Real Madrid C.F.
სრული სახელწოდება:
Real Madrid Club de Fútbolმეტსახელები:
Los Blancos (The Whites, თეთრები); Los Merengues (The Merengues, მერენგები); Los Galacticos (The SuperStars, სუპერვარსკვლავები)დაარსების წელი:
1902 სათამაშო მოედანი:
Santiago Bernabeu ტევადობა:
80 354 მაყურებელი მისამართი: Concha Espina s/n 28036 Madrid ოფიციალური ვებსაიტი:ესპანური -
http://www.realmadrid.com/cs/Satellite/en/Home.htmინგლისური -
http://www.realmadrid.com/cs/Satellite/en/Home.htmქართული -
http://madridista.geისტორიაპირველი ეტაპი 1900-19101847 წლის დასაწყისში "libre de ensenanza"-ს სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს საფეხბურთო გუნდი რომელსაც "sky football club" უწოდეს. ეს იყო მადრიდის "რეალის" წინამორბედი.
არაოფიციალურად ჩამოყალიბებულ საფეხბურთო კლუბ "მადრიდს" წრთვნიდა ხულიან პალასიოსი. ეს გუნდი სულ 50 კაცისგან შედგებოდა.
პირველი მოედანი, სადაც "მადრიდი" თამაშობდა მდებარეობდა "velazquez" ქუჩაზე. ხოლო მეორე მოედანი სადაც ისინი გადავიდნენ მდებარეობდა კორიდის მოედნის გვერდით. ამ მოედანზე ხშირად იმყოფებოდა დედოფალი მარია კრისტინა. კლუბი იჯარაში იხდიდა 150 პესეტს წელიწადში, ფეხბურთელებს იმის გამო, რომ გასახდელი არ ჰქონდათ, ფორმების ჩაცმა საპირფარეშოში უწევდათ.
1902 წლის 6 მარტს გუნდის მესვეურების მორიგი შეკრებისას ოფიციალურად შეიქმნა ”საფეხბურთო კლუბი მადრიდი”. 18 აპრილს გუნდის საბჭომ შეიმუშავა კლუბის წესდება რომელიც 3 თავისა და 22 მუხლისგან შედგებოდა. 1902 წლის 22 აპრილს პროვენციის გუბერნატორმა ხოსე სანჩეს გუერამ თანხმობა მისცა საბჭოს გუნდის შექმნაზე.
ალფონსო XIII-ის ტახტზე ასვლის საპატივცემულოდ 1902 წლის მაისში, მადრიდის სტადიონ "იპოდრომზე", ლუიზა ბერმენილოს ინიციატივით, რომელიც მუშაობდა სამეფო ოჯახში, გაიმართა პირველი ესპანეთის ჩემპიონატი. ამ ტურნირს ორგანიზაცია ქალაქის თავმა და მოსამართე ალბერტო აგილერამ გაუკეთა. მან პრიზად დააწესა ვერცხლის თასი. ტურნირში 5 გუნდი მონაწილეობდნენ: "მადრიდი", "ბარსელონა", "ესპანიოლი", "ბასკეთის ნაკრები" (მომავალი ბილბაოს "ატლეტიკი") და მადრიდული "new football club", რომელიც ძირითადად იმ ფეხბურთელებისაგან შედგებოდა რომლებიც "მადრიდის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდნენ. გამარჯვებული გახდა "ბასკეთის ნაკრები" რომელმაც ფინალში "ბარსელონას" სძლია 2-1.
ამ ტურნირში პირველად გაიმართა "მადრიდი" - "ბარსელონას" შეხვედრა. მაშინ ბარსელონამ გაიმარჯვა ანგარიშით 3-1. ეს გამარჯვება ბარსელონას შემადგენლობაში მოთამაშე 6 უცხოელის დამსახურება იყო. გოლი "მადრიდის" შემადგენლობაში ჯონსონის ანგარიშზეა, რომელმაც შეამცირა ანგარიშში სხვაობა 2-1-ამდე, ამის შემდეგ კი კარგი შანსი გაუშვა ხელიდან პალასიოსმა, ბოლოს კატალონიელებმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. მეორე ნახევარფინალში "ბასკეთის ნაკრებმა" გაანადგურა "new football club"-ი ანგარიშით 8-1. "მადრიდმა" დაიკავა მესამე ადგილი, მოუგო რა "ესპანიოლს" 3-1. საინტერესო ფაქტია ის, რომ "მადრიდის" პრეზიდენტი მსაჯობდა გადამწყვეტ მატჩს "ბასკეთის ნაკრებსა" და "ბარსელონას" შორის.
