badriko
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4462
წევრი No.: 46866
რეგისტრ.: 15-November 07
|
#25531335 · 19 May 2011, 12:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მას შემდეგ, რაც მიმდინარე 2011 წელს აზერბაიჯანლებმა (აზერებმა) გაიმარჯვეს, მეზობელმა საქართველომ კაი ხანი უნდა იცადოს პირველი ადგილის ასაღებად. ეს, თითქოს, ისეა, როგორც გაეროს ან იუნესკოს, ეხლა კი მსფ შეფების არჩევისას : არის ერთგვარი, უხილავი რიგი, რეგიონალური.
ადრეც დავწერე ჩემეული ანალიზი და ეხლაც ჩავაგდებ ორიოდე თეთრს საერთო ქვევრში.
ამბობენ, რომ ევროვიზიაში მოგებას ისთივე შანსი სჭირდება, როგორც ლატარეას თამაშს. თუმცა არის კანონზომიერება, წესები, დაწერილი და დაუწერელი კანონები, რაც მილიარდელი ალიევის ცოლმა, ულამაზესმა მეჰრიბამ (მინახავს იუნესკოში, აზერბაიჯანის დღეებზე, რამდენიმე წლის წინ) გაითვალისწინა და, ჩემი აზრით, ამასთან, რომელიღაც ევროპელ პროდიუსერს სტკიცა : აი, თუ გაგვამარჯვებინებთ, სოლიდურ გასამრჯელოსაც მიღებთო… ასეც მოხდა, და ეს მაშინ, როდესაც საქართველოში ისევ დაფა-ზურნისა და დუდუკების მოყვარული მუცლიანი მურთაზა წყვეტს, თუ რა გარეგნობის მომღერლები და რა ენის სიმღერა გააგზავნოს ევროვიზიაში.
ქართველების უბედურება ისაა, რომ მსოფლიოს საკუთარი რეტრო თვალებით უყურებენ.
ცნობილია, რომ ევროვიზიაზე კენჭისყრა ხდება რეგიონალურობის პრინციპით (თურქეთი – აზერბაიჯანი), ასევე პოლიტიკური სიმპათიების (პოლონეთ//ლიტვა – საქართველო), სტრატეგიის (ფავორიტი იტალია vs ფავორიტი აზერბაიჯანი და სხვა ფავორიტები ანუ მეზობლის ლამაზ რძალს ვუწოდებ გონჯს ან თვალს ამოვითხრი, რათა სიდედრს ვყავდე ბრმა სიძე), ანთიპათიების (აზერბაიჯანი – სომხეთი) თვალსაზრისებით.
კენჭისყრა ხდება ორიგინალურობისა და მომღერალთა ფიზიკური სილამაზის მიხედვითაც (ვისაც რაც ჰყავს სექსუალური, ის გამოჰყავს : სლავებს პირიმზე გოგოები, ბერძნებს და თურქებს ვირილური და სექსუალური, დაკუნთული, სახელამაზი ბიჭები). ჩვენ კი პრივილეგიას ვანიჭებთ ისევ გრძელ ცხვირს, სკვითურს გარეგნობას... მახსენდება ერთი ფრანგი, რომელსაც როცა ქართული კონცერტი ვაჩვენე, მითხრა : იმისათვის, რათა საქართველოს ესტრადაზე იმღერო, გრძელი ცხვირი უნდა გქონდესო ? მე ვუთხარი, რომ საქართველოში გურჯი მურთაზები წყვეტენ მეთქი-ყველაფერს !
ევროვიზიაზე კენჭისყრას აწარმოებენ უფრო ახალგაზრდები და ბანალურ სიმღერებს, თანაც დემოდირებული ბანალური რეპით (ქართული რეპით) ძალიან არც კი დაუჭერენ მხარს. ყველა რეპი ერთმანეთს ჰგავს, როგორც მანიკენი გოგოები, ბანალურია და არასაინტერესო. ეს კი არ იციან მურთაზებმა, რომლებიც ღამით, ჩუმად, საბანში ფლეიბოის ჟურნალებზე ანანირებენ, ევროვიზიაზე და სილამაზის კონკურსებზე კი აგზავნიან იმათ, ვისაც აგზავნიან !
კიდევ დიდი ხანი მოვიმკით საქართველოს დემარშს მოსკოვის ევროვზიაზე, საიდანაც გამოგვაპანღურეს. სოჭის ოლიმპიადაშიც იგივე ბედი გველოდება და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზეც იგივე რუსეთში. სატანის ათასწლეულში არავის სურს სკანდალურ და "გაბოროტებულ" ქვეყანასთან კავშირი, თუკი ისევ დროებითმა და იშვიათმა მოკავშირეულმა სტრატეგიამ (პოლონეთი და ლიტვა vs რუსეთი) არ იჩინა თავი.
დღესაც კი საქართველოში ფეხბურთელი აუცილებლად ძველი თბილისის დინამოს ფეხბურთელთა შვილი უნდა იყoს (და არა ის, ვისაც 90 წუთი უქოშინოდ რბენა შეუძლია) ან ის, ვისაც დიდი და გავლენიანი ბიძიები ჰყავს. იგივე ითქმის სილამაზის კონკურსებზე.
