწილ გადაიტანეს სამხრეთის კედლისკენ. იმავე დროს სამხრეთ-ახმოსავლეთით ემზადებოდა რაიმონდ ტულუზელის ჯარი. ჯვაროსნების ამ გეგმამ მოწინააღმდეგეები აიძულა რომ მათი ძალები გაეყოთ და უმეტესი ჯარის ნაწილი გაგზავნა იქით საიდანაც უნდა შეეტია რაიმონდს. გადამწყვეტი შეტევა განხორციელდა 1099 წლის 13-15 ივლისს. გოტფრუამ ბრძანა რომ კედლისთვის ესროლათ ცეცხლოვანი ჭურვები რითაც მან ცეცხლი მოუკიდა ტომრებს, რომლებიც ბამბით იყო სავსე, რითიც მუსულმანებმა დაიცვეს კედელი. 15 ივლის ჯვაროსნებმა შეძლეს სამხრეთ კედელზე ასვლა.
იერუსალიმის აღება
პირველი ვინც იერუსალიმის კედელზე დადგა ფეხი იყო რაინდი ლეტოლდი. რაიმონდის ჯარს ესროდნენ 9 კატაპულტიდან, მაგრამ მისი ჯარი შეჯგუფდა და შეტევაზე გადავიდა. როგორც იქნა ქალაქში შეაღწიეს და რაიმონდმა უამრავი ტყვე დაიჭირა და მან დაითანხმა ქალაქის ნაცვალი, რომ ჩაებარა ციტადელის გარნიზონი. ვინც დანებდა დაცვის დამამტკიცებელი საბუთი მისცეს და უსაფრთხოდ დატოვეს ქალაქი. ხოლო იერუსალიმის მაცხოვრებლებს საშინელი დღე ელოდათ.
როდესაც ჯვაროსნები ქალაქში შევიდნენ ისინი ყველაფერს ანადგურებდნენ და ყველას კლავდნენ. ამ დროს რაიმონდი დაუნდობლად კლავდა მათ ვინც წინააღმდეგობას უწევდა. ერთ-ერთი ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე ასე აღწერდა მომხდარს: “რამდენიმე ურწმუნო სიკვდილით დასაჯეს, დანარჩენები ისრებით ჩახოცეს და გალავნიდან გადაყარეს, დანარჩენები კი საშინელი და ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ დაწვეს. დახოცილი ადამიანების სხეულის ნაწილები ქალაქის ქუჩებში ეკიდა”. . . . . ასეთმა საშინელმა ხოცვა-ჟლეტვამ მთელი მუსულმანური სამყარო შეაძრწუნა.
ნიკა ხოფერია[B]
Out of every one hundred men, ten shouldn't even be there, eighty are just targets, nine are the real fighters, and we are lucky to have them, for they make the battle. Ah, but the one, one is a warrior, and he will bring the others back
Heraclitus