ალფონსო ალბინეზ ჯორდანი იყო პირველი ფეხბურთელი, რომელიც გადავიდა "ბარსელონადან" "მადრიდში". 1902 წლის 23 მაისს გაზეთებმა დაადასტურეს ეს ტრანსფერი შემდეგი სიტყვებით: "ჩვენთვის ცნობოლი გახდა, რომ მისტერ ალბინეზი, რომელიც იყო "ბარსელონას" ფეხბურთელი, შეუერთდა "საფეხბურთო კლუბ მადრიდს".
"მადრიდი" მიწვეული იქნა "el escorial"-ის აღსანიშნავ ტურნირზე. პროგრამის ნაწილი იყო შეხვედრა "მადრიდსა" და "მონკლოას" შორის. 1902 წლის 11 აგვისტოს მონასტერის წინ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 6-5 "მადრიდის" სასარგებლოდ. გამარჯვებული დააჯილდოვეს ორი კერამიკული თასით, რომელიც არის კლუბის პირველი მოპოვებული ჯილდო.
კარლოს პადროსი, "მადრიდის" პრეზიდენტი 1904-1908 წლებში, იყო ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ასევე "მადრიდის" ჩემპიონატის ორგანიზატორი და "federation internatinale de football association"-ის (ფიფა) წევრი 1904 წელს.
როგორც საფეხბურთო კლუბ "მადრიდის" პრეზიდენტი, კარლოს პადროსი გრძნობდა ქალაქ "მადრიდის" ჩემპიონატის ჩამოყალიბების აუცილებლობას, რომელიც პირველად 1904-1905 წლებში შედგა. ეს ტურნირი სულ 9-ჯერ ჩატარდა და "საფეხბურთო კლუბ მადრიდმა" იგი 5-ჯერ მოიგო.
1905 წლის 18 აპრილს მადრიდის სტადიონ "რეტორზე" თასის ფინალში "საფეხბურთო კლუბი მადრიდი" შეხვდა თასის ორგზის მფლობელ "ბილბაოს ატლეტიკს". ერთადერთი გოლი მატჩის 70-ე წუთზე პრასტომ გაიტანა. ამ გამარჯვებით "თეთრებმა" მოიგეს პირველი ოფიციალური ტიტული.
"ბლანკოსმა" გაუკეთა ორგანიზება ამხანაგურ შეხვედრას ფრანგულ "გალთან", საფრანგეთის პრეზიდენტის მადრიდში ვიზიტის აღსანიშნავად. მატჩი შედგა 1905 წლის 23 ოქტომბერს და იგი 1-1 დასრულდა. ეს იყო პირველი საერთაშორისო მატჩი, რომელიც ქალაქ მადრიდში გაიმართა.
ესპანეთის ჩემპიონატი "საფეხბურთო კლუბ მადრიდმა" ზედიზედ 4-ჯერ მოიგო (1905, 1906, 1907, 1908 წლებში). ისინი ოთხი წლის განმავლობაში იდგნენ ესპანური ფეხბურთის მწვერვალზე.
1909 წლის 4 იანვარს შეიკრიბნენ ესპანური კლუბების წარმომადგენლები და ჩამოაყალიბეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია. "მადრიდის" პრეზიდენტ ალფონსო მელენდესმა მოაწერა ხელი მის ჩამოყალიბებას. 1909 წლის 11 ნოემბერს ქალაქ მადრიდში, ოფიციალურად გაფორმდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შექმნა.
ხოსე ანხელ ბერაონდო თამაშობდა მნიშვნელოვან როლს იმ წარმატებაში, რასაც "მადრიდმა" 1905-1908 წლებში მიაღწია. ის იყო ერთდროულად, მოთამაშე, ვიცე-პრეზიდენტი და დროებითი პრეზიდენტიც კი. 1909 წელს იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ სან სებასტიანში და რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ჩამოაყალიბა საფეხბურთო გუნდი "რეალ სოსიედადი".
1910 წელს "ბლანკოსმა" დატოვა პრიმიტიული მოედანი, რომელიც "barllring"-ის მოედანზე მდებარეობდა, რათა გადასულიყვნენ "o’donnell"-ის მოედანზე, რომელიც მდებარეობდა "narvaez, o’donnell", "duque de sesto" და "fernan gonzalez"-ის ქუჩებს შორის. "მადრიდი" იჯარაში იხდიდა 1000 პესეტს (6 ევრო) თვეში. მოედანი იყო 115 მეტრი სიგრძის და 85 მეტრი სიგანის. ორი წლის შემდეგ, 1912 წელს კლუბმა მოედანს მესერი შემოავლო. ამ დროს შეიქმნა კლუბის პირველი ემბლემა, რომელიც გუნდს ჰქონდა 1931 წლამდე.
