#25537287 · 19 May 2011, 18:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვლადიმერ ვარძელაშვილი „ვალენსიას“ სპორტულ დირექტორს - ფერნანდო გომესს შეხვდა
22 მარტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი თბილისში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით მყოფ ესპანეთის პრიმერადივივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო კლუბის - „ვალენსიას" სპორტულ დირექტორს - ფერნანდო გომეს კოლომერს და კლუბის ახალგაზრდული მიმართულების მენეჯერს - ხავიერ კაბელო რუბიოს სამინისტროში შეხვდა. შეხვედრას საქართველოში რამდენიმე ცნობილი არქიტექტურული პროექტის ავტორი, ესპანელი არქიტექტორი - ალბერტო დომინგო კაბოც ესწრებოდა.
მინისტრან შეხვედრაზე მხარეებმა ესპანურ კლუბთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს მწვრთნელთა გადამზადებისა და ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელების კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე გამგზავრების მიმართულებით.
სამინისტროში ვიზიტის შემდეგ „ვალენსიას" წარმომადგენლები 13:00 საათზე საფეხბურთო კლუბ „დინამოს" ბაზას ეწვივნენ და კლუბის ხელმძღვანელობასთან - აღმასრულებელ დირექტორ ზურაბ პოლოლიკაშვილთან და მინისტრთან ერთად ბაზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას" წარმომადგენლები თბილისში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფებიან.
ლადო ვარძელაშვილი: „საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას" წარმომადგენლებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ძალზე დიდი გამოცდილების მქონე სტუმრები გვეწვივნენ. აღსანიშნავია, რომ „ვალენსიას" სპორტული დირექტორი - ფერნანდო გომესი ერთხელ უკვე ნამყოფია საქართველოში, კერძოდ 1985 წელს ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, როდესაც თბილისში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპი ჩატარდა ესპანეთის და ბრაზილიის ნაკრებების მონაწილეობით.
დღისათვის, ფერნანდო გომესი და ახალგაზრდული მიმართულების მენეჯერი - ხავიერ კაბელო სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, მათ შორისაა სელექციის წარმოება და ამასთან „ვალენსიისათვის" ახალგაზრდა ტალანტების მოძიება.
სტუმრები საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფებიან. შევთანხმდით, რომ სამომავლოდ განხორციელდეს გაცვლითი პროგარამები, ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს საშუალება მიეცემათ „ვალენსიას" საფეხზბურთო ბაზაზე აიმაღლონ კვალიფიკაცია, ასევე ვისაუბრეთ ამხანაგური მატჩების ჩატარებაზე სხვადასხვა ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფებში. სტუმრებს ასევე შევახვედრებთ სხვადასხვა ქართულ კლუბებს.
ვიწყებთ მოლაპარაკებას ასევე თანმშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, რაც მიზნად ისახავს მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებას „ვალენსიასთან". მეომორანდუმის გაფორმება უკვე მეორე ეტაპი იქნება, რასაც გარკვეული დრო და მოლაპარეკებების გაგრძელება დასჭირდება. სტუმრებთან ერთდ დღეს თბილისის „დინამოს" საწვრთნელ ბაზას და ბავშვთა საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს" მოვინახულებთ. „
ფერნანდო გომეს კოლომერი: „მართლაც რომ საინტერესო ვიზიტი გვაქვს. მადლობა მსურს გადავუხადო სამინისტროს ჩვენი მომწვევისა და ასეთი კარგი მასპინძლობისათვის. სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროში მნიშნელოვანი შეხვედრა გვქონდა, სადაც „ვალენსიას" ქართულ კლუბებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ.
შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებების შემდეგად მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდეს, რას საშუალებას მისცემს ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს კვალიფიკაცია ესპანეთში აიმაღლონ, ასევე საუბარი გვქონდა ბავშვთა ასაკის გუნდებს შორის ამხანაგური მატჩების ორგანიზებაზე. იმედი გვაქვს, საქართველოსთან თანამშრომლობა ნაყოფიერად განხორციელდება."
This post has been edited by i_ToD on 19 May 2011, 18:26
--------------------
დაუშტვინე ბებიაშენს!!!!
our way, our will, our win!
WWW.GLADIATORS.GE
DINAMO FaN №1
|