ანალიტიკური სტატია შედგება 5 ელემენტისგან:
1. ფაქტი - რა?
2. მოტივი - რატომ?
3. არგუმენტი - საიდან ჩანს?
4. შეჯამება - რის თქმის საშუალებას გვაძლევს არგუმენტი?
5. დასკვნა - საბოლოოდ რა დასკვნის გამოტანა შეიძლება მსჯელობის გათვალისწინებით?
უფრო კონკრეტულად:
1. ფაქტი - არის მთავარი სათქმელი, რის გარშემოც იშლება მთელი მსჯელობა. ფაქტი შეიძება იყოს მოვლენა ან აზრი, რომელიც უნდა დასაბუთდეს ან უარყოფილ იქნას;
2. მოტივი - არის იმ მიზეზთა ახსნა, თუ რატომ მოხდა ფაქტი, ან რამ განაპირობა აზრის ჩამოყალიბება;
3. არგუმენტი - არის ის მტკიცებულება ან კონკრეტული მაგალითი, რომელიც აღნიშნულ მოტივს ასაბუთებს;
4. შეჯამება - არის დასახელებული მიზეზების ერთგვარი ანალიზი და განზოგადება, ანუ ის, რის საშუალებასაც გვაძლევს არგუმენტები;
5. დასკვნა - არის მთლიანი მსჯელობის ერთგვარი შეჯამება.
• წერის ტექნიკის დაუფლების ერთ-ერთი მეთოდია ე.წ. გონებრივი იერიში (ბრეინსტორმინგი), რაც გულისხმობს ამა თუ იმ საკითხის გარშემო იდეების თავმოყრას;
• მთავარი თემის გარშემო რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩამოყარე ყველა ის იდეა, რომლებიც გაგიჩნდა განსახილველი საკითხის გარშემო. ლოგიკურ თანმიმდევრობას მოცემულ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა;
• როცა ამოგეწურება იდეები, ხელახლა წაიკითხე, გამიჯნე მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფომაცია და დაიწყე მოცემული ფრაზების ლოგიკურად დალაგება;
• ლოგიკურად დალაგებული საკითხები გაანაწილე შენთვს უკვე ნაცნობი სქემის მიხედვით: ფაქტი, მოტივი, არგუმენტი, შეჯამება, დასკვნა;
• კარგად გაიაზრე სქემის მიხედვით დალაგებული ინფორმაცია და ახლა დაფიქრდი, როგორ შეიძება ააგო მსჯელობა თითოეულ პუნქტში, ანუ ჯერ ინფორმაციას ახარისხებ სქემის მიხედვით, შემდეგ კი იქყებ შიდა დახარისხებას;
• შედეგად მიიღებ ლოგიკურად დალაგებულ აზრობრივ ჯაჭვს;
• ეს დაგეხმარება მსჯელობის აგებისა და წერის ტექნიკის ათვისებაში.
ანალიტიკური, პუბლიცისტური სტატიის ელემენტებია:
1. ფაქტი/მოვლენა
– ბექგრაუნდი: სტატისტიკა, მოვლენის განვითარების ისტორია, , საკანონმდებლო ბაზა და სხვ.
– კონტექსტი: სოციალური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური, კულტურული, ისტორიული და სხვ.; Word stories (ვინ/რა/სად/როდის/რატომ თქვა?) და სხვ.
2. საინფორმაციო საბაბი და მოტივაცია
– ლაიტმოტივი: სტატიის განვითარების ხაზი, კომპოზიციური განვითარება;
3. პრობლემა: რა არის მთავარი კითხვა?
4. ჰიპოთეზა
5. მოსაზრება: რისკების შეფასება, ბენეფიციარებზე ზეგავლენა, ინდივიდუალური დაკვირვება და სხვ.
6. დასაბუთება
– არგუმენტები/კონტრარგუმენტები
– მომხრეები/მოწინააღმდეგეები
– მაგალითები/სტატისტიკა
– შედარება/შეპირისპირება
7. განმარტება
8. შეფასება: ექსპერტების მოსაზრებები
9. დასკვნა/დასკვნები;
10. რეკომენდაციები
11. პერსპექტივა: პროგნოზი (მოკლევადიანი/გრძელვადიანი), რაკურსი.
ამერიკელი მეცნიერები (Mears, Chancellor, 1995) ანალიზის 4 ელემენტს გამოყოფენ:
1. ბექგრაუნდი (background)
2. პერსპექტივა (perspective)
3. განმარტება (explanation)
4. მოტივაცია (motives)
ცნობილი ჟურნალიტი ა.ჯ. ლეიბლინგი მწერილის 3 კატეგორიას გამოყოფს:
1. რეპორტიორი, რომელიც წერს იმას, რასაც ხედავს;
2. რეპორტიორი-ინტერპრეტატორი, რომელიც წერს იმას, რასაც ხედავს და შემდეგ განმარტავს თუ რას ნიშნავს ის, რაც ნახა;
3. ექსპერტი, რომელიც განმარტავს თუ რას ნიშნავს ის, რაც მას თავად არ უნახავს.
აი, აქ შეგიძლია იხილო ანალიტიკური სტატიები:
ანალიტიკური სტატიები This post has been edited by Champagne_Supernova on 13 Apr 2011, 23:01