ეტაპი მეორე 1911-1920ანტონი, მარსელო და სანტიაგო ბერნაბეუ შეუერთდნენ "საფეხბურთო კლუბ მადრიდს" XX საუკუნის დასაწყისში და სამუდამოდ დატოვეს კვალი მის ისტორიაში. ანტონის ჰქონდა ორგანიზაციული ნიჭი: ის იყო საფეხბურთო კლუბ "ბოლონიის" ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი, შემდეგ იგი გახდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. მარსელო იყო წამყვანი მოთამაშე, სანტიაგო ბერნაბეუ კი იყო ყველაფერი გუნდისათვის: მოთამაშე, დელეგატი, დირექტორი, უბრალო თანამშრომელი და პრეზიდენტი.
სანტიაგო ბერნაბეუს ჰქონდა დებიუტი 1912 წლის 3 მარტს, როდესაც ის ჯერ კიდევ 16 წლის იყო. ეს იყო ამხანაგური მატჩი ინგლისურ სპორტულ კლუბთან. მატჩი შედგა "pradera del corregior"-ის მოედანზე, მდინარე კანზარესის პირას. მადრიდულმა გუნდმა გაიმარჯვა 2-1, ბერნაბეუ თამაშობდა მარცხენა ნახევარმცველად, მან გაიტანა გადამწყვეტი გოლი.
ადოლფო მელენდესი, რომელიც ორჯერ, 1908-1910 და 1913-1916 წლებში იყო რეალის პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდა შეხვედრას მადრიდში, რომლის დროსაც შეიქმნა "madrilenian F A". მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც უნდა ჩატარებულიყო ქალაქ მადრიდის ჩემპიონატი და გამარჯვებულს უნდა ეთამაშა ესპანეთის ჩემპიონატში.
1912 წლის 31 ოქტომბერს შედგა სტადიონ "o’donell"-ის გახსნა. იმ მოხალისეებს შორის, რომლებიც მუშაობდნენ სტადიონის მშენებლობაზე, იყვნენ ძმები სანტიაგო და მარსელო ბერნაბეუები. მათ გაწეული სამუშაოსათვის არ აუღიათ არც ერთი პესეტი. სტადიონს ჰქონდა ხის ტრიბუნები, რომელიც 200 მაყურებელს იტევდა. მშენებლობაზე დაიხარჯა 13 000 პესეტი. მოედნის გახსნაზე შედგა მატჩი ირანის "სპორტინგთან" და იგი 0-0 დასრულდა.
ქალაქის რეგიონალური ჩემპიონატი ყოველთვის დაკავშირებული იქნება მადრიდის "რეალის" ისტორიასთან. მადრიდელებმა 18 ჩატარებული ტურნირიდან 12-ში იმარჯვეს.
1916 წლის ესპანეთის თასის ნახევარფინალი "მადრიდი" - "ბარსელონას" შორის ჩამოყალიბდა სამუდამო დაპირისპირებად. იმის გამო, რომ მაშინ დამატებითი დრო არ არსებობდა, გუნდებს გამარჯვებულის გამოსავლენად 4 მატჩის ჩატარება დასჭირდათ. პირევლი მატჩი ბარსელონამ მოიგო 2-1, მაგრამ მეორე თამაშში მადრიდელებმა ღისეული რევანში აიღეს და გაანადგურეს კატალონიელები 4-1. მე-4 თამაშის პირველი ტაიმის ბოლოს საერთო ანგარიში იყო 6-6. შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილმა ბარსელონელმა "romperego" პაულინიო ალკანტარამ გახსნა ანგარიში, შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი. მეორე ტაიმში მადრიდელებს გაეხსნათ არავინ იცის მერამდენე სუნთქვა და გაიტანეს 4 გოლი, რასაც კატალონიელებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს.
ასეთი მარათონის შემდეგ (ერთ კვირაში 4 მატჩი) მადრიდელები ფეხზე ძლივს იდგნენ და მხოლოდ სასწაულით გადაურჩნენ ტრამვებს. ამის გამო ისინი ფინალში "ბილბაოს ატლეტიკთან" დამარცხდნენ 4-0.
