მოკლედ, ლაპარაკი მაქვს მრავალტანჯულ, ნამუსახდილ და საწესდებოკაპიტალგაუქმებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე.
მჭირდება შპს-ს შექმნა. შესაქმნელად ყველაფერი მზადაა, გარდა ერთისა: ერთ-ერთი მონაწილე მხარე (დამფუძნებელი) არის სადღაც ჯანდაბიდან, მგონი კარიბის ზღვის აუზიდან

და ჩაციკლულია და იბრდღვნის ყველაფერს, რო საზოგადოების ფორმის აღმნიშვნელი ინგლისურად იყოს LLC და არა LTD. რა არ მოვძებნე, სად არ ვნახე და დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერსად მივიღე.
http://www.bizlaw.lv/forums/index.php?showtopic=1453http://otvet.mail.ru/question/9297855/http://www.mc-offshore.ru/slov.phpაი ეს სისულელეებიც წავიკითხე, მაგრამ ერთი წყარო ალთასაა, მეორე - ბალთას. იყო მშვენიერი წიგნი ჭანტურიასი - კორპორაციული მართვისა და პასუხისმგებლობის შესახებ, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ბოლო დროს შტატებში დამკვიდრდა სამეწარმეო იურიდიული პირის ახალი ფორმა - Limited Liability Company - LLC - რომელიც არის შეზღუდული პასუხისმგებლობის
კომპანია და არა საზოგადოება. ესაა იგივე სააქციო საზოგადოება, ოღონდ - პარტნიორების შეზღუდული პასუხისმგებლობით. ღრუსულ საიტებზეც გადავაწყდი რაღაც მსგავსს - ჰიბრიდული საზოგადოებაო, მაგრამ ზუსტი ახსნა ვერ ვნახე.
მოგეხსენებათ, საქართველო ავტორიტეტისადმი უპირობო ნდობის და მოდაზე განუკითხავად აყოლის ქვეყანაა და თუ ვინმემ რამეს მოკრა ყური ცივილიზებულ დასავლეთში, მეორე დღეს ამ ჭაობში ასლის გადაღებას ცდილობს, სანამ ვინმე დაასწრებდეს. ახლაც ჩვენთან რამდენიც გინდათ, იმდენი ვიცი შპს-ები, წესდებაში სახელის გასწვრივ ინგლისურად LLC რომ უწერიათ და აზრზე კი არ არიან, რას ნიშნავს. ხოდა თქვენ ხო ვერ დამეხმარებით, ზუსტად რა განსხვავებაა LTD-სა და LLC-ს შორის?