ქორეოგრაფია გვაქვს ნული ! კვლავ ქართველური ანუ შავი (და არა ფერადი) ფერები. ჩვენი ბიჭები გაურკვევლად დახტოდნენ, გვაგონებდნენ ავარიულ თვითმფრინავს, რომელიც ცაში მრავალგზის აჭრას უშედეგოდ ლამობს...
ვოკალურად იყო კივილი, იყო ბანალური, არაორიგინალური მოტივები, თითქოს, უკვე სადღაც გაგონილი, ამას ზედ დამატებული ქართული რეპი, რეპი კი, ითქვა, დღეს უკვე არაა მოდაში.
ინგლისურად ვმღერივართ სულ და ინგლისელები 1 ქულასაც კი არ გვაძლევენ ! რატომ ? არ უნდა დავინტერესდეთ, თუ რატომ ? ჯანდაბას შექსპირის ენა ! ქართული, მეგრული პოპურისგან ვერ შევქმნით რაიმე კომპოზიციას საოცარი ქორეოგრაფით ?
ისეთი პოტენციალი გვქვს, რომ სულ პირველი ადგილები უნდა გვქონდეს, მაგრამ, როგორც პოლიტიკაში და სხვა დარგებში, აქაც დიდმუცელა მურთაზები წყვეტენ საკითხს და გვიდებენ საკუთარ ვერდიქტს, რომელიც გოგირდის აბანოებში შეიმუშავეს.
შედეგს ვხედავთ !
რა არ ვიღონეთ. უსინათლო ღურწკაიაც კი გამოვიყვანეთ, მძიმე ქორეოგრაფიით, კვლავ შავი ფერებით. მოცეკვავე უშნო რუსი ბიჭები. ჯუჯები. მახსოვს ჟან-პოლ გოტიეს კომენტარი : "მძიმე ქორეოგრაფია". მგონია, რომ შემოგვიგდეს. არადა, მახსოვს, შევძარით დუნია, ეხლა მაინც გავიმარჯვებთო.
და თუკი ინგლისურად მართლა კარგად ვმღერივართ, უკვე ხომ ცხადია, რომ ინგლისელებს და სხვებსაც შურთ ეს და ჯიბრზე არ გვაძლევენ ქულებს ?
ევროპულობის ჟინით შეპყრობილმა დაკომპლექსებულმა მუსლიმანმა აზერებმა იმიტომაც გაიმარჯვეს, რომ რაღაც ლამაზი ეროვნული მოტივი გაურიეს რეფრენში, უბიწო ნორჩები გამოიყვანეს, ლამაზი გარეგნობის ბავშვები და შეიქმნა აზრი, რომ ეს ერი უნდა წახალისებულიყო... აბა, თურქებს თავი დავანებოთ და საკუთარი ნავთობის მქონე შვედებმა რატომ მისცეს მათ ქულები ? ალიევის ფულების გამო ? არა ! ჩვენ კი მეტიჩრობის გამოც დავისაჯეთ : რუსებთან კამათი, პოლიტიკური დემარშები, არაპროგნოზირებადი პრეზიდენტი (რომელიც გამარჯვების შემთხვევაში, თბილისურ ევროვიზიას გამოიყენებდა პოლიტიკური მიზნებით), ქართული ჩაის სმა დიუსელდორფში ანუ ცდა მაყურებლის წინასწარი მანიპულირებისა. ვნახეთ უკუშედეგიც. მოკლედ, არანაირი ნიჭიერი სტრატეგია, არანაირი დიპლომატია, იგივე, რაც იყო პოლიტიკაში, 2008 წ. აგვისტოში !
ბევრი ქართველის ცუდი მხრით (ქურდობა, მკვლელობა, გაუპატიურება...) გამორჩეულობაც დასავლეთ ევროპაში ასევე მიმაჩნია იმის მიზეზად, რომ ეს ქვეყნები იგნორირებას გვიკეთებენ.
დაბოლოს, ამ და სხვა ფაქტორების გამო საქართველო მიიჩნევა ბანანის რესპუბლიკად. ეს ჩანდა ფრანგი და ინგლისელი კომენტატორების პოზიციაში.
მოკლედ, დრო რომ მქონდეს მურთაზებს დავდებდი, იუტიუბში, ქართული სიმღერების პოპურს ქართულივე ცეკვებით (ოღონდ არა მათი საყვარელი დაფა-ზურნების ფონზე), რომლის ბაზაზე გამოიკვეთებოდა პროექტი "ევროვიზია 2012". დიახ, არა ვარ ქართველი მურთაზა !
--------------------
მე მედრებით, ბადრიკოს, თქვე უბადრუკო ნაცებო?!
ნაცი უკვე სექტაც არაა, პათოლოგიაა.
ენით მედასავლეთენი, საქმით პრორუსები ! ვოვას პოლეზნი მერზავცები! საქართვ. ტერიტ. მთლიანობის აღდგენა გადის ამ მთლიანობის დამანგრეველი ნაცსექტის და მისი ბელადის სრულ იზოლაციაზე.
|