"ბარსელონასთან" ნახევაფინალის ბოლო მატჩის დროს, კატალონიელებმა 7 წუთით ადრე დატოვეს მოედანი, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ "თეთრებმა" მე-4 გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანეს. ფინალის დროს, რომელიც ბარსელონაში იმართებოდა, ესპანეთის გვარდია იცავდა გასახდელისკენ მიმავალ მადრიდელებს, მოგვიანებით კი მათი ავტობუსი და სასტუმრო სადაც ისინი იყვნენ დაბანაკებულნი გახდა კატალონიელების მიერ ნასროლი ქვების მსხვერპლი. ასე დაიწყო "საომარი მოქმედებები" ამ ორ კლუბს შორის.
1920 წლის 20 ივნისს კლუბმა მიიღო ჯილდო მისი უდიდებულესობა ალფონსო XIII-საგან, რომელმაც "მადრიდს" უბოძა ტიტული "სამეფო", რომელიც ესპანურად ჟღერს როგორც "რეალ". გუნდის ხელმძღვანელობა მოუთმენლად ელოდა მეფის ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას, რომელმაც იურიდიულად შეუცვალა კლუბს სახელი.
1920 წელს "მადრიდის რეალი" გაემგზავრა თავის პირველ ტურნეში, მათ უნდა გაემართათ 5 მატჩი იტალიაში. ეს ტურნე ორგანიზებული იყო ნატალიო რივასის მიერ, რომელიც "ბოლონიის" ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი და "მადრიდის" ფეხბურთელი იყო. ამ ტურნეს ბიუჯეტი ძალიან მცირე იყო და ამიტომ ფეხბურთელები იძულებულნი იყვნენ ესადილათ ყველაზე იაფ რესტორანში, რომელსაც კი ნახავდნენ.
ეტაპი მესამე 1921-19301920-1921 წლების სეზონის დასაწყისში პირველად 1912 წლის შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუმ დატოვა კლუბი და შეუერთდა მადრიდის "ატლეტიკოს". 1921 წელს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ არ დააკმაყოფილა ბერნაბეუს თხოვნა. მას უნდოდა ეთამაშა ესპანეთის თასის ნახევარფინალში. ფედერაციამ უარის მიზეზად დაასახელა ის, რომ არ იყო გასული ერთი წელი მისი "მადრიდიდან" წასვლის შემდეგ.
დღევანდელ დღეს მიჩვეულები ვართ იმას, რომ რომელიმე ფეხბურთელის გარდაცვალების გამო, გუნდები მოედანზე შავი სამკლაურებით გამოდიან. "მადრიდი" იყო პირველი გუნდი, რომელმაც ზუსტად ამ მიზნით გაიკეთა შავი სამკლაური თამაშის დროს. ეს მოხდა 1922 წლის 5 მარტს თანაქალაქელ "ატლეტიკოსთან", ამის მიზეზი იყო მადრიდისტა სოტერო არანგურენისა და "ბილბაოს" ფეხბურთელის, რაფაელ მორენოს გარდაცვალება.
მას შემდეგ, რაც სანტიაგო ბერნაბეუ რამდენჯერმე გამოიძახეს ნაკრებში, მისი დებიუტი შეიძლებოდა შემდგარიყო ლისაბონში პორტუგალიასთან დაპირისპირებისას 1922 წლის 17 დეკემბერს. ის მზად იყო სათამაშოდ, მაგრამ მწვრთნელმა ხულიან რუნტემ არ მისცა ამის საშუალება. - მე ვიყავი გაკვირვებული, როდესაც ისინი მიძახებდნენ ნაკრებში, მაგრამ კიდევ უფრო მიკვირდა ის, რომ არ მათამაშებდნენ, - აცხადებდა სანტიაგო ბერნაბეუ. მის მაგივრად ლისაბონში დებიუტი ჰქონდა ასევე "რეალის" ფეხბურთელ მონხარიდონს. მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა, მან გაიტანა გადამწყვეტი გოლი პორტუგალიელებთან (2-1), შემდეგ თამაშში ფრანგების წინააღმდეგ კი დუბლით გამოიჩინა თავი (3-0).
1923 წელს "მადრიდი" იძულებული გახდა, დაეტოვებინა "o’donell"-ის სტადიონი, რადგან საჭირო იყო უფრო დიდი ტევადობის მოედანი, ამიტომ გუნდი გადავიდა "სიუდად ლინეალის" მოედანზე, სადაც მათ პირველად ითამაშეს ბალახის საფარიან მოედანზე. ეს სტადიონი მდებარეობდა მადრიდის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში, ანუ შორს იმ ადგილიდან, სადაც ძირითადად იყვნენ გუნდის გულშემატკივრები, ამიტომ მოედანი თითქმის არცერთ თამაშზე არ ივსებოდა. კლუბის მესვეურები მალევე მიხვდნენ დაშვებულ შეცდომას და მიიღეს გადაწყვეტილება აშენებულიყო ახალი "საფეხბურთო ტაძარი".
