#25555621 · 20 May 2011, 20:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს (20 მაისს) მოხდა სამი ასეთი მოვლენა:
1) მიიღეს "თავისუფლების ქარტია"– რომელსაც აგერ უკვე თითქმის ოცი წელი ელოდა მთელი საქართველო. დროა ბოლოსდაბოლოს ყველას მისი სახელი დაერქვას და მისი კუთვნილი ადგილი მიეჩინოს. (შიდა პოლიტიკა)
2) მოხდა ჩერქეზთა გენოცის აღიარება. სრულიად უპრეცენდენტო ფაქტი რუსეთის იმპერიის არსებობის მანძილზე. და ზოგადად, კავკასიის რეგიონში. (გარე, საკმარისად ფეთქებასაშიში მოვლენა რეგიონში, და ალბათ არა მხოლოდ კავკასიაში)
3) დემოკრატიათა საპარლამენტო ფორუმზე თბილისის დეკლარაცია მიიღეს სასტუმრო ,,რედისონში“ დემოკრატიის თანამეგობრობის ფორმუზე დღეს თბილისის დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტს, რომელშიც საუბარია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ, ხელს აწერენ ფორუმის მონაწილეები და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებენ. ევროპული ქვეყნების ყოფილმა პიველმა პირებმა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა და დეპუტატებმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი კიდევ ერთხელ დაგმეს და მოსკოვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონიდან ჯარებოს გაყვანა მოსთოხვეს. ,ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ განაგრძოს რეფორმების გატარება. ეს ერთგვარი საშინაო დავალებაა საქართველოსთვის, რათა დააარწმუნოს მთელი მსოფლიო, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და დასავლური“, _ განაცხადა საპარლამენტი ფორუმის პრეზიდენტმა ემანუელ ზინგერისიმ. დეკლარაციის მიღების შემდეგ კი, ფორუმის მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. ფორუმის ოფიციალური ნაწილის შემდეგ, სტუმრებისათვის კულტურული ტური იწყება, რომლის ფარლებშიც ისინი ეწვევიან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს და მცხეთას. **********
მე მგონი, ეს სამი მოვლენა საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს უახლეს და შორეულ მომავალზე. ვილოცოთ და ღმერთს ვთხოვოთ რომ ეს მოვლენები ჩვენდა სასიკეთოდ წარიმართოს!>...
This post has been edited by forumeli64 on 20 May 2011, 22:50
--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!" "არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში! ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
|