ერთი რაღაც მაინტერესებს, როცა ახალ გაცნობილ ადამიანს ელაპარაკებით, ყველაფერს ატყუებთ???
ჩემ კურსელს ჭირს საშინელი ჩვევა, გოგოა თან, რაც გავიცანით იმის მერე იტყუება და თხზავს ზღაპრებს თავის თავზე, თავიდან გვჯეროდა (რატომაც არა??), მაგრამ მერე მივუხვდით...
ბევრი კიდევ ინტერნეტით გაცნობილები იტყუებიან, არადა აზრზე ვერ მოვდივარ რა აკომპლექსებთ სიმართლეს რომ მალავენ....
მე კიდევ ტყუილს არ ვამბობხოლმე და რასაც მეუბნებიან იმას ვიჯერებ (თუ ძალიან არ გაიჭრა ფანტაზიებში)
თითქმის ყველას გეცნობათ ეს სიტუაცია დარწმუნებული ვარ...
რატომ იტყუებიან, ხომ არავინ აძალებს ურთიერთობას არა?
ჩამოყარეთ აბა ბრძნული აზრები, მართლა მაინტერესებს რა ხდება, იქნებ თვენ იტყუებით და ამიხსენით მაინც რატომ რომ გავიგო