"ჩამარტინის" აშენება 1924 წელს ჩანდა როგორც შეუძლებელი წამოწყება, მაგრამ ეს ნამდვილად იყო დიდი ნაბიჯი მომავლისკენ. სტადიონის გახსნაზე 1924 წელს "რეალი" შეხვდა "ნიუკასლს" და დაამარცხა ინგლისელები 3-2, 15 000 მაყურებლის წინაშე. "ჩამარტინის" პროექტი ეკუთვნოდა ყოფილ ფეხბურთელს პეპე კასტელს. 1947 წელს "სანტიაგო ბერნაბეუ" აშენდა ჩამარტინის ადგილზე.
ბიზნესმენმა ენრიკე ალკარეზმა დააფინანსა "რეალის" პირველი მოგზაურობა ფეხბურთის სამშობლოში, ინგლისში. სამივე მატჩი "ნიუკასლის", "ბირმინგემისა" და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ "რეალმა" წააგო (1-6, 0-3, 2-4), მაგრამ მიუხედავად ამისა, ინგლისურმა პრესამ მაინც შეაქო ესპანური ფეხბურთის სტილი და ტალანტი.
"რეალის" ფორმა 1925-1926 წლების სეზონამდე იყო თეთრი, შემდეგ თეთრი შორტები შეიცვალა შავით. ამას მოყვა ცუდად ჩატარებული მატჩების სერია, რამაც პრეზიდენტი პედრო პარახესი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ შავ შორტებს მოაქვთ წარუმატებლობა და ისევ თეთრით შეცვალა ისინი.
1926 წელს სანტიაგო ბერნაბეუ დაინიშნა რეალის მწვრთნელად მას შემდეგ, რაც პრეზიდენ ლუის ურკიხომ თანამდებობიდან გაანთავისუფლა ხუანიტო კარსერა. ბერნაბეუსთან ერთად გუნდს ავარჯიშებდა პედრო ლორენტე. სანტიაგო ბერნაბეუ 1932-1933 წლებში ერთი თვით კიდევ იყო რეალის მწვრთნელი, ლოპო გერტცის წასვლის შემდეგ, რობერტ ფიორსტის მოსვლამდე.
პირველმა ამერიკულმა ტურნემ "რეალს" მოუტანა დიდი წარმატება არგენტინაში, ურუგვაიში, პერუში, კუბაში, მექსიკაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სამი თვის განმავლობაში ისინი მოგზაურობდნენ ორ კონტინენტზე, მოიგეს 16 შეხვედრა. ხოსე გარსია ეკხანიზი იყო პასუხისმგებელი ამ ტურნეზე, გუნდის წარმომადგენელი კი იყო სანტიაგო ბერნაბეუ.
"ბლანკოსი" 10 მატჩის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველ ადგილს ჩემპიონატში და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ისინი იოლად მოიგებდნენ ჩემპიონის ტიტულს. "რეალს" სეზონის დასასრულს გადაასწრო ბარსელონამ, მაგრამ მათ ლიდერობა დაიბრუნეს ბოლოს წინა ტურში, დაამრაცხეს რა "ბარსელონა". მიუხედავად ამ გამარჯვებისა ჩემპიონი მაინც კატალონიელები გახდნენ, რადგან "თეთრები" დამარცხდნენ "სან მამესზე" ატლეტიკთან.
"რეალის" ტექნიკურ დირექტორსა და "ესპანიოლს" შორის მოლაპარაკებები დამთავრდა იმით რომ, შედგა ლეგენდარული მეკარე სამორას ტრანსფერი. ამ ტრანსფერმა გამოიწვია საერთო სახალხო აღელვება, რადგან მადრიდელებმა ესპანიოლს გადაუხადეს იმ დროისათვის ასტრონომიული თანხა, 150 000 პესეტი (900 ევრო). სამორას დებიუტი ჰქონდა 1930 წლის 5 დეკემბერს მადრიდის "ატლეტიკოსთან".
მოგზაურობის წყურვილმა შეიპყრო "თეთრების" ერთ-ერთი ფეხბურთელი გასპარ რუბიო, გენიალური თავდამსხმელი 30-იან წლებში. ის ორ მეგობართან ერთად დაჯდა კუბისკენ მიმავალ ხომალდზე და კლუბის თანხმობის გარეშე გაემგზავრა. ერთხელ კარიბის კუნძულებზე რუბიო შეურთდა "იუვენტუდ ასტურიანას", მაგრამ "რეალმა" ამის შესახებ აცნობა ფიფას და მან აუკრძალა რუბიოს თამაში. ამის შემდეგ იგი გაემართა მექსიკაში, რომელსაც ფიფასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. 1932 წლის 10 აპრილს მოგზაურობა დასრულდა და იგი მადრიდში დაბრუნდა. იგი დააბრუნეს გუნდში, მაგრამ მალევე გაყიდეს "მადრიდის ატლეტიკოში".
ეტაპი მეოთხე 1931-1940 1931 წლის დასაწყისში მადრიდის "რეალმა" განაახლა თავისი ოფისი "caballero de grasia" – 15-ში. კლუბმა გააფართოვა თავისი ოფისი და შეიძინა ახალი ავეჯი. პრეზიდენტ ლუის დე უსერაიმ და ტექნიკურმა დირექტორმა პაბლო ერნანდესმა აშენეს ახალი ოფისი, მაგრამ ყველაზე დიდი სიახლე იყო კლუბის საკუთარი ბარის შენება, სადაც გულშემატკივრებს შეეძლოთ მატჩის მიმდინარეობისას ყელის გასველება.
1931 წლის 14 აპრილს ესპანური რესპუბლიკის შექმნისას "რეალი" გამოემშვიდობა თავის წოდებას "სამეფო", გვირგვინი გაქრა კლუბის ემბლემიდანაც. მას შემდეგ გუნდი კვლავ ცნობილი იყო, როგორც "საფეხბურთო კლუბი მადრიდი".
მადრიდის "რეალმა" მის მიერ მოგებული 31 ესპანეთის ჩემპიონის ტიტულიდან, პირველად მოიგო ეს ჯილდო 1931-1932 წლების სეზონში. მადრიდული გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში იყო დაუმარცხებელი, "ბლანკოსმა" ლა ლიგა მოიგო ისე, რომ არ განუცდია არცერთი მარცხი. მთელი სეზონის განმავლობაში მათ თავის მოედანზე გაუშვეს 4 ბურთი, სტუმრად კი - 11. გუნდმა ჩემპიონობა გაიფორმა ბარსელონასთან კატალონიაში ფრედ ნათამაშები მატჩის შემდგომ. "თეთრები" მეორე წელსაც გახდნენ ჩემპიონები, ასე რომ "რეალი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ლა ლიგა მოიგო ზედიზედ ორჯერ.
1934 წლის 12 ივნისს "მადრიდი" გაემგზავრა ევროპულ ტურნეში. გუნდის მოზაურობისას მათ გააფორმეს კონტრაქტი "დიუსელდორფის ფორტუნას" ფეხბურთელ ჯეიკობო ბენდერომთან, მაგრამ გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ დაბლოკა ეს ტრანსფერი. რამდენიმე თვის შემდეგ "ჩამარტინზე" "მადრიდი", ესპანეთის ნაკრების ნაცვლად, რომელიც იმ დროს იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდიოდა, შეხვდა უნგრეთის ნაკრებს. თამაშის შემდეგ უნგრელმა მეკარე ალბერტო კიზჟელმა მოაწერა ხელი "მადრიდთან" კონტრაქტს და გახდა პირველი უცხოელი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში.
1936 წლის 21 ივნისს "მადრიდი" "ბარსელონას" შეხვდა "ვალენსიის" სტადიონ "მესტალიაზე" რესპუბლიკის თასისი ფინალში (ესპანეთის თასი). საწყის წუთებში ეუხენიო და ლეკუს მიერ გატანილი გოლებით "მადრიდი" იგებდა მატჩს, მაგრამ ესკოლიმ გაქვითა ერთი ბურთი. სათამაშო დროის ნახევარზე მეტი "მადრიდმა" გაატარა 10 კაცით (ტრამვა მიიღო საუტომ), მაგრამ ისინი მაინც უტევდნენ. 49 წუთზე არბიტრმა უსამართლოდ არ ჩათვალა კატალონიელების კარში გატანილი გოლი. ესკოლას ჰქონდა კარგი შანსი ანგარიშის გათანაბრებისათვის მაგრამ სამორამ ითამაშა ფანტასტიურად. 3 წუთით ადრე ფინალურ სასტვენამდე ბარსელონას მარჯვენა ნახევარმცველი ვენტორლა გაცდა კინკოსესას და ჩააწოდა ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში. უმეთვალყურეოდ დატოვებულ ესკოლას ჰქონდა დრო იმისათვის, რათა შეეფასებინა მეკარის მდგომარეობა, მან მაღალ ნახტომში და ძლიერად გაგზავნა ბურთი სამორას მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართუელბით, თან ისე რომ ბურთი მეკარის წინა ბალახზე დავარდა, ფაქტიურად გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ რიკარდომ გააკეთა ის რასაც, 35 წლის შემდგომ 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უწოდეს ყველა დროის საუკეთესო სეივი (პელე - ბენქსი). ბურთი უკვე მიფრინავდა მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში, სამორამ შეძლო შეუძლებელი, შემობრუნდა ჰაერში და მარცხენა ხელით ადგილზე გააშეშა ბურთი. "მადრიდმა" მოიგო თასი სამოქალაქო ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
ომი დაიწყო 1936 წლის 18 ივლისს. ამავე დღეს მადრიდის ყველა სპორტული გუნდი ჩათრეულ იქნა სახალხო ომში. "მადრიდი" განაგრძობდა მუშაობას. დირექტორი და სპორტული განყოფილების უფროსი იყო პაბლო ერნანდეს კორონადო. კარლოს ალონსო კი პასუხისმგებელი იყო სტადიონ "ჩამარტინზე".
პაბლო ერნანდეს კორონადო ცდილობდა გადაერჩინა გუნდი ომის პერიოდში, მაგრამ მისი სამი მცდელობიდან არცერთი არ გამოვიდა. მას არ გამოუვიდა ეთამაშებინა გუნდი ვალენსიის ან კატალონიის ჩემპიონატში, მისი პროექტი ევროპული ტურის შესახებ ჩაიშალა. კატალონიის ჩემპიონატი დაიწყო 1936 წლის 4 ოქტომბერს. მასში მონაწილეობდნენ: "ბარსელონა", "ესპანიოლი", "საბადელი", "ხერონა", "გრანოლერსი" და "ბადალონა". "მადრიდის" მწვრთნელმა პაკო ბრეიმ მოიპოვა თანხმობა ყველა კატალონიური გუნდისგან ჩემპიონატში მისი გუნდის თამაშის შესახებ, მაგრამ "ბარსელონამ" დაადო კლუბს ვეტო და ბოლოს მათ მაინც ვერ მიიღეს ამ ჩემპიონატში მონაწილეობა.
დახმარების კომიტეტი შეიქმნა 1939 წლის 1 აპრილს, ომის დამთვრებისას. მას ხელმძღვანელობდა ადოლფო მელენდესი. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: პაბლო ერნანდეს კორონადო, პარაკესი, ურკიხო, ოლივერი და ორტის დე ზარატე. "ჩამარტინის" დათვალიერების შემდეგ, რომელიც იყო საშინელ მდგომარეობაში, პედრო პარაკესმა თქვა: "ამ პრობლემის გადაჭრა იქნება ძალიან რთული, იმიტომ, რომ ჩვენ დაგვჭირდება 300 000 პესეტი სტადიონის აღდგენისათვის, ეს კი ძალიან დიდი თანხაა ამ მომენტისთვის"
"ჩამარტინი" გაიხსნა 1939 წლის 22 ოქტომბერს პირველი დერბის ჩასატარებლად ომის შემდეგ. ეს იყო რეგიონალური ჩემპიონატი, რომელშიც "მადრიდმა" დაამარცხა "ატლეტიკო" 2-1. ფეხბურთისადმი მხარდაჭერა ომის მიუხედავად არ შემცირებულა, ყველაზე ცუდ ადგილზე ბილეთი ღირდა 5 პესეტი (ფასი გაკრიტიკებულ იქნა იმიტომ, რომ ის იყო ძალიან მაღალი). "ჩამარტინი" ბოლომდე გაავსო იმ გულშემატკივრებმა, რომლებიც მიუხედავად ომის შემდგომი გაჭირვებისა გუნდისათვის არაფერს იშურებდნენ.
ეტაპი მეხუთე 1941-19501941 წლის 1 იანვარს კლუბმა დაიბრუნა ტიტული "სამეფო" და "საფეხბურთო კლუბი მადრიდი" კვლავ გადაკეთდა "საფეხბურთო კლუბ რეალ მადრიდად".
1943 წელს ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში "რეალმა" მოიპოვა ისტორიული გამარჯვება ბარსელონასთან ანგარიშით 11-1. "თეთრები" დამწუხრებულნი იყვნენ პირველ მატჩში 3-0 მარცხის გამო, ისინი მოედანზე მოსაგებად გავიდნენ და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში 8-0 იყო. თამაშის ბოლოს ტაბლო აჩვენებდა ფენომენალურ ანგარიშს: 11-1. გოლის ავტორები: პრიდენი - 4, ბარინდა - 3, ალონსო - 2, ალსუა - 1, ბოტელა - 1. ბარსელონას მხრიდან ერთადერთი ბურთი მარტინმა გაიტანა.
"რეალის" პრეზიენტი ანტონიო სანტოს პერალბა და "ბარსელონას" პრეზიდენტი მარკეს მესა დე ასტა ამ ნახევარფინალის დროს გაანთავისუფლეს თანამდებობიდან. დირექტორთა საბჭოს შეკრებაზე, რომელსაც ახალი პრეზიდენტი უნდა აერჩია, ხშირად ისმოდა სანტიაგო ბერნაბეუს სახელი, რომელსაც კლუბთან 1935 წლის შემდეგ არაფერი აკავშირებდა. მისი დარწმუნება იმაში, რომ დაეკავებინა "რეალის" პრეზიდენტის პოსტი, იოლი გამოდგა. მისი პრეზიდენტად გახდომის შესახებ საქვეყნოდ გამოაცხადეს 1943 წლის 15 სექტემბერს.
1943 წლის გაზაფხულზე სანტოს პერალბამ აღნიშნა, რომ საჭირო იყო ახალი სტადიონის შენება, რომელიც დაიტევდა 40 000 მაყურებელს. ერთი წლის შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუმ დირექტორთა საბჭოს შეკრებაზე განაცხადა: "ჯენტლმენებო, ჩვენ გვჭირდება უფრო დიდი სტადიონი და ჩვენ ავაშენებთ მას". სტადიონის მშენებლობა დაჯდა 37 მილიონი პესეტი (222 375 ევრო). სანტიაგო ბერნაბეუმ სიმბოლურად ჩადო პირველი ქვა სტადიონის საძირკველში.
40-იანი წლები საუკეთესო იყო "რეალისათვის", მაშინ დაიწყო სანტიაგო ბერნაბეუს პრეზიდენტობა და ტიტულების დაბრუნება. რეალმა მოიგო ესპანეთის თასი 1946 და 1947 წლებში, გაანადგურა რა ვალენსია 3-0 და ესპანიოლი 2-0.
1947 წლის 23 ნოემბერს მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ სტადიონ "მეტროპოლიტენზე", "რეალი" გახდა პირველი ესპანური გუნდი, რომელიც გამოვიდა დანომრილი ფორმებით. ეს იდეა ეკუთვნოდა პაბლო ჰერნანდეს კორონადოს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მოიწონა სიახლე და იგი სავალდებულო გახდა 1948 წლიდან, ამ წესის თანახმად ყველა გუნდს უნდა დაენომრა თავისი ფორმები 2-დან 11-მდე. ეს იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც "რეალმა" შემოიტანა კიდევ ერთი სიახლე ესპანურ ფეხბურთში.
1947 წლის 14 დეკემბერს შედგა ახალი "ჩამარტინის" გახსნა. რეალი შეხვდა პორტუგალიურ "ბელენენსეშს" და დაამარცხა 3-1. პირველი ვინც გაიტანა გოლი ახალ "ჩამარტინზე" იყო საბინო ბარინგა. "ახალი კოლიზეუმი" გახდა ყველა მადრიდელის სიამაყის და ესპანეთის ყველა კლუბის შურის მიზეზი.
1948 წელს "რეალმა" გადაწყვიტა შემადგენლობის რადიკალურად შეცვლა. 2 წლის წინ კლუბი ცდილობდა თავის შემადგენლობაში გადმოეყვანა უნგრელი ლადისლაო კუბალა. მოლაპარაკებები არ შედგა, რადგან კუბალას ჰქონდა მოთხოვნები, რომლის შესრულებაზეც ბერნაბეუ არ დათანხმდა. მეორე ინფორმაციის წყაროს ცნობით, ბერნაბეუმ მიიწვია კუბალა საუზმეზე, რომლის დასრულების შემდეგ უნგრელმა სიტყვიერი თანხმობა მისცა "რეალის" პრეზიდენტს გადმოსვლაზე, მაგრამ "ბარსელონას" სკაუტმა პეპე სამიტიერმა, არ არის ცნობილი - რა შესთავაზა ასეთი კუბალას, - მაგრამ ამ წინადადებით მან ბერნაბეუს ცხვირწინ ააცალა ფეხბურთელი.
ესპანეთის ნაკრებმა მიაღწია დიდ წარმატებას, გავიდა რა 1950 წელს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფფინალში. მის შემადგენლობაში იყო რეალის ერთადერთი მოთამაშე ლუის მოლოვნი.
მიმაგრებული სურათი
Be the change you want to